Home ახალი ამბები ციმბირში მამაკაცმა ქალი ნაჯახით დაჩეხა

ციმბირში მამაკაცმა ქალი ნაჯახით დაჩეხა

1180
რუსეთში, ციმბირში, სოფელ კაბირდაკში, 35 წლის ადგილობრივმა კაცმა სტუმარი ახალგაზრდა ქალი ნაჯახით მოკლა. მკვლელმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ქალი მას დაძინებაში  ხელს უშლიდა.

 მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული დეპარტამენტი ავრცელებს.

გამოძიების მიხედვით, სტუმარმა დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ჩხუბი და ყვირილი დაიწყო, რამაც მასპინძელი შეაწუხა. კაცმა ხმაურიანი სტუმრის დამშვიდება ნაჯახის დარტყმით სცადა, შემდეგ კი, როდესაც ხმაური შეწყდა, დასაძინებლად წავიდა.

საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here