Home რუბრიკები საზოგადოება “ჭკუათმყოფელი ადამიანი იმას იტყოდა, ჩემს ხალხს საქმეს ჩავუწყობ და საზღვარგარეთ გავუშვებ სამუშაოდო?”

“ჭკუათმყოფელი ადამიანი იმას იტყოდა, ჩემს ხალხს საქმეს ჩავუწყობ და საზღვარგარეთ გავუშვებ სამუშაოდო?”

“ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკას _ საქართველო უქართველებოდ”

3056
ბიძინა ივანიშვილი

უკვე რამდენიმე კვირაა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავს .. ოპოზიცია, რომელიც მმართველ გუნდს დანაპირების შეუსრულებლობაში სდებს ბრალსმიუხედავად იმისა, რომ .. ოპოზიციას მხარდამჭერების აშკარა ნაკლებობა აქვს, დაძაბულ ვითარებას მაინც ქმნიან იმ დონეზე, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, შემდეგ პირველი მოქალაქე და აწ უკვე პარტიაქართული ოცნებისთავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც კი შეწუხდა და ტელეკომპანიაიმედსვრცელი ინტერვიუ მისცა. ბიძინა ივანიშვილის ყოველი გამოსვლა რომ ქართველი საზოგადოების გაოგნებას იწვევს, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ამჯერად ყოველგვარ ზღვარს გასცდა მისი, ასე ვთქვათ, აღიარებითი ჩვენება იმაზე, რომ 2012 წელს დაპირებული კეთილდღეობიდან ბევრი ვერაფერი შეასრულა. გაზეთსაქართველო და მსოფლიოსარაერთხელ დაუბეჭდავს 2012 წელს უხვად გაცემული დაპირებების სრული სია, რომლებსაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ მკითხველს:

დაპირება #1: ათიათასობით სამუშაო ადგილი

“ჩვენი გეგმა თავიდანვე ითვალისწინებს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და ის ჩვენს ქვეყანაში ათეულობით ათასი იქნება”.

დაპირება #2: თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარი გამოცდილების ადეკვატურ სამუშაოს

“ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. რეალური პოლიტიკა, რეალური ნაბიჯები, რასაც გპირდებით ჩვენ და აუცილებლად შევძლებთ კიდეც”.

დაპირება #3: გამარჯვებისთანავე ღირსეული დასაქმება ყველას

“ჩვენ ვიცით, რეალურად როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ ვიცით, როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება. ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა _ ხალხი ხელისუფლებას”.

დაპირება #4: დაიწევს ფასი კომუნალურ გადასახადებზე

“გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას. გპირდებით, რომ ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს”.

დაპირება #5: გაზის საფასური შემცირდება 3-ჯერ

“ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს ,,ტრუბა” გადის ჩვენს ტერიტორიაზე. მესამედი გამოვა დღევანდელი გადასახადის გაზის გადასახადი”.

დაპირება #6: ბენზინზე დაიკლებს ფასი

“ნახავთ, როგორ დაიწევს ფასი ძალიან ბევრ პროდუქტზე: პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე, სადაც ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ფასები და ფულს აკეთებენ”.

დაპირება #7: ასობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური. ყოველთვიურად ასობით საწარმო უნდა იხსნებოდეს

დაპირება # 8: წლის ბოლომდე, სულ ცოტა, 60 ქარხანა უნდა გვქონდეს

დაპირება #9: რეგიონებში შეიქმნება ათასობით საწარმო

“გამარჯვებისთანავე საარჩევნო ბლოკი ,,ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნება” განახორციელებს პროგრამას “ღირსეული დასაქმება ყველას”.

დაპირება #10: პენსიონერს არანაკლებ 220 ლარისა ექნება პენსია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს იქნება მინიმალური, ამას დაემატება წელთა ნამსახურეობა

დაპირება #11: გარდა ამისა, ყველა ის საპენსიო დანამატი, რომელიც გააუქმეს ნაციონალებმა, დაემატება: ომის ვეტერანობის, ინვალიდობის, ობლობისა და ასე შემდეგ. დაახლოებით 250-300 ლარი გახდება პენსია

დაპირება #12: პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია

“ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ, რეალურ ზღვარს”.

დაპირება #13: ექსპერტების გათვლებით, რეალური საარსებო მინიმუმი 200-220 ლარის ფარგლებშია

“ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება. ექსპერტების გათვლებით, რეალური საარსებო მინიმუმი 30%-ით მეტია. სხვადასხვა გათვლებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს ციფრი 200-220 ლარის ფარგლებშია”.

მოკლედ, ზემოთჩამოთვლილი დაპირებებიდან არც არაფერი არ შესრულდა, მაგრამ, როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, არც არაფერი გაუფუჭებიათ: “ჩვენ შეიძლება ვერ გავაკეთეთ ბევრი რამ, მაგრამ არც არაფერი არ გაგვიფუჭებია არც ერთი მიმართულებით”.

საინტერესო იქნება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ინტერვიუს გარშემო ჩვენი საზოგადოების წევრების აზრის მოსმენა, ხალხის, რომელთანაც შეხვედრებს აანონსებს ივანიშვილი.

ჩვენ, მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე კი არა, მუდმივ რეჟიმში დაველაპარაკებით ხალხს, მათგან ბევრი საინტერესოს მოსმენა შეიძლება”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბორის კაკაბაძე
ბორის კაკაბაძე

ამერიკის ინტერესი კი არა, საქართველოს ინტერესი უნდა დაიცვას, თუკი მართლაც პატრიოტია, რასაც იმდღევანდელ ინტერვიუში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი

ბორის კაკაბაძე, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ბიძინა ივანიშვილმა ერთი საგულისხმო რამ თქვა, რაც მის “სიყვარულს სამშობლოსადმი და მის სახელმწიფოებრივ აზროვნებას” ხაზს უსვამს. მან განაცხადა: “ჩვენ გულწრფელად ვიცავთ ამერიკის ინტერესებს”. დააკვირდით, ის და მისი მთავრობა იცავენ ამერიკის ინტერესებს და არა საქართველოსას. ამერიკის ინტერესი კი არა, საქართველოს ინტერესი უნდა დაიცვას, თუკი მართლაც პატრიოტია, რასაც იმდღევანდელ ინტერვიუში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი.

ამერიკისა და დასავლეთის ინტერესების დაცვა საქართველოს არაფერს აძლევს, გაკოტრდა ამერიკის პოლიტიკა. მართალია, “ძლიერნი ამა ქვეყნისანი” ამერიკაში არიან თავმოყრილნი, მაგრამ მისი ჰეგემონობა სრულდება, მაგრამ, თუკი არ დასრულდება, ვაი, მსოფლიოს და განსაკუთრებით საქართველოს. ამერიკის ინტერესი კი არ უნდა გავატაროთ, პირიქით, უნდა დავგმოთ.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, არც ამაში არ ვეთანხმები _ ერი და ბერი გადარეულია და სწორი განვითარება სადაა?

ქართველმა ღირსება დაკარგა, უცხო ქვეყანაში მონად მუშაობს და ივანიშვილს სურს, აქ დარჩენილი ქართველებიც იქით გაგვრეკოს. სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნი და ისე გავაკეთებ, ჩვენმა ხალხმა ლეგალურად იმუშაოს ევროპაში და ღირსებას ასე დავიბრუნებთო. სასაცილოა, ლეგალურად თუ დაასაქმებს ქართველს მონად, ღირსებას დაუბრუნებს ამით?

საქართველოდან ხალხის წასვლას ხელს რომ უწყობს და აქ უცხო ტომელებს ასაქმებს, ასახლებს, აცხოვრებს, ამით ივანიშვილი ღირსებასა და მორალს კარგავს… ეეჰ…

_ ბიძინა ივანიშვილმა ერთერთ ამერიკულ გამოცემას ინტერვიუ მისცა, მან განაცხადა: “დღეს რომ არჩევნებიქართულ ოცნებასადა სხვა პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, გარდანაციონალური მოძრაობისა”, მე პოლიტიკას მაშინვე დავტოვებდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში. მირჩევნია, მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი”.

_ ტყუის ამ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის არავის არ დაუთმობს ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ კარგ პოლიტიკოსს და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კაცს, როგორიც ალექსანდრე ჭაჭიაა, საქართველოს მოქალაქეობას არ ჩამოართმევდნენ. ალექსანდრე ჭაჭია არის კაცი, რომელსაც ქვეყნისთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემის _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, გაყინული წერტილიდან დაძვრა შეუძლია, სრულად მოგვარება თუ არა. დაუბრუნოს ივანიშვილმა ალექსანდრე ჭაჭიას მოქალაქეობა, დაიყენოს გვერდით და მაშინ ვიტყვი, რომ მზადაა, ქვეყნის საკეთილდღეოდ რამე გააკეთოს.

მერაბ ზურაბაშვილი
მერაბ ზურაბაშვილი

ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკას _ საქართველო უქართველებოდ!”

მერაბ ზურაბაშვილი, გურჯაანის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ივანიშვილის პარტიაც და მისივე ოპოზიციაც ერთი პატრონის დაკვეთას და სურვილს ასრულებენ. ეს პატრონი ამერიკაა.

სააკაშვილის დროს ხალხის უკმაყოფილება მწიფდებოდა, რადგან ეკონომიკური კრიზისი იყო, რომელიც პოლიტიკაზე აისახა, ეს ერთმანეთზეა გადაბმული. ასე ხდება დღესაც, არაფერი არ შეცვლილა ეკონომიკაში და პოლიტიკური პროცესები მძიმდება. როდესაც სააკაშვილის დროს ეს მოხდა, ივანიშვილი დაგვისვეს, ასე ვთქვათ, მუხტი ჩააქრეს ამერიკელებმა, ასე იზამენ დღესაც, ასე აპირებენ…

ივანიშვილმა ილაპარაკა, _ სწორი გზით ვვითარდებითო, მაგრამ იმას არ ამბობს, ყველაფერი სწორად თუ არის, ხალხი უკმაყოფილო რატომაა. თავის მართლებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ეს მშვენივრად იცის, მაგრამ რა ქნას, რასაც ეუბნებიან უცხოეთიდან, იმას ლაპარაკობს. ეს რომ ასე არ იყოს, ჭკუათმყოფელი ადამიანი იმას იტყოდა, ჩემს ხალხს საქმეს ჩავუწყობ და საზღვარგარეთ გავუშვებ სამუშაოდო? ქვეყანა დაქცეული გვაქვს და ამ დროს ქვეყნიდან ხალხს უშვებს, რომ უცხო ქვეყანაში შექმნან დოვლათი. ესაა ქვეყნის მართვა? ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკას _ საქართველო უქართველებოდ! ის ცდილობს, საქართველო ქართველებისგან დაიცალოს და აქ უცხოტომელები დამკვიდრდნენ. თუკი თურქებისთვის, არაბებისთვის, ირანელებისთვის არის ამ ქვეყანაში სამუშაო, ქართველებისთვის რატომ არ არის? ქართველების ადგილს სხვას უთმობს? ამაზე დიდი ეროვნული ღალატი არ არსებობს! საძირკველს ანგრევს!

_ ის აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ჩამორჩენილია

_ გლეხებს მისცეს ბაზა, ხელი შეუწყოს, რასაც დაჰპირდა, ქალაქელებს აუშენოს ქარხანა-ფაბრიკები, დაამზადებინოს ის ხელსაწყოები, რომლებზეც ჩვენ თურქეთში დავდივართ, ის, რაც გლეხს სჭირდება. ქალაქმა ინვენტარი მოგვაწოდოს სოფლად და გლეხი თავის საქმეს გააკეთებს. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება ამას, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო და სამშობლოს სიყვარული.

საქართველო ამერიკასავით გუშინ არ გაჩენილა, საუკუნეების ქვეყანა ვართ. რა ჰგონია ივანიშვილს, როგორ მოვედით აქამდე? ერთმანეთს ვაძლიერებდით სოფელი და ქალაქი, მხარში ვედექით ქართველები ერთმენთს. ის, რასაც ივანიშვილი ამბობს, ღალატია და სხვა არაფერი!

_ ივანიშვილმა ამერიკულ გამოცემას ინტერვიუ მისცა. ის ამბობს, რომ, თუკი ქვეყანაში ახალი ძალა გამოჩნდება და ის არ იქნებანაციონალური მოძრაობა”, განზე გადგება

_ არსადაც არ გადგება, არ არსებობს ძალაუფლების დათმობა საკუთარი ნებით, ასე რომ იყოს, მსოფლიოში გაფანტულ ქართველებს დაუძახებდა, ყველა ნიჭიერ ადამიანს სთხოვდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. უნიჭიერს კაცს, მართლაც საუკეთესო პოლიტოლოგს _ ალექსანდრე ჭაჭიას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს; კაცს, რომელსაც შეუძლია, მკვდარი ქვეყანა გამოაცოცხლოს. არსად არ წავა ივანიშვილი, უცხოელების თვალის ასახვევად დემოკრატობანას თამაშობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოში გაფანტული ნიჭიერი და ქვეყნისთვის საჭირო, ჭკვიანი ადამიანები გვერდით ეყოლებოდა, გზას დაუთმობდა ალექსანდრე ჭაჭიასნაირ ადამიანებს!

გიორგი ბერეჟიანი
გიორგი ბერეჟიანი

გამორიცხულია, რომ ივანიშვილმა ხელისუფლება დათმოს, ზუსტად იმ სცენარს ვუყურებთ, როგორიც სააკაშვილის დროს იყო. ბიძინა ივანიშვილიც სააკაშვილივით დასაჭერია

გიორგი ბერეჟიანი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ რვა წელიწადია, ივანიშვილი გვატყუებს და დღეს სერიოზულად გვიმტკიცებს, რომ ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს და სიტყვის კაცია. სიმართლე გითხრათ, ბიძინას ჯანმრთელობის მდგომარეობამ ძალიან შემაშფოთა, სახეზე ეტყობოდა, რომ არაადეკვატური იყო.

ბოლო ინტერვიუში აბდა-უბდა საუბარი ჰქონდა, კონკრეტულად არ შეხებია არაფერს და, რასაც შეეხო, სჯობდა, ისიც არ ეთქვა. რასაც ახლა ვუყურებთ, ვგულისხმობ, ამ ბოლო რამდენიმე კვირაში მიმდინარე მოვლენებს, დაწყებული პროპორციული არჩევნების ჩაგდებით და მას შემდეგ რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს, ყველაფერი ამ ერთი კაცის დადგმულია.

არასდროს, არც ერთ ქვეყანაში არც ერთ მმართველს, ალბათ, არ უკადრებია ის, რაც ივანიშვილმა იკადრა. კატასტროფა იყო მისი ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც თქვა, რომ ეკონომიკურად ქვეყანას ვერ განავითარებს, ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს და ამიტომ დაგვეხმარება, რომ საზღვარგარეთ წავიდეთ და იქაური ეკონომიკა ავაშენოთ და გავზარდოთ. ხაზი გადაგვისვა ივანიშვილმა, ეტყობა, მეტი კომფორტი ექნება ჩვენ გარეშე. შემოიყვანს არაბებს, ინდოელებს, ჩინელებს. ისინი არაფერს არ გააპროტესტებენ და მეტი რა უნდა?! გვერეკება ივანიშვილი სამშობლოდან და თან ისე ლამაზად შეფუთა ეს ყველაფერი, თითქოს ქართველ არალეგალებზე ფიქრობს და მათი ბედი ადარდებს კაცს, რომელმაც ყოველ ნაბიჯზე მოგვატყუა.

გესმით, თქვენ? ივანიშვილი საქმეს ჩაგვიწყობს ქართველებს, რათა ლეგალურად დავსაქმდეთ საზღვარგარეთ. ეს ხომ კატასტროფაა და ამის თქმის შემდეგ სირცხვილი არაა, მისი მხარდამჭერი იყო?

_ ამერიკულ გამოცემაბლუმბერგსივანიშვილმა მისცა ინტერვიუ და თქვა, “დღეს რომ არჩევნებიქართულ ოცნებასადა სხვა პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, გარდანაციონალური მოძრაობისა”, მე პოლიტიკას მაშინვე დავტოვებდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში. მირჩევნია, მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი”… როგორ ფიქრობთ, მართლაც რომ გამოჩნდეს რეალური ძალა, ახალი და განსხვავებული არსებულთაგან, დათმობს ივანიშვილი ხელისუფლებას?

_ გამორიცხულია, რომ ივანიშვილმა ხელისუფლება დათმოს, ზუსტად იმ სცენარს ვუყურებთ, როგორიც სააკაშვილის დროს იყო. ბიძინა ივანიშვილიც სააკაშვილივით მავნებელია. მიშას აწყობილი საქმე ივანიშვილმა პირწმინდად გადმოიფორმა და ზუსტად იმავე მეთოდებით აგრძელებს ყველაფერს. ერთია განხვავება: ციხეებში არ აწამებენ ადამიანებს.

დავუბრუნდები თქვენს დასმულ შეკითხვას: დათმობს თუ არა ხელისუფლებას?

ზუსტად ახლა იყო დრო, რომ ნორმალური პარლამენტი გვეხილა. პროპორციული არჩევნები, თანაც ნულოვანი ბარიერით, მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ პარლამენტი ერთი კაცის ხელში არ ყოფილიყო და აბსოლუტური უმრავლესობა არ ჰქონოდა. ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა ვერც “ნაციონალური მოძრაობა” და ვერც “ქართული ოცნება” ვერ მოიპოვებდა აბსოლუტურ უმრავლესობას, რაც ხელს არ აძლევს ივანიშვილს, მაგრამ ხელსაყრელია ქვეყნისთვის, რადგან ქვეყანას ეყოლებოდა ბევრი პარტია საკანონმდებლო ორგანოში, რომლებიც ერთმანეთის შიშით ვერაფერს გაბედავენ. რაც მთავარია, ქვეყანას არ ეყოლებოდა მესია, მესია, რომლის ხელშიცაა ყველა სახელისუფლო შტო. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თუკი ეს გუნდი დარჩება ხელისუფლებაში, დავიღუპებით. “ქართული ოცნების” მხარდაჭერა დღეს უკვე ღალატია, რადგან ისინი ივანიშვილს კი არ უჭერენ მხარს, მხარს უჭერენ ნაციონალების პოლიტიკაში დარჩენას.

ცოტა ხანში ჩვენ გვეყოლება ივანიშვილის გარანტირებული 73 მაჟორიტარი და პროპორციულად აღებული 30 ან მეტი პროცენტი. ეს უკვე უმრავლესობაა, რაც ნიშნავს: ჩვენ არ გვექნება სასამართლო, სამართალი, ეკონომიკა, პოლიტიკა. ჩვენ ვიცხოვრებთ უსამართლო ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც, ვინც დავრჩით, ისინიც გავიქცევით, საქმესაც ხომ გვიწყობს ევროპაში ივანიშვილი. ბიძინამ განვითარების შანსი არ მოგვცა.

ნაციონალების კრიმინალები პარლამენტში დაგვისვა და არ ნანობს, მილიონები მოიპარეს ბოკერიამ და მისთანებმა და არ ნანობს, ბოლო ინტერვიუში ამასაც გაუსვა ხაზი. საარჩევნო კომისიებში ყველაფერი ფორმალურია, როგორც მიშას დროს, ისეთივე სიყალბეა, მაგრამ ამბობს, რომ შეცვალა…

ივანიშვილს უნდა, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს უკანასკნელი იმედი გაუქროს, საშინლად წუწკი ყოფილა; ვნანობ, რომ 2012-ში დავუჯერე, მაგრამ რას იზამ, სერიოზული აფერისტი ყოფილა და… გარეწრები არიან ის “საზოგადო მოღვაწეები”, რომლებიც მისგან ფულს იღებენ და ახლა ჩემ მაგივრად არ ლაპარაკობენ. უსინდისოებად აქცია ყველა…

გიორგი ირემაძე
გიორგი ირემაძე

ივანიშვილი როგორც ამბობს, მმართველი პარტია ამერიკის ინტერესების დამცველია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო აშშის კოლონიაა

გიორგი ირემაძე, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ივანიშვილის მიერ იმედისთვის მიცემული ინტერვიუ რომ შევაფასოთ, ასეთი აზრი იქმნება: ქართული პოლიტიკა აშშ-ის პოლიტელიტის დირექტივაზეა დამოკიდებული. მეტსაც ვიტყვი: ივანიშვილი როგორც ამბობს, მმართველი პარტია ამერიკის ინტერესების დამცველია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ის კოლონიაა.

იქიდან გამომდინარე, რომ მინდოდა, რაღაც პოზიტიური დამენახა ივანიშვილის ინტერვიუში, თავიდან ბოლომდე ვუსმინე და აღმოვაჩინე, რომ ივანიშვილი გამორიცხავს “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების მიერ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხმების მიღებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ანუ “ოცნებამ” კოაბიტაცია დაასრულა (თუ კიდევ რამე ბინძური ჩანაფიქრი არ აქვს), რაც უდავოდ კარგია.

_ ეგ არავის შეუნიშნავს, რადგან ივანიშვილმა ეკონომიკაზე ისეთი რამ თქვა

_ დიახ, ივანიშვილმა გააკეთა შემაშფოთებელი განცხადება, ასეთ რამეს პატრიოტები არ ამბობენ. მისი თქმით, ვინც საქართველოში ვერ დასაქმდება, დაეხმარება, რომ საზღვარგარეთ მაინც “ღირსეულად” დასაქმდეს, ანუ რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში ხდება _ იქაურობა მოსახლეობისგან დაცლილია, დასავლეთ ევროპაშია წასული საცხოვრებლად და სამუშაოდ, იმავეს გვთავაზობს.

მოკლედ ვიტყვი: როცა მმართველ ძალას არ შეუძლია საკუთარი მოსახლეობა, ანუ ამომრჩეველი დაასაქმოს, ამ შემთხვევაში სხვა ძალას უნდა დაუთმოს პოლიტიკური ველი, მაგალითად, “ქართულ დასს”, “პატრიოტთა ალიანსს” და სხვებს, თუკი ასეთი არსებობს. ეს პარტიები ქვეყნის შიგნითაც და მეზობლებთანაც მოაგვარებენ ურთიერთობას, უპირველესად, რუსეთთან, რომელთანაც საქართველოსთვის კეთილმეზობლურ ურთიერთობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. “ოცნებამ” 7 წლის განმავლობაში ვერ დაალაგა ურთიერთობა, ეს ფაქტია, ამიტომ სხვას დაუთმოს ასპარეზი, მითუმეტეს, “ბლუმბერგთან” ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, რომ “ნაცმოძრაობის” გარდა სხვა პარტიების გაძლიერების შემთხვევაში ის დატოვებს პოლიტიკას. მაშინ ხელი შეუწყოს იმ პარტიების გაძლიერებას, რომლებიც დავასახელე, და მშვიდად დატოვოს პოლიტიკა. ეს მისთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგი იქნება.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ესეც: ივანიშვილისგან არ ველოდი იმას, რომ ალექსანდრე ჭაჭიას, ნამდვილ პარტიოტსა და მამულიშვილს, საქართველოს მოქალაქეობას წაართმევდა, რადგან ამ ადამიანს შეუძლია ყველაზე მარტივი გზებით დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, ცხინვალთან და სოხუმთან საქართველოსთვის ყველაზე მისაღები პირობებით, რომლის მიხედვითაც, სამაჩაბლოც და აფხაზეთიც დაბრუნდება საქართველოს იურისდიქციაში. როგორც ვიცი, ბატონ ალექსანდრეს სურვილი ჰქონდა, პოლიტიკაში აქტიურად ჩართულიყო და ზუსტად ამის გამო ხელისუფლებამ დაბლოკა მისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება, რაც უსამართლო გადაწყვეტილებაა და შესაძლოა, პოლიტიზირებულიც. ივანიშვილი ცდილობს, პოლიტიკაში ძლიერი მოთამაშეები არ შემოუშვას და ერთპიროვნულად მართოს სახელმწიფო, ეს კი მის მმართველობას მალე დაასრულებს.

დავით სუხიაშვილი
დავით სუხიაშვილი

ნაციონალურ მოძრაობას”, “ქართულ ოცნებასდა მათ სატელიტ პოლიტიკურ სუბიექტებს არ და ვერ ექნებათ ეროვნული აზროვნება. მათ მხოლოდ კურატორების წინაშე თავმოწონება ხელეწიფებათ

დავით სუხიაშვილი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი:

_ რამდენიმე დღის წინათ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედს” მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა რევანშისტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხის გარშემო ამხედრებული საზოგადოების ნაწილისა და დასავლელი კურატორების დაშოშმინება.

ინტერვიუ აგებული იყო აპრობირებულ მოდელზე _ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდთან პარალელების გავლება და იმის მტკიცება, რომ ესენი მათზე უკეთესები არიან. აღნიშნული სტილი დამახასიათებელია ბოლო ათწლეულების დასავლეთის პოლიტიკური ელიტისთვისაც. აღნიშნული მოდელით საზოგადოებასთან საუბარი მეტყველებს პოლიტიკური სპექტრის და, სამწუხაროდ, საზოგადოების დეგრადაციაზე. იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ და იკამათონ იმაზე, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო, მთელი წინასაარჩევნო კამპანია აგებული აქვთ ურთიერთბრალდებებზე.

ივანიშვილმა დაიწუწუნა პოლიტიკური სპექტრის სიღარიბეზე, თითქოს ვერ ხედავს რეალურ ოპოზიციას. უნდა დავეთანხმო. მან და მისმა წინამორბედმა ყველაფერი გააკეთეს და აკეთებენ პოლიტიკური სპექტრის დეგრადაციისთვის. დღემდე გრძელდება კონკურენტუნარიანი პოტენციური პოლიტიკური სუბიექტების წინააღმდეგ ბინძური ბრძოლა _ მოქალაქეობის ჩამორთმევა, მოქალაქეობის არმიცემა, პარტიის დარეგისტრირების პროცესის დაბლოკვა და ა. შ. ივანიშვილი, ისევე, როგორც სააკაშვილი, ემსახურება ამერიკის ინტერესების გატარებას. ინტერვიუს დროს ივანიშვილმა თვითონ თქვა, რომ მისი გუნდი იცავს და ატარებს ამერიკულ ინტერესებს. სწორედ ამერიკელების მიერ საქართველოს სამართავად დალაგებული გუნდი ივანიშვილის დირიჟორობით აკეთებს ყველაფერს, რათა პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოჩნდეს რეალური პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანიც იქნება ეროვნული ინტერესების დაცვა და არა ვაშინგტონის ან მოსკოვის მისწრაფებების გატარება.

ქართველი საზოგადოება დღეს არის 2012 წელს ამერიკელების სცენარით დადგმული სპექტაკლის მაყურებელი. ივანიშვილმა არ შეასრულა ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა და არ დასაჯა სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი. მას რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში დღეს განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იქნებოდა.

ინტერვიუს დასასრულს ივანიშვილმა გააჟღერა ქართველი ერის გადაშენების სახელმწიფო გეგმა, რომელიც საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის მზრუნველ მანტიაში გაახვია.

ათწლეულებია, ქვეყანას მართავენ დაჯგუფებები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ იქმნება ეროვნული დოვლათი და ქვეყნის წინსვლის პერსპექტივას საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მასიურ ლეგალურ დასაქმებაში ხედავენ.

პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს: “ნაციონალურ მოძრაობას”, “ქართულ ოცნებას” და მათ სატელიტ პოლიტიკურ სუბიექტებს არ და ვერ ექნებათ ეროვნული აზროვნება. მათ მხოლოდ კურატორების წინაშე თავმოწონება ხელეწიფებათ. 2020 წელს ამ ძალის მხარდაჭერა ნიშნავს ქართველი ერის გადაშენებაზე დათანხმებას.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here