Home ახალი ამბები საქართველო 2021 წელს ექსპორტმა 26,9%-ით, ხოლო იმპორტმა 25,1%-ით მოიმატა

2021 წელს ექსპორტმა 26,9%-ით, ხოლო იმპორტმა 25,1%-ით მოიმატა

51

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14,319 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25,6%-ით მეტია. ექსპორტი 4,242 მლრდ დოლარი იყო (26,9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი _ 10,077 მლრდ აშშ დოლარი (25,1 პროცენტით მეტი).

ამასთანავე, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს 5,834 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,7 პროცენტი შეადგინა.

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here