Home რუბრიკები პოლიტიკა Le Temps: მარინ ლე პენი ტრამპსა და პუტინს უწვდის ხელს

Le Temps: მარინ ლე პენი ტრამპსა და პუტინს უწვდის ხელს

2889

გასული კვირის ხუთშაბათსეროვნული ფრონტისლიდერმა საზოგადოებრიობას თავდაცვისა და დიპლომატიის საკითხებზე თავისი წინადადებები წარუდგინა. მისი გამოსვლის ჩაშლას შეეცადა მოძრაობაფემენისნახევრადშიშველი აქტივისტი ქალი, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატი ამ გამოხდომას არ დაუბრკოლებია: იგი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ბოლოს მოუღებდა ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკას”, _ წერს შვეიცარიული გაზეთ Le Tempsის ჟურნალისტი რიშარდ ვერლი.

“იმ საღამოს მარინ ლე პენი კიდევ უფრო დაუახლოვდა ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს. “ეროვნული ფრონტის” ლიდერმა ის-ის იყო დაიწყო ლაპარაკი დიპლომატიისა და თავდაცვის საქმეში თავის წინადადებებზე, რომ დარბაზში შეიჭრა მოძრაობა “ფემინის” აქტივისტი ქალი, რომელსაც შიშველ მკერდზე ბეჭდური შრიფტით ეწერა ლოზუნგი: “მარინ ფიქტიური ფემინისტია”, _ წერია სტატიაში.

“ფემინის” აქტივისტი ქალები, რომლებმაც სახელი გაითქვეს პუტინის წინააღმდეგ მოწყობილი აქციებითა და ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგებზე ხულიგნური შეჭრით, დღეს “ეროვნული ფრონტის” ლიდერის წინააღმდეგ არიან დარაზმულები. სცენამ, რომელიც გადაიღეს უცხოურმა ტელეარხებმა, ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა ლე პენის გამოსვლაზე. იგი სრულად მიეძღვნა ფრანგული ეროვნული მიზნების სამომავლოდ განხორციელებას. “ფრონტის” ლიდერი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ბოლოს მოუღებს “ადამიანის უფლებების სისტემატური დაცვის” პოლიტიკას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ სწორედ ასეთმა პოზიციამ ორი თვის შემდეგ უნდა უზრუნველყოს მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

“მარინ ლე პენი თუ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდება, ყველაფერი ეროვნული ინტერესების დამოუკიდებლობისა და გაწონასწორებულობის გარშემო იტრიალებს _ ეროვნება, როგორც მიზანი, რომელიც მოწოდებულია, შეცვალოსეს კარიკატურული ევროკავშირი”.

პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ “გადახედავს” ამ საერთაშორისო წარმონაქმნს _ ევროკავშირს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს რეალური მსოფლიოს მიღმა. ამას იგი განახორციელებს მას შემდეგ, რაც გაიმარჯვებს გერმანიასთან პირისპირ ბრძოლაში: “გერმანია ან დაგვთანხმდება აწარმოოს მოლაპარაკება, ან საფრანგეთი სხვა გზას მოძებნის”, _ გააფრთხილა მან აუდიტორიის პირველი რიგები, სადაც თვალში საცემი იყო 28 ქვეყნის დიპლომატების საკმაოდ შეთხელებული რაოდენობა.

გასული კვირის დასაწყისში “ეროვნული ფრონტის ლიდერის” მიერ პირველად გაჟღერებული არგუმენტი იყო ის, რომ მსოფლიო დიპლომატიის საფუძველი უნდა გახდეს ცალკეული სახელმწიფოები. ამის მომაბეზრებელი გამეორება, _ ნათქვამია სტატიაში, _ ეწინააღმდეგება ადრე აფიშირებულ ნებასმულტიპოლარული მსოფლიოსკენმისწრაფების შესახებ. “მარინ ლე პენი მიილტვის დაუნდობელი მსოფლიოსკენ, რომელსაც არ შეზღუდავს დაბრკოლებები და საპირწონეები”, _ დარწმუნებით აცხადებს პუბლიკაციის ავტორი.

“არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებების მხილება, რომლებიც ეფუძნებიან სახელმწიფოს მხარდაჭერის არქონას; დაპირება “ორმაგ სტანდარტებზე” უარის თქმის შესახებ, რომლებითაც, მისი (ლე პენის) აზრით, ძალიან ხშირად აპელირებს დასავლეთი; ვალდებულება, რომ ადამიანის უფლებებს შეცვლის “ხალხთა უფლებებით” _ ეს ყველაფერი უნდა მოემსახუროს პარიზის, ვაშინგტონისა და მოსკოვის ალიანსის პროექტს. “ჩვენ ვაცხადებთ თავდაცვით ინიციატივას აშშ-თან და რუსეთთან ერთად. არაფერია ხელშეუხები და ურყევი”, _ განაცხადა მარინ ლე პენმა, როცა გაილაშქრა ამერიკელების მიერ თავიანთი ძლიერების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, და დააზუსტა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში “ვერავითარი ალიანსი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საფრანგეთის ნაცვლად”.

“მიმართვა, რომელიც სტრიქონებს შორის იკითხება, გამჭვირვალეა: მარინ ლე პენის პრეზიდენტობისას საფრანგეთი, თავის მხრივ, ძალთა თანაფარდობას დაეყრდნობა. უწინარეს ყოვლისა, სწრაფად აღადგენს ურთიერთობას სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმთან.ჩაურევლობისპრინციპს, რომელსაც ოფიციალურად აფრიალებს საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, იგივე კონტურები აქვს, როგორიც ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ბრძოლის პრინციპებს”, _ ასკვნის ვერლი.

1 COMMENT

  1. ლე პენი მაგარია, მართლა უყვარს საფრანგეთი და ფრანგი ხალხი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here