NASA მარსზე აპარატს InSight გაგზავნის, რომელიც პლანეტის შიდა ფილების მოძრაობას და მეტეოროლოგიურ ზემოქმედებას შეისწავლის. ხომალდი პლანეტაზე 2700 ქართველის მონაცემსაც წაიღებს.
ბორტზე გაიგზავნება სპეციალური მიკროჩიპი, რომელზეც ატვირთული იქნება ყველა იმ ადამიანის მონაცემი, ვინც Nasa-ს სპეციალური მოთხოვნა გაუგზავნა. განაცხადებები მიიღებოდა 2015 წლის აგვისტო-სექტემბერსა და 2017 წლის ოქტომბრ-ნოემბერში.
საერთო ჯამში, მიკროჩიპი შეიცავს 2,229,807 ადამიანის ინფორმაციას, რომელთაგან 2700 ქართველია. მიკროჩიპი მარსზე სამუდამოდ დარჩება.







