Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: 15 ნოემბერს რუსეთის არმიას კიევისთვის არც ერთი დარტყმა არ...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: 15 ნოემბერს რუსეთის არმიას კიევისთვის არც ერთი დარტყმა არ მიუყენებია

77
იგორ კონაშენკოვი

15 ნოემბერს კიევზე განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთის არმიას არც ერთი სარაკეტო დარტყმა არ მიუყენებია. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებაში.

„15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, მაღალი სიზუსტის იარაღით მასიური თავდასხმის დროს, არც ერთი სარაკეტო დარტყმა არ განხორციელებულა ქალაქ კიევის ობიექტებზე“, – განაცხადა კონაშენკოვმა.

მისი თქმით, საცხოვრებელ კვარტლებში ყველა განადგურება, რაც მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლებამ აჩვენა, მოხდა ქალაქში განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან გაშვებული უკრაინული საზენიტო რაკეტების ჩამოვარდნისა და თვითგანადგურების გამო.

მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 ნოემბერს, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 30-ზე მეტი ობიექტი დაზარალდა. ხოლო უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის გალუშჩენკოს თქმით, ეს დარტყმა იყო “ყველაზე მასიური თებერვლის შემდეგ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here