Home რუბრიკები საზოგადოება მარგველაშვილის სიძე საავადმყოფოში კოკაინის ჭარბი დოზით მიღების გამო მოხვდა

მარგველაშვილის სიძე საავადმყოფოში კოკაინის ჭარბი დოზით მიღების გამო მოხვდა

1217

14 იანვარს, გამთენიისას, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს პრეზიდენტის _ გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალის _ მაკა ჩაჩუას სიძე (ქალიშვილის ქმარი) _ მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი თორნიკე კაჭარავა უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. ექიმებმა ორივე მათგანს ნარკოტიკული ნივთიერების გადაჭარბებული დოზით მიღება დაუდგინეს.

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, მედიასაშუალებებს განუცხადა: «მინდია გოგოჭური მეგობართან ერთად, რომლის გვარიც კაჭარავაა, დილის საათებში შემოიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორივე მათგანი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. გოგოჭურს პულსიც კი არ ესინჯებოდა, ისეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა, მოგვიანებით კი ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მათი ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საავადმყოფოში გიორგი მარგველაშვილის დაცვის წევრი და მაკა ჩიჩუა მოცვივდნენ. გოგოჭურსა და კაჭარავას გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდათ, დიაგნოზიც დასმულია _ კოკაინის გადაჭარბებული დოზით მიღება». ეს ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნატალია ხურციძესთან გადავამოწმეთ:

_ ქალბატონო ნატალია, არიან თუ არა თქვენს საავადმყოფოში პაციენტები გოგოჭური და კაჭარავა?

_ თუ დამელოდებით, გადავამოწმებ. თუ მართლაც მკურნალობენ ეს ადამიანები ჩვენს კლინიკაში, მაშინ წერილობით უნდა მიმართოთ მათ, არიან თუ არა თანახმა  მათი მკურნალობის მიზეზების გასაჯაროებისა.

რამდენიმე წუთში ნატალია ხურციძე ასეთი პასუხით დაბრუნდა:

_ თქვენ უნდა მოიძიოთ პაციენტის ახლობელი, მისგან აიღოთ ოფიციალური ნებართვა და, თუ ამას მოიპოვებთ, ჩვენი საავადმყოფო ამ პაციენტების საავადმყოფოში ყოფნას თუ არყოფნას გაასაჯაროებს. სხვანაირად არ გვაქვს უფლება, ინფორმაცია დავადასტუროთ ან უარვყოთ, რადგან ჩვენ პაციენტის უფლებებსაც ვიცავთ.

ნატალია ხურციძესთან დამშვიდობების შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე ექიმს გამოველაპარაკეთ. ერთერთმა მათგანმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, გვითხრა, რომ მინდია გოგოჭური კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ვინ არის მინდია გოგოჭური?

ეს პიროვნება გახლავთ საქართველოს პრეზდენტის _ გიორგი მარგველაშვილის ახლობელი ქალის _ მაკა ჩაჩუას შვილის _ მაშო ჩიჩუას მეუღლე. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 17 ოქტომბერს, დღის სამ საათზე, რუსთაველის გამზირზე, უამრავი მოწმის თვალწინ მოკლული 23 წლის ზურაბ ტარყაშვილის საქმეში მინდია გოგოჭურის სახელიც ფიგურირებდა. აი, რას ყვება მოკლულის დედა, ქალბატონი თამილა კოჭლამაზაშვილი:

_ ჩემი ზუკა დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა, დავით ჯოხაძემ (რომლის ბიძაშვილი, ცნობილი კრიმინალი სოსო ჯოხაძე იუსტიციის მინისტრის _ თეა წულუკიანის მეგობარია; ეს გავრცელებული ფოტოებითაც დადასტურდა) და გიორგი მარგველაშვილის სიძემ _ მინდია გოგოჭურმა მოკლეს. მინდია გოგოჭური არის მარგველაშვილის მეგობარი ქალბატონის _ მაკა ჩიჩუას შვილის _ მაშო ჩიჩუას ქმარი. მაშო ჩიჩუას მარგველაშვილი შვილობილად მოიხსენიებს ერთ-ერთ ინტერვიუში.

 ის, რომ გოგოჭური ჩემი შვილის მკვლელია, იცის როგორც პოლიციამ, ისე პროკურატურამ. ეს ვიდეომტკიცებულებებითაც დასტურდება. გამომძიებლები და პოლიციელები გვეთანხმებიან, რომ ზუკა მოკლა გოგოჭურმა _ მარგველაშვილის შვილობილის ქმარმა, მაგრამ პირად საუბარში გვეუბნებიან, რომ გოგოჭურს მკვლელობის ბრალდებას ვერ წაუყენებენ. რაც შეეხება დავით ჯოხაძეს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი მფარველობს, მას ჩემი შვილის მკვლელობის გამო კი არა, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ეძებენ.

ზუკას მკვლელობისთვის დღეს მხოლოდ სამი პირია გასამართლებული _ დავით რუსიშვილი (რუსიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს და მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს _ მიესაჯა 21 წელი), ივერი გოგბერაშვილი (მას 24 წელი მიუსაჯეს) და ძებნილ ირაკლი აგლაძე (მას 31 წელი მიუსაჯეს). ჩემი შვილი ზუკა მისი მკვლელობის დღეს ლაღიძის ქუჩაზე, სახლთან იდგა. მას კონსერვატორიის მხრიდან სამი შეიარაღებული პირი _ ივერი გოგბერაშვილი, ირაკლი აგლაძე და დავით რუსიშვილი _ დაესხა თავს. ზუკა რუსთაველის მიმართულებით გაიქცა. სამივე  სროლით მისდევდა. რუსთაველზე, «ლუტეციასთან», პოლიციელმა ბარათელმა ზუკა დაიჭირა (მან მოგვიანებით განაცხადა, რომ ეგონა, ზუკას პოლიციელები მისდევდნენ). ბარათელის მიერ დაჭერილ ზუკას  დავით ჯოხაძემ ზურგში ესროლა, რომელიც ჩემ შვილს რუსთაველზე გოგოჭურთან და ნიკა ასლანიშვილთან ერთად ელოდებოდა.

დაჭრილი ზუკა გაექცა ბარათელს, მაგრამ მას წინ მკვლელების მეგობარი ნიკა ასლანიშვილი დახვდა და გააკავა. ამ დროს ზუკას მინდია გოგოჭურმა ესროლა, იარაღი რუსთაველზე დააგდო და გზა გადაკვეთა – «თბილისი მარიოტის» მხარეს გაიქცა. შემდეგ წაქცეულ და დაჭრილ ზუკას აგლაძემ, გოგბერაშვილმა და რუსიშვილმა ტყვიები დაახალეს.

მეტიც, 2013 წლის ზაფხულში გერგეთის ქუჩაზე ესროლეს ვინმე ბაჩო სირაძეს, ამ დანაშაულის ჩადენისას გოგოჭურს ახლდნენ კაჭარავა და შამათავა. დამნაშავე მარგველაშვილის სიძეა, ამიტომ არავინ დაუკავებიათ.

ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ შსსსა  და პრეზიდენტის პრესსამსახურების უფროსებს _ ნინო გიორგობიანსა და შალვა რამიშვილს.

_ ქალბატონო ნინო, შს სამინისტრო თუ ფლობს ინფორმაციას გიორგი გოგოჭურის შესახებ, რომელზეც ამბობენ, რომ ნარკოტიკების გადამეტებული დოზით მიღების გამო საავადმყოფოში მოხვდა?

_ ამის თაობაზე ინფორმირებული არ ვარ, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

_ ნარკოტიკების მოხმარება დღეს როგორ ისჯება კანონით?

_ პირის მიერ ნარკოტიკების პირველ ჯერზე მოხმარებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან პატიმრობა 30 დღით. თუ რომელი შეუფარდოს, ამაზე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. მეორედ მოხმარების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლით ნარკოტიკების მომხმარებელი ისჯება სამუშაო დღეებში საზოგადოების სასარგებლოდ 120-დან 180 დღემდე მუშაობით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ან 1000-ლარიანი ჯარიმით. ამასაც სასამრთლო გადაწყვეტს.

_ ზურაბ ტარყაშვილის დედა თამილა კოჭლამაზაშვილი მისი შვილის მკვლელობაში მინდია გოგოჭურს ადანაშაულებს. საუბარია გოგოჭურის მიერ  ბაჩო სირაძის დაჭრაზეც

_ ტარყაშვილის საქმეზე სამი ადამიანია გასამართლებული. მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს პროკურატურის პრეროგატივაა.

შალვა რამიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი:

_ ჩვენ თანავუგრძნობთ ყველა შვილმკვდარ დედას, თუმცა რა განმარტება უნდა გავაკეთოთ ამ საკითხზე? ყველაფერი გამოძიებული და დადგენილია.

_ რაც შეეხება მინდია გოგოჭურის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვედრას

_ ამ საკითხზე კომეტარს არ გავაკეთებ!

ესაუბრა ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. რა პროვოკაციებს ავრცელებთ,მარგველაშვილის მიმართ?თუნდაც ეს ფაქტი სიმართლე იყოს,მაშო ჩიჩუა არარის პრეზიდენტ მარგველაშვილის შვილი და მითუმეტეს ის არ ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი და თუ მაშოს ქმარია კლინიკაში,მას პასუხი მოეთხოვება!p.s.მაკა ჩიჩუა არაა რეგისტრირებული პრეზიდენტთან ქორწინებაში!ვის დაკვეთებს ასრულებთ თქვენ ავტორო???აბა გაუშვით ჩემი კომენტი თუ ობიექტური საიტი ხართ!

  2. კუკური შე სლეო რა შუაშია რეგისტრირებულ ქორწინებაში არ არისო რომ წერ, აბა ვინ არის – პასტაიანკა? აზრზე მოდი რეებს ბოდავ? მარტო ნარკოტიკები წაიკითხე მანდ შე ჯიშმოდღნულო, ვერ ხედავ რო ერთი მკვლელობის და ერთი დაჭრის საქმეში ფიგურირებს ეს ვიღაც გოგოჭუჭური…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here