Home ახალი ამბები საქართველო 2022 წლის იანვრიდან პენსია 20-25 ლარით გაიზრდება

2022 წლის იანვრიდან პენსია 20-25 ლარით გაიზრდება

169

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის _ 25 ლარით.

“სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია 6,4%-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაჩვენებლით პენსიის ზრდა ნაკლებია კანონით განსაზღვრულ მინიმალურ 20 ლარზე, კანონის შესაბამისად, იანვრიდან პენსია 20 ლარით, ანუ 260 ლარამდე გაიზრდება. ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციისა და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით. იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ფორმულით პენსიის ზრდა ნაკლებია კანონით განსაზღვრულ მინიმალურ 25 ლარზე, ამ შემთხვევაშიც კანონის შესაბამისად პენსია 25 ლარით, ანუ 300 ლარამდე გაიზრდება. მთლიანობაში, ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის საპენსიო უზრუნველყოფა _ 2, 885 მილიარდი ლარი გაიწერა.

1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here