Home ახალი ამბები საქართველო 1,7 მლრდ დოლარი 9 თვეში _ ფულადი გზავნილები რეკორდულ მაჩვენებლებზეა

1,7 მლრდ დოლარი 9 თვეში _ ფულადი გზავნილები რეკორდულ მაჩვენებლებზეა

ყველაზე მეტი კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა

129

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ კვლავ მოიმატა. 2021 წლის სექტემბერში უცხოეთიდან ქვეყანაში 209,7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 8,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან, სექტემბერში, საქართველოში 192,7 მლნ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის იანვარსექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობამ 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს თითქმის 28%-ით მეტია გასული წლის 9 თვესთან შედარებით, 2020 წლის იანვარსექტემბერში ქვეყანაში 1.334 მლრდ დოლარი გადმოირიცხა.

2021 წლის სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან გადმოირიცხა 209,7 მლნ დოლარი, ყველაზე მეტი ისევ რუსეთიდან _ 38,570 მლნ დოლარი.

10 ქვეყანა, რომლებიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა:

რუსეთის ფედერაცია _ 38,570 მლნ დოლარი

იტალია _ 34,070 მლნ დოლარი

აშშ _ 24,514 მლნ დოლარი

საბერძნეთი _ 19,994 მლნ დოლარი

ისრაელი _ 15,428 მლნ დოლარი

გერმანია _10,864 მლნ დოლარი

თურქეთი _ 9,913 მლნ დოლარი

უკრაინა _ 7,962 მლნ დოლარი

აზერბაიჯანი _ 7,814 მლნ დოლარი

ყაზახეთი _ 5,879 მლნ დოლარი

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, 2021 წლის სექტემბერში ფულადმა გზავნილებმა 29,211 მლნ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 25,054 მლნ დოლარი იყო.

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here