Home რუბრიკები საზოგადოება ჭეშმარიტად აურაცხელ არს ღვაწლი თქვენი ერისა და ბერის წინაშე

ჭეშმარიტად აურაცხელ არს ღვაწლი თქვენი ერისა და ბერის წინაშე

955

«განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღე და ღამე მას შეჰღაღადებენ»

(ლუკა. 18,7).

«თითოეული ჩუენგანი მიწიერ ცხოვრებაზე დროებითა ვართ მოვლენილნი, ვალი რომ მოვიხადოთ ერისა თუ ბერის წინაშე. ყოველი დღე ჩვენი არსობისა გამოცდა არს უფლისგან, რამეთუ ანგელოზთაგან აღირიცხება ყოველი კეთილი თუ ბოროტი ჩვენ მიერ ქმნულნი, ვინ როგორ წარსდგება სამარადისო განსასვენებელში.

 

ყოველი მორწმუნე, მართლმადიდებელი ვალდებულნი ვართ, დღის ბოლოს უთქმიდეთ საკუთარ თავს,

თუ რა ქველის საქმე აღვასრულეთ ამას დღეს, ან რა შევცოდეთ მუნ, მერე სინანულით შეუერთდეთ უფალს, ყოვლადწმიდა დედას შინაგანი აღსარებით. ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ვიდოდეთ თავმდაბლობით, მოთმინებით, რწმენით, რამეთუ მხოლოდ ამით ვცხონდებით. უნდა ვერიდებოდეთ განდიდებას, რამეთუ «კაცთა შორის მაღალ, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა»

ლუკა (16-15).

დღეს, სამწუხაროდ, იშვიათია მოძღვარი, რომელიც ამ პრინციპებით ცხოვრობს, რამეთუ უმრავლესობა მომხვეჭელობის მანიით არის შეპყრობილი და ღმრთის მსახურებაზე წინ საკუთარ მეს აყენებს. საბედნიეროდ, არიან სასულიერო პირნი, რომლებიც მთელი არსებით უფალს და მისი მცნებების დაცვას ემსახურებიან.

ყოველგვარი შელამაზების გარეშე ეს მოძღვარი თქვენ ხართ, მამაო ბასილ, ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული. მფარველი ანგელოზი ბავშვობიდანვე ქრისტეს გზით გატარებდათ და საკმაოდ რთული ცხოვრებისთვის გამზადებდათ.

გადმოცემით ვიცით, რომ კომუნისტების პერიოდში, როცა ეკლესიაში ხალხი თითქმის არ დადიოდა, თქვენ მაშინ ერისკაცმა მოიარეთ საქართველოს ეკლესიები, რომლებშიც ლოცულობდით სამშობლოსთვის. სასულიერო მოღვაწეობას კი საკმაოდ მომზადებული შეუდექით. თავიდანვე შეურიგებელი იყავით მათ მიმართ, ვინც არღვევდა ეკლესიურ კანონებს, ამხელდით მათ, ვინც ერთმანეთს განადიდებდნენ, სამღვდელო მსახურებას კი არას დაგიდევდნენ.

სწორედ იმიტომ განუდექით უღირს სამღვდელოებას, რომ მათგან მხოლოდ ლამაზი სიტყვები გვესმის, საქმით კი ვერაფერს ვხედავთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ აღსრულებულს. მტკივნეულად განიცდით ყოველ ქმედებას, რომელიც ერის ტრადიციებსა და სარწმუნოებას ვნებს. სულით ხორცამდე შეგძრათ იმ ფაქტმა, როდესაც საპატრიარქოს კედლებში, სინოდის კრებაზეკუდის უფროს სოსო თოფურიძის მოთხოვნით, სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს და ყველა სექტის უფლებები მართლმადიდებლობას გაუტოლეს. განიცდით სხვა უამრავ ანტიმართლმადიდებლურ ქმედებას, რომელთაც აღასრულებდნენ ქართველი ტრადიციების, გენის, სარწმუნოების მოღალატენი ვაიქართველთა მეშვეობით. თქვენ ყოველთვის შეუპოვრად ებრძოდით საქართველოს მოღალატეებს და მათ დღესაც მკაცრად ამხელთ.

მამაო ბასილ, თქვენი სიტყვები, ქადაგებები უტყუარ მასალად დარჩება ქართული ეკლესიის ისტორიაში. თქვენი ხელით ნაშენი ტაძრები საამაყოდ დარჩება ახალგაზრდობას, ხოლო თქვენი სახელი ოქროს ასოებით ამოიტვიფრება იმ წმიდა მამათა გვერდით, რომლებიც სიმართლისთვის იდევნებოდნენ, არ უფრთხოდნენ ერისა და სარწმუნოების მტრებს.

 გვინდა, ვამცნოთ სრულიად საქართველოს, რომ, რასაც დღეს ერისა და სარწმუნოების გულშემატკივრები აცხადებენ, თქვენ მას ათეული წლის წინ ქადაგებდით _ ევედრებოდით ერს, საპატრიარქოს, ვიდრე გვიანი არ იყო, მიგვეხედა ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ მსოფლიოს მასონური ორგანიზაციების მიერ შემოგზავნილი იეღოველთა სექტა აგენტურულ საქმიანობას ეწეოდა ქართული გენის, მართლმადიდებლობის ამოსაძირკვად, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენი შეგონება რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. იმჟამინდელი დუმილის ნაყოფი დღეს ვიწვნიეთ: გაყიდული, დანაწევრებულგასხვისებული მიწაწყალი; ზნეობადაცემული ქართველები; მშობლიურ მიწაწყალზე ლტოლვილებად ქცეული ადამიანები; მართლმადიდებლობა _ ბოლო ბასტიონი, რომელსაც საუკუნების განმავლობაში ვერ ერეოდნენ, _ ყოფნაარყოფნის ზღვარზე

ახლა ხშირად გვესმის, _ მამა ბასილისთვის რომ მოგვესმინა, ამ ყოფაში არ აღმოვჩნდებოდითო.

თქვენ ასწავლით სულიერ შვილებს შრომის ხიბლს და მადლის მოხვეჭას, ხშირად შეახსენებთ წმიდა მამათა გამონათქვამებს: «ხორციელი განსვენება ადამიანისგან განაგდებს ღმრთის შიშს და წარუწყმედს მას ყველა კეთილ საქმეს» (წმიდა პიმენ დიდი).

თითქმის საჩვენებელ მუზეუმად აქციეთ ეკლესიის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. თითქმის დაუჯერებელია, რომ ყოველივე ეს მრევლის უანგაროდ შემოწირული თანხით კეთდება.

მამაო ბასილ! ჭეშმარიტად აურაცხელ არს ღვაწლი თქვენი ერისა და ბერის წინაშე. თქვენ ყოველთვის ჰბაძავდით წმიდა მამათა ცხოვრებას და მაგალითს იღებდით მათგან. მათი იდეებით სულდგმულობდით, სულიერ შვილებსაც ამ მრწამსით გვავსებდით. ახლაც გვინერგავთ სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას, მართლმადიდებლობისა და უფლის კანონების მკაცრ დაცვას, თავგანწირვასაც კი. თქვენი ხუთწლიანი პატიმრობით მოგვეცით ჩინებული მაგალითი _ საკუთარი სიცოცხლე მიიტანეთ უფლის სამსხვერპლოზე.

«და ეს ღვთისაგან არის, რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც მისთვის, იმავე ღვაწლით, რა ღვაწლითაც ჩემში გიხილავთ» (ეფესელთა 2,8,9).

იქნებ მავანმა თქვას: ზედმეტად ხომ არ აქებსო? ქება რა საკადრისია, ეს ღმრთისთვის მიუღებელია, თვით თქვენთვისაც, რადგან ყოველგვარ განდიდებას ერიდებით. თქვენი სიტყვა და საქმე განუშორებელ არს. თითოეულ ჩვენგანს, სრულიად საქართველოს თვალწინ გვაქვს თქვენი ნამოღვაწარი. ვამაყობთ თქვენით და გვიხარია, როცა ვამბობთ: «მე მამა ბასილის სულიერი შვილი ვარ». ეს სიტყვები ბევრს მიგვანიშნებს, დრო და ჟამი ყოველივეს წარმოაჩენს, დიდება უფალს!

არც წინაპართა ფუძეს, მშობლიურ ნახშირძირას ტოვებთ უყურადღებოდ. თქვენ მიერ აღდგენილ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარსა და წვერის წმიდა გიორგის ახლადაგებულ სალოცავში რეგულარულად ადიხართ და აღავლენთ სადიდებელ და სავედრებელ ლოცვებს.

მამაო ბასილ, უფალი ზეციდან აკურთხებს, ყოვლადწმიდა დედა კი ლოცავს და ხარობს მისი რჩეული შვილის გულმოდგინებით; რომ არა ღმრთის მადლი, ღმრთისმშობლის შემწეობა, ყოვლად შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა ამდენი ტანჯვა, გვემა, პატიმრობა, გატაცება აიტანოს და ისევ მუხლჩაუხრელად იშრომოს.

სრულიად საქართველო უნდა ამაყობდეს და აფასებდეს თქვენს ნამოღვაწარს _ ხუთი ეკლესიის აგებას. გლდანის რაიონში აგებული უნიკალური ტაძარი კი ყველამ უნდა იხილოს; აიღოს მაგალითი, როგორ უნდა ცხოვრობდეს ღვთის ჭეშმარიტი მსახური.

მართალო, უანგარო, სუფთა წარსულის მქონე, აწმყოში ფუტკარივით მოფუსფუსე, ერის ტრადიციების, მართლმადიდებლობის უზადო დამცველო, პატიოსანო, მწყემსო კეთილო, სულის მკურნალო, გულისხმიერო, გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის მოძღვარი მამა ვახტანგი (მარგიანი) მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე გილოცავთ თქვენი დაბადებიდან 68- წლისთავს! დიდხანს იცოცხლეთ, იხარეთ და იყავით ჯანმრთელად! თქვენთან ერთად ვისურვებდით დავითისეულ, თამარისეულ, ვახტანგისეულ საქართველოს დაბადებას!

დედა ღმრთისმშობლის შემწეობა არ მოჰკლებოდეს თქვენს ქრისტიანულ  ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს, ერთგულ მეუღლეს, ყველა ახლობელს.

ვისარგებლებთ შემთხვევით და ამჯერად გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვრის _ მამა ბასილის (მკალავიშვილი) სახელით, მამა ვახტანგთან და მრევლთან ერთად, გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» მთავარ რედაქტორს, ბატონ ირაკლი თოდუას, ვულოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

თქვენ, ბატონო ირაკლი, ქრისტეს ეკლიანი ბილიკით მიემართებით, რადგან სიმართლეს აწვდით საზოგადოებას და მომავლის იმედს უსახავთ. უფლის მადლი და ძალა არ მოგკლებოდეთ. გფარავდეთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მადლიანი კალთა, ყველა წმიდა სალოცავი! გისურვებთ წარმატებებს პირად და  საზოგადოებრივ მოღვაწეობაში!

ღმერთმა დაგლოცოთ!

ქრისტესმიერი სიყვარულით,

გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის

ეკლესიის მოძღვარი

მამა ვახტანგი (მარგიანი)

მრავალრიცხოვანი მრევლით

 

1 COMMENT

  1. ეფალმა დაგლოცოთ მამაო ბასილ.გილოცავთ დაბადების დღეს. აბსოლიტურად ვიზიარებ ამ წერილის პათოსს და ყოველთვის დიდ პატივს გცემდით.როცა გურამ შარაზე და ტქვენ იბრძოდით ,მაშინ სხვები ხმას არ იღებდნენ.მეც მიმაჩნია,რაც დრო გავა ,მით მეტ პატივს მოგაგებთ თქვენი სათაყვანო ქართველი ერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here