Home ახალი ამბები მსოფლიო “30-40% _ ეს არის ჩემი შეფასება”: უკრაინელი სამხედროებისთვის გაგზავნილი დახმარების 70%-ზე მეტი...

“30-40% _ ეს არის ჩემი შეფასება”: უკრაინელი სამხედროებისთვის გაგზავნილი დახმარების 70%-ზე მეტი დანიშნულების ადგილამდე არ მიდის

61

ამერიკულმა ტელეარხმა CBSმა ეთერში გაუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ნათქვამია, რომ  დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის 2/3 გაურკვეველი მიმართულებით იკარგება.

ამ იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის დიდი ნაწილი იგზავნება პოლონეთის საზღვართან, საიდანაც აშშ-სა და ნატოს მოკავშირეებს სწრაფად გადააქვთ ის საზღვრის იქით უკრაინელ მაღალჩინოსნებთან. იქ აშშ-ის კონტროლი სრულდება.

ეს საგნები კვეთს საზღვარს, შემდეგ კი რაღაც ხდება, მათი მხოლოდ 30% აღწევს დანიშნულების ადგილს”, _ განაცხადა იონას ომანმა _ ლიტვური ორგანიზაცია Blue-Yellow-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, რომელიც 2014 წელსაც მონაწილეობდა უკრაინის მოწინავე ქვედანაყოფებისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში.

“30-40% _ ეს არის ჩემი შეფასება”, _ განაცხადა მან ამა წლის აპრილში.

მონაცემებით მსოფლიო ეკონომიკის კილის ინსტიტუტისა, რომელიც აკვირდება უკრაინის დახმარების გლობალური ვალდებულებების შესრულებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომის დაწყებიდან, ანუ მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან, დღემდე, უკრაინას 23 მლრდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა, დიდმა ბრიტანეთმა 3,7 მლრდ დოლარი გამოუყო, გერმანიამ _ 1,4 მლრდ, პოლონეთმა _ 1,8 მლრდ და მათ მაგალითს ბევრმა ქვეყანამ მიბაძა.

“არიან, როგორც გავლენიანი ოლიგარქები, ასევე პოლიტიკური მოთამაშეები”, _ თქვა ომანმა კორუფციისა და ბიუროკრატიის აღწერისას, რომლებთანაც მას უწევს ბრძოლა.

ედი მილბერნი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გადამდგარი პოლკოვნიკია, რომელიც მსახურობდა ირანში. მან ცოტა ხნის წინათ დააარსა კომპანია Mozart Group-ი, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნის. ის უკრაინაში ჩავიდა კონფლიქტის დაწყების შემდეგ და შექმნა ბაზა კიევში.

თუ თქვენ უზრუნველყოფთ მიწოდებას ან ლოჯისტიკურ მილსადენს, უნდა იყოს რაღაც ორგანიზაცია, ხომ? ეს საგნები კი არ მიდის იქამდე, სადამდეც უნდა მიდიოდეს”, _ განაცხადა მილბერნმა.

“თუ აშშ-ის პოლიტიკა გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერას თავისი ქვეყნის დაცვაში რუსეთის ფედერაციისგან, არ შეიძლება შუა გზაზე გაჩერდე. არ შეიძლება ხელოვნური ხაზების შექმნა. მესმის, რას ნიშნავს ის, რომ აშშ-ის ჯარი არ იბრძვის რუსების წინააღმდეგ. მესმის, რომ ამერიკის ჯარები საზღვარს არ კვეთენ, მაგრამ რატომ არ შეიძლება ადამიანების გაგზავნა იქ საზედამხედველოდ? ისინი შეიძლება იყვნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც თვალს მიადევნებენ იმას, რომ იქ ყველაფერი სწორად ხდებოდეს”, _ თქვა მილბერნმა. CBS-მა დააზუსტა, რომ უკრაინამ შექმნა დროებითი სპეციალური კომისია ქვეყნის შიგნით იარაღის გადატანის გასაკონტროლებლად.

იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი მასობრივად ქრება, შემდეგ კი ევროკავშირსა და ახლო აღმოსავლეთის შავ ბაზრებზე ჩნდება, მედიაში არაერთხელ დაწერილა და ეს სიახლე არავისთვის არ არის. ამის შესახებ აშშ-ის სენატშიც კი იყო საუბარი, მაგრამ ახლა უკრაინაში სამხედრო დახმარების დატაცების ისტორია წამყვანი ამერიკული ტელეარხების ეთერში გადაიცა, ექსპერტები კი ამბობენ, რომ მსგავსი ვითარება იყო ერაყსა და ავღანეთშიც.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here