Home ახალი ამბები მსოფლიო “ჯერ არ დაბადებულა ისეთი სალივანი, რომელიც შეძლებს, დაემუქროს ისეთ ორ დიად ქვეყანას,...

“ჯერ არ დაბადებულა ისეთი სალივანი, რომელიც შეძლებს, დაემუქროს ისეთ ორ დიად ქვეყანას, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უსაფრთხოების საკითხებში აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანის სიტყვებს რუსეთთან დადებითი ურთიერთობის გამო ჩინეთისთვის არასახარბიელო “შედეგების” შესახებ თავხედური და აღმაშფოთებელი უწოდა.

“ჯერ არ დაბადებულა ისეთი სალივანი, რომელიც შეძლებს, დაემუქროს ორ ისეთ დიდ ქვეყანას, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. ეს არის ამერიკის ელიტის კლასიკური თავხედობა, რომლის უფლებასაც ისინი ბოლო წლებში აძლევენ საკუთარ თავს.

მენტორული ტონი ახლა, უბრალოდ, მუქარებით შეიცვალა ამერიკის მაღალჩინოსნების მხრიდან. მათ ვერავინ გააკვირვეს, უფრო _ ყველა აღაშფოთეს”, _ განაცხადა მარია ზახაროვამ.

lenta.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here