Home სხვადასხვა დაიჯესტი ჰელსინკის ექო

ჰელსინკის ექო

შეთანხმება, რომელიც მსოფლიოს ცვლის

1577
ტრამპი-პუტინი

როგორც ჩვენი გაზეთის ამა წლის 26- ნომერში ვწერდით (იხ. სტატიასაქართველო მათ არც უხსენებიათ”) ჰელსინკში რუსეთისა და აშშის ლიდერების შეხვედრის შედეგებიდან ჩანს, რომ, სანამ პუტინი და ტრამპი არ გაანადგურებენშავ გლობალისტურ პროექტს”, მანამდე მსოფლიოს ყველა ქვეყნის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება.

გავაანალიზოთ პუნქტების მიხედვით:

პირველი. შემაჯამებელმა პრესკონფერენციამ დაადასტურა, რომ ორი წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტმა ძალიან ბევრ პრობლემაზე იმსჯელა და პოზიტიური დასკვნები გააკეთეს. შეთანხმდნენ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის.

პუტინთან მოლაპარაკებისადმი ასეთი მიდგომა ტრამპს კარდინალურად განასხვავებს “მსოფლიოს შავი პროექტის” ფრონტმენებისგან _ ჰილარი კლინტონისგან, ჯონ მაკკეინისა და სხვებისგან, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ მხოლოდ ე.წ. მორალური უპირატესობის პოზიციიდან _ იმ პოზიციიდან, როცა მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები თავიდანვე არათანაბარნი არიან: ერთმა შეიძლება სილა გააწნას მეორეს “მორალური უპირატესობის გამო”, მეორეს კი ეს არ შეუძლია.

რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების ჰელსინკიში შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებისადმი ასეთი მიდგომა ყველაზე უკეთ გამოხატა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა პოლ რაიანმა: “პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი ჩვენი მოკავშირე არ არის. რუსეთსა და აშშ შორის არ არსებობს მორალური თანასწორობა. აშშ კონცენტრირებული უნდა იყოს იმაზე, რომ რუსეთი აიძულოს, პასუხი აგოს ჩადენილზე და შეაწყვეტინოს შეტევა დემოკრატიაზე”.

თუ არ არის მორალური თანასწორობა, არ იქნება თანასწორუფლებიანი მოლაპარაკება. შესაბამისად, აშშ ყოველთვის მართალია ვითარების განსაზღვრისას, მაგრამ ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, არ დასტურდება ისტორიულად (ფაშიზმის მხარდაჭერა და დაფინანსება გერმანიაში, ატომური ბომბებით იაპონიის ქალაქების განადგურება და სხვ.); და არ დასტურდება დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციით მსოფლიოში. ამიტომ მომავალში რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები გაიმართოს თანასწორთა პოზიტიურ ატმოსფეროში. ტრამპმა ყველას დაანახვა, რომ შეუძლია იყოს პარტნიორი, რომელთანაც ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება.

მეორე. უკრაინა, სირია, ჩრდილოეთი კორეა, ისრაელი, ირანი _ ამ ქვეყნებზე ილაპარაკეს რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა. როგორც შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გამოჩნდა, “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ზეც კი მიიღეს ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც უახლოეს ხანში იქნება ცნობილი. რატომ არის ტრამპი პრობლემების სწრაფი გადაჭრით დაინტერესებული, ისევე, როგორც პუტინი? იმიტომ, რომ ეს პრობლემები ინსპირირებულია აშშისა და რუსეთის საერთო მტრების მიერ და ეს მოხდა არა დღეს, არამედ დაიწყო გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც გაანულეს ბრეჟნევისა და ნიქსონის მცდელობა, განემუხტათ ვითარება. ტრამპი, როგორც ნიქსონის მსოფლმხედველობის მიმდევარი (ამაზე ბევრი ფაქტი მიუთითებს), პასუხს სცემს მათ, ვინც მისი სულიერი მასწავლებელი გაანადგურა, როგორც პოლიტიკოსი.

მესამე. პრესკონფერენციაზე შემაჯამებელი განცხადებები შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ შეხვედრის მოსამზადებელ სტადიაზე. შესაბამისად, ეს საკითხები შეთანხმებული იყო თავიდანვე, რათა მათზე არ დახარჯულიყო ძვირფასი დრო. მაშ რაზე დაიხარჯა დრო პირისპირ შეხვედრისას? ამ კითხვაზე ირიბ პასუხს სცემს პრესკონფერენცია, სახელდობრ, მისი ის ნაწილი, როცა ვლადიმერ პუტინმა ილაპარაკა სპეციალურ პროკურორ მიულერსა და საერთაშორისო თაღლით ბრაუდერზე, რომელმაც მალიარდნახევარზე მეტი მოიპარა რუსეთში და ამ ფულიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისას ჰილარი კლინტონის საარჩევნო ფონდში 400 მლნ დოლარი ჩარიცხა.

მოლაპარაკებებისას პუტინმა და ტრამპმა, სავარაუდოდ, საერთო მტრებზეც ისაუბრეს, სწორედ ამიტომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ამ მტრებმა აშშ-ში მოინდომეს დაეკითხათ დონალდ ტრამპის პირადი მთარგმნელი.

როგორც ხედავთ, ეს მტერი უკან არაფერზე არ იხევს _ მისთვის ადამიანები არ არსებობენ, როგორც ადამიანები.

ექსპერტთა აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები ძალიან წარმატებული იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, “მოლაპარაკებები იყო არა უბრალოდ წარმატებული, არამედ არაჩვეულებრივად მშვენიერი”.

და მეოთხე. ის პრობლემური პუნქტები, რომლებზეც იმსჯელეს აშშისა და რუსეთის ლიდერებმა ჰელსინკიში და ისტერიკა, რომელიც პრესკონფერენციის დასრულებისთანავე დაიწყო დასავლურ მედიაში, მიუთითებს მხოლოდ ერთზე _ პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებების მთავარი პრობლემა არის აშშში და მასსიღრმისეული სახელმწიფოჰქვია. ამ პრობლემის მოუგვარებლად, ამ კაცობრიობის (და არა პუტინისა და ტრამპის ან რუსეთისა და აშშ-ის) მთავარი მტრის დამარცხების გარეშე სხვა პრობლემების მოგვარება არ მოხერხდება.

ამიტომ პუტინისა და ტრამპის ძალისხმევა, ძირითადად, მიმართული იქნება არა უკრაინისკენ, სირიისკენ, ჩრდილოეთ კორეისკენ, ისრაელის ან ირანისკენ, ან თუნდაც “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ისკენ (ამ მხრივ ისედაც ყველაფერი გასაგებია), არამედ “მსოფლიოს შავი პროექტის” ამოსაძირკვად.

პუტინის სიტყვები იმის შესახებ, რომ სურდა, აშშის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს გაემარჯვა, მიუთითებს სიტუაციის სწორედ ასეთ აღქმაზე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან.

ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ ან ჩასვამს ჰილარი კლინტონს გისოსებს მიღმა, ან თვითონ მას ჩასვამენ იქ. მესამე ვარიანტი არ არსებობს _ ტრამპმა სატანისტების სექტას წაართვა ბირთვული ომის გაჩაღების ან შანტაჟითა და მუქარით მსოფლიოზე გაბატონების შესაძლებლობა, ახლა ამ სექტას შურისძიება სწყურია და ყველანაირად შეეცდება ვითარების შემოტრიალებას, ამიტომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პუტინისა და ტრამპის ბრძოლის ველი არის არა სირიაში ან უკრაინაში, არამედ ვაშინგტონსა და მის გარეუბნებში. აი იქ არის საჭირო ბრძოლა.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here