Home ახალი ამბები მსოფლიო “ხელები შორს ჩვენი ბავშვებისგან!”

“ხელები შორს ჩვენი ბავშვებისგან!”

193

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა 3 აპრილს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირს ბრალი დასდო უნგრელების წინააღმდეგსაკანონმდებლო ჯიჰადისმოწყობაში და განაცხადა, რომ ბუდაპეშტისა და ბრიუსელის ერთი გზით სიარული შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი გაითვალისწინებს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის კულტურის განსხვავებას.

“კანონის უზენაესობა ინსტრუმენტია, რომლის დახმარებაც სურთ, ჩვენ მათ დავემსგავსოთ. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ამ საკითხში უკან არ დავიხევთ. მამა _ ეს მამაკაცია, დედა _ ქალი და ხელები შორს ჩვენი შვილებისგან!” _ აღნიშნა ვიქტორ ორბანმა ევროპაში ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე ორბანმა განაცხადა: “ჩვენ გახსნილი კარტებით ვთამაშობთ და არ ვმალავთ შეფასებებს ბრიუსელის სტრატეგიის მიმართ _ ის ჩაფლავებულია, ხოლო რუსეთისადმი სანქციების დაწესება არის ჩიხი. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ევროპა სუსტი და ანემიური იქნება. ჩვენ ვართ ნატოშიც და ევროკავშირშიც და ჩვენ ავაგეთ დაბალანსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან. უნგრეთის მაგალითი აჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია. ევროკავშირში მოხდა ბუნებრივი აირის ბაზრის ლიბერალიაზაცია, მაგრამ არანაირი კანონი არ მიუღიათ ინფლაციის შესაჩერებლად. მათ ევროპა ფინანსურ სპეკულანტებს ჩაუგდეს ხელში… ეს სერიოზული შეცდომაა იმიტომ, რომ ენერგიაზე ფასები ინფლაციის 50%-ს განაპირობებს”.

დასავლურმა პრესამ ორბანის გამოსვლაში ევროკავშირიდან უნგრეთის გასვლის სერიოზული საფრთხე დაინახა, მაგრამ უნგრეთის პრემიერის პრესსამსახურმა უარყო ეს მოსაზრება. მიუხედავად ამისა, ორბანის გამოსვლიდან აშკარად ჩანს, რომ ბუდაპეშტი პოზიციების დათმობას არ აპირებს არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში და არც ბავშვების აღზრდის სფეროში”.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here