Home რუბრიკები საზოგადოება პატრიოტიზმი ქართული სიტყვაა და მხოლოდ რუსეთის ლანძღვას ნიშნავს…

პატრიოტიზმი ქართული სიტყვაა და მხოლოდ რუსეთის ლანძღვას ნიშნავს…

ამ დასკვნის გაკეთება არც ერთ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს არ გაუჭირდება, თუ ორიოდე დღით მიადევნებს თვალს ქართულ ტელევიზიებს; განსაკუთრებით თებერვლის ბოლო დღეებში, როდესაც ჯერ საბჭოთა არმიის დღე _ 23 თებერვალი დგება ხოლმე, შემდეგ კი _ საქართველოს გასაბჭოების დღე _ 25 თებერვალი.

ეს თარიღები, უკვე ყოველწლიურად, ტრადიციასავით იქცა “პატრიოტიზმით” მოკეკლუცე იმ პერსონებისთვის, რომლებსაც ქართველი საზოგადოების თვალში “ოკუპანტთან დიად მებრძოლებად” სურთ თავის წარმოჩენა და, ღმერთმა უწყის, ამ როლში შესულები რას აღარ მიედ-მოედებიან ხოლმე.

ერთი რამ უშლით მხოლოდ ხელს ასეთ “დიად პატრიოტებს”. ეს არის ჩვენი სამხრეთელი მეზობელი, ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე თანამედროვე თურქეთი. საკმარისია, ასეთ ადამიანებს ვინმემ თურქეთი უხსენოს, რომ მათიმოგუგუნე პატრიოტიზმისადღაც ქრება და უმალ ამჟღავნებენ, რომ, სამშობლო და დაკარგული ტერიოტორიები კი არა, საკუთარი ჯიბე და ამ ჯიბეშიძია სემისმიერ ჩაკუჭული დოლარები ადარდებთ.

წამსვე ირკვევა ასეთი “ჭეშმარიტება” _ თურმე ოკუპაცია და ანექსია მხოლოდ ის არის, როდესაც ტერიტორიებს ჩრდილოეთის მხრიდან გართმევენ, ხოლო სამხრეთიდან, უფრო დიდი ტერიტორიებიც რომ წაგართვან, სულაც არ ყოფილა ოკუპაცია.

მოკლედ _ “ოკუპაცია” ქართული სიტყვაა და მხოლოდ რუსეთის ლანძღვას ნიშნავს! ისიც მხოლოდ ლანძღვას, თორემ რაიმე კონკრეტული ქმედების შემოთავაზებაც კი არ შეუძლიათ ამ “ძალიანპატრიოტებს” ოკუპანტის წინააღმდეგ. თურმე, ჩვენ ყველა უნდა დავსხდეთ და ვლანძღოთ და ვთათხოთ ოკუპანტი რუსეთი _ აი ეს არის ჩვენი “პატრიოტული” ვალი სამშობლოს წინაშე.

არც უნდა დაველაპარაკოთ ოკუპანტს, არც მისი რაიმე სტრატეგიული ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, რათა გარკვეული დათმობის ფასად, იქნებ როგორმე ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ, არა! _ ეს ლაჩრობა, სიმხდალე და კოლაბორაციონიზმია!

გამოდის, გიორგი ბრწყინვალე და სხვა ქართველი მეფეებიც ლაჩრები და კოლაბორაციონისტები ყოფილან, მონღოლებსა თუ სხვა ჯურის მტერს, ვითარების მომწიფებამდე რომ “ემეგობრებოდნენ”, ხარკს უხდიდნენ, მათ სამხედრო სტრატეგიულ ინტერესებს ითვალისწინებდნენ, რათა ხალხი და ერი ფიზიკურად გადაერჩინათ?

რაც მთავარია, თურმე ასეთი მიდგომა _ ლაჩრობა _მხოლოდ რუსეთის მიმართ შეიძლება, თორემ სხვას, ვისაც სურს, დაგვიპყროს, ტერიტორიები წაგვართვას, თავის ჭკუაზე გვატაროს _ რა პრობლემაა?!

ეს ყოველ 25 თებერვალს უკვე ისეთი სიზუსტით მეორდება ქართულ ტელეეკრანებზე, რომ დაწერა აღარც კი მინდოდა, რომ არა განსაკუთრებული შემთხვევა წელს, 25 თებერვალს, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “ცეცხლის ხაზში” გიორგი რუხაძისა და ჯონდი ბაღათურიას დაპირისპირება. რით იყო ეს დაპირისპირება განსაკუთრებული? ჯერ ერთი იმით, რომ ყოფილმა ქდმ-ელმა გიორგი რუხაძემ თავი გამოიშტერა და არაფრით თქვა, რომ 1921 წელს თურქული ჯარების შემოჭრა აჭარის ტერიტორიაზე იყო აშკარა ოკუპაცია; შემდეგ იმით, რომ გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა, (ვფიქრობ, მას არც კი სჭირდება თავის გამოშტერება) ძალიან გულუბრყვილოდ ჰკითხა ჯონდი ბაღათურიას _ თქვენ ამით რისი თქმა გსურთ? ანუ სამცხე ჯავახეთი და ტაოკლარჯეთი საქართველოს ტერიტორიაა?”

კიდევ უარესი _ როდესაც ამ ყოველივეს სოციალურ ქსელში გამოვეხმაურე, იქ რამდენიმე ისეთ კომენტატორს და ოპონენეტს გადავაწყდი, მათზე ორიოდე სიტყვა რომ არ მეთქვა, უბრალოდ, ვერ შევძელი.

მივყვეთ თანმიმდევრობით: პოლიტოლოგად წოდებულ გიორგი რუხაძეს ხსენებული გადაცემის წამყვანი მამაკაცი ეკითხება _ 1921 წელს თურქეთის ქმედებები იყო თუ არა ოკუპაცია? ბატონი “პოლიტოლოგი” უპასუხებს: _ რუსეთის ქმედებები? _ კი იყო ოკუპაცია, აბა, არ იყო?” წამყვანი უმეორებს: _ რუსეთის ხო, მაგრამ თურქეთის არ იყო?” ბატონი “პოლიტოლოგი” თავს იშტერებს: _ ვისი? თურქეთის?” და აქ იმხელა პაუზას აკეთებს, გეგონება, სახელმწიფო თურქეთის არსებობის შესახებ პირველად გაიგო და იხსენებს, სად არის ეს ქვეყანა და აქვს თუ არა მას რაიმე საერთო საქართველოსთან. მერე კი ისევ დაჟინებით ამბობს: _ დიახ, 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია”.

გიორგი რუხაძის მიერ “არაღიარებული” თურქული ოკუპაციის შესახებ “ფეისბუქზე” დავწერე და უამრავმა ადამიანმა გააზიარა. ერთ-ერთ ასეთ “გაზიარებულზე” წავაწყდი ვინმე “ნაციონალისტი” გაიოზ მამალაძის “ბრძნულ” კომენტარს: “1991 წელს მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში წერია, რომ თურქეთი არ არის ოკუპანტი. ოკუპაცია სხვა არის, ანექსია კიდევ სხვა არის და ინკორპორაცია კიდევ სხვა. ეს უნდა იცოდეს ზოგიერთმა. ნომერი პირველი ამოცანაა რუსეთის გაძევება კავკასიიდან”

მიხვდით? თურმე მე _ უცოდინარს, არ მცოდნია, რომ თურქებს ქართული მიწები არა ოკუპირებული, არამედ ინკორპორირებული ჰქონიათ. და ეს იციან გაიოზ მამალაძისნაირმა “ნაციონალისტებმა” და “პატრიოტებმა”!

გაიოზ-ბიძია, რას გეტყვი, იცი? ჯერ ერთი, _ საუბარი იყო იმაზე, კონკრეტულად 1921 წელს თურქული ჯარების შემოჭრა საქართველოს, კერძოდ, აჭარის ტერიტორიაზე იყო თუ არა ოკუპაცია, და არა იმაზე, 1991 წელს ვინ რა სცნო და ვინ სად რა ჩაწერა. ხოლო 1921 წელს თურქი ასკერების აჭარიდან ორი მიმართულებით _ ფოთისა და ოზურგეთისკენ _ გაჭრის მცდელობა ოკუპაცია რომ იყო და სხვა არაფერი, ამის აღიარება ქართველ ადამიანს არ უნდა უჭირდეს!

ახლა მეორე, _ რომელიმე მთავრობის მიერ ამა თუ იმ დეკლარაციაში რაიმეს ჩაწერა ნიშნავს მხოლოდ იურიდიულ არაღიარებას ოკუპაციისა? ფაქტობრივად კი, ქართული მიწები თურქეთს მაინც ოკუპირებული აქვს! შენთვის იყოს ტაოკლარჯეთი თურქეთშიინკორპორირებული”, გაიოზბიძია, და ჩემთვის ეგ მიწები წართმეულია, წართმეული!

მთავარი კი მაინც ის არის, რომ ამბობთ, ნომერი პირველი ამოცანა კავკასიიდან რუსეთის გაძევებააო, იქნებ იქვე “ნომერ მეორე ამოცანაზეც” გვითხრათ რამე? ანუ, დავუშვათ, შეასრულეთ ამოცანა ნომერი ერთი და კავკასიიდან რუსეთი საბოლოოდ გააძევეთ, მერე ვინ შემოგყავთ კავკასიაში, “ჩვენი ისტორიული მეგობარითურქეთი ხომ არა? ანუ, პირდაპირ გვითხარით, ვისთვის არის კავკასიიდან რუსეთის გაძევება “ნომერი პირველი ამოცანა”? ისტორიულად ცნობილია, რომ ეს ფრაზა სწორედ ოსმალეთის სულთნებს ეკუთვნით. სწორედ მათთვის იყო კავკასიიდან და ბალკანეთიდან რუსეთის გაძევება უპირველესი სურვილი და ამოცანა.

ხომ ვერ გვეტყვით, რატომ ემთხვევა ასე ზუსტადთანამედროვე ქართველი პატრიოტებისადა ოსმალთა სურვილები ერთმანეთს? მე გეტყვით _ თქვენი ნომერი პირველი, ნომერი მეორე და, საერთოდ, ყველა რიგის ამოცანა იმ დოლარების ჯიბეში ჩაკუჭვაა, რომლებსაცძია სემიდა თურქული სპეცსამსახურები გიხდიან სამშობლოს გაყიდვაში!

რაც შეეხება იმ ტვინგამორეცხილ ბავშვებს, რომლებიც მოზარდ თაობაში უკვე კატასტროფულად ბევრია, ეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე გაიოზ-ნაციონალისტისნაირი გამყიდველები.

ეს ბავშვები, ყველაფერთან ერთად უტიფრებიც არიან. რომ ჰკითხო, უცხეთში იღებენ მაღალი დონის განათლებას, მაგრამ სინამდვილეში _ აგერ, იმავე “ფეისბუქ-პოსტზე” ისეთი ვინმე “მეპოლემიკა” 1921 წლის 25 თებერვლის თემებზე, ვისაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი გაგონილიც კი არ ჰქონდა. თანაც “მემარიაჟა”, _ შვეიცარიაში ვსწავლობო.

გიორგი მაზნიაშვილი სუსტი წერტილია იმ ადამიანებისთვის, ვინც “პატრიოტიზმით” სპეკულირებს და სურს წარმოაჩინოს, რომ 1921 წელს საბჭოთა არმიის საქართველოში შემოსვლა იყო მხოლოდ საბჭოთა რუსეთის “ახირება”, თორემ საქართველოს სხვა საფრთხე არ ელოდა.

ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, ბოდიში და, გამოშტერებულა, როდესაც “ბოლშევიკების” მხარეს გადავიდა და მათ ბათუმში შემოჭრილი თურქი ასეკერების განდევნაში დაეხმარა.

სინამდვილეში გიორგი მაზნიაშვილმა, საქართველოსმენშევიკხელისუფლათაგან ერთადერთმა შეაფასა სწორად სიტუაცია და გადამწყვეტ მომენტში მაინც მიხვდა, რომ საქართველო ისევ ერეკლე მეფისდროინდელი დილემის წინაშე იყო _ ან ოსმალთა თარეში, ან რუსთა ბატონობა!

და კიდევ ერთხელ _ ჭეშმარიტმა ქართველმა პატრიოტებმა სწორი არჩევანი გააკეთეს, ორ ბოროტებას შორის ნაკლები ბოროტება აირჩიეს.

1921 წლის 25 თებერვალზე ყველა ნიუანსის დაწვრილებით გარჩევას, ერთი საგაზეთო გვერდი კი არა, მთელი გაზეთიც არ ეყოფა, ამიტომ მესმის, რომ დემაგოგთათვის ბევრ სალაპარაკოს ვტოვებ. მაგრამ ფაქტია: კითხვაზე _ “თუკი არავითარი საშიშროება არ გვემუქრებოდა თურქთა მხრიდან, მაშინ რატომ გადავიდა გენერალი მაზნიაშვილი ბოლშევიკების მხარეს ბათუმში?” _ ეს უწიგნური, პროპაგანდას აყოლილი ბავშვები, სხვას რომ ვერაფერს მოიგონებენ, მიპასუხებენ ხოლმე, რომ თურმე გენერალი მაზნიაშვილი ლენინის აგენტი იყო.

აი, ასეთ ადამიანებს აქვთ პრეტენზია, განიხილონ 1921 წლის 25 თებერვლის პერიპეტიები. მათთვის შოკია იმის შეტყობა, რომ თურმე იმ დროს, როდესაც ტაბახმელაკოჯორში ქართველ იუნკერთა სისხლი იღვრებოდა, ოზურგეთისა და ფოთის მიმართულებაზე თურქი ასკერები გვიტევდნენ. ეს მათთვის არავის უთქვამს _ თურქეთი ხომ ჩვენიისტორიული ძმაადა იმიტომ! არც ის უთქვამს არავის, რომ “გმირი” ნოე ჟრდანიას მთავრობა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ხედავდა საქართველოს და მხოლოდ რუსეთში “მენშევიკი” კერენსკის მთავრობის დამარცხებამ დააყენა იგი იძულებით “პატრიოტულ” რელესებზე. არც იმას ეუბნებიან ამ ბავშვებს, რომ “იუნკრების” სამხედრო სასწავლებელი რუსეთის იმპერიის გადმონაშთი იყო და ეს თავად-აზნაურთა შვილების სამხედრო სასწავლებელს ნიშნავდა, წითლებთან ბრძოლაში კი ასჯერ მეტი რუსი იუნკერია დაღუპული, ვიდრე ქართველი.

მაგრამ რა გინდა თქვა, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული ტელევიზიის არანაკლებ პოპულარული თოქშოუს წამყვანი მაგდა ანიკაშვილი ბრალდების ტონით უსვამს კითხვას რესპონდენტს _ მოიცათ, თქვენ ახლა გინდათ თქვათ, რომ ტაოკლარჯეთი და სამცხეჯავახეთი საქართველოს ტერიტორიაა?”

უბედურება კი აქ ის არის, რომ გადაცემაში მიწვეული სტუმარი, რომელიც 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოსვლას სწორი თავლთახედვით უყურებს, სამშობლოს გამყიდველად და კოლაბორაციონისტად წარმოჩნდება, ხოლო ადამიანებს, რომლებიც თურქეთის მიერ წართმეულ ტერიტორიებზე არაფრის დიდებით არ ამბობენ, რომ ის წართმეულია, პატრიოტებად მოაქვთ თავი!

ამიტომ მხოლოდ ამასღა ვიტყვი: ჩემთვის 1921 წლის 25 თებერვალი არის საბჭოთა-რუსი ოკუპანტებისაგან საქართველოს დაპყრობისა და ოსმალო-თურქი ოკუპანტებისაგან გადარჩენის დღე.

ჰოდა, ახლა მაგ თქვენი რეგვენი თავებით, როგორც გსურთ, ისე ამოხსენით ეს “რებუსი”, ბატონო “პატრიოტებო”!

ბაკურ სვანიძე

8 COMMENTS

  1. თქვენ, ბატონო ბაკურ, გაუბედავად ამბობთ: (1921 წელს) „ჭეშმარიტმა ქართველმა პატრიოტებმა სწორი არჩევანი გააკეთეს, ორ ბოროტებას შორის ნაკლები ბოროტება აირჩიეს“. მე გაბედულად ვიტყოდი: ჭეშმარიტმა ქართველმა პატრიოტებმა სწორი არჩევანი გააკეთეს, ბოროტებასა და სიკეთეს შორის სიკეთე აირჩიეს.
    თქვენ ასევე გაუბედავად ამბობთ: „ჩემთვის 1921 წლის 25 თებერვალი არის საბჭოთა-რუსი ოკუპანტებისაგან საქართველოს დაპყრობისა და ოსმალო-თურქი ოკუპანტებისაგან გადარჩენის დღე“. მე ამასაც გაბედულად ვიტყოდი: ჩემთვის 1921 წლის 25 თებერვალი არის ქართველი პატრიოტებისაგან (სტალინისა და თვით ორჯონიკიძისაგან) საქართველოს ანტიილიელი „მთავრობისაგან განთავისუფლებისა და ოსმალო-თურქი ოკუპანტებისაგან გადარჩენის დღე.

  2. ანიკაშვილები და ბიბილაშვილები სამშობლოს ინტერესების ყოველდღიურ გაყიდვაში აღებული ბინძური ფულებით ცხოვრობენ. ამ ეშმაკისათვის სულმიყიდულებს არ ეშინიათ ნაღდი ქართველების რისხვისა (ეს დროც მალე დადგება) და იმისა, რომ ჯოჯოხეთში მოხვდე
    ბიან.

  3. ღმერთს რომ ადამიანის დასჯა უნდა, ჭკუას ართმევს. ასეა, ამერიკული ფულით “ჯიბედატენილი” ნაციონალების საქმე, ჩვენ ზნეობას გვიცვლიან და შეგვიცვალეს კიდეც. ანგარება ზნეობის მაგიერ. მიშა ტერ-
    ტერა სააკიანი რა პატრიოტიც იყო – ვიცით ყველამ. მოკითხვა ბოკერია, გვარამია ნაძირალებს

  4. აღტაცებას ძლივს ვმალავ ბაკურ! დასჭექე ბაკურ, ანიკაშვილ-მანიკაშვილ გოგო ბიჭებს. უვიც ფერუმარილიან ქალებს, ანგარების შვილებს, კვესიტაძის თანამზრახველ უტვინაშვილებს, პოლიტიკა ფულის მშოვნელებს. გფარავდეთ ალასანია გიული! ტერტერა სააკიანის დედამშობელი, თავისი ჭროღა თვალებით.

  5. “ნეჟნა” – ივარჯიშე ქართულ წერა-კითხვაში, ჩემო ანგლოსაქსელო მართმწერ გრამატიკაპოპულო განათლების რისხვავ და მაწაკო. რა მ,ოხდენილად ხმარობ ლათინურ შრიფტს, მერე ნუსხახუცურიც დააყოლე და ეგება შენი ცოდნით ჩიყვიც დაიმსახურო. “ბარმალეი”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here