ჩრდილოეთის ციალი

    ატმოსფეროს ზედა ფენების (ლუმინესენციის) ნათება ამ თვალწარმტაც მოვლენას ჯერ კიდევ მე–17 საუკუნეში გალილეო გალილეიმ ავრორა ბორეალისი უწოდა.  ჩრდილოეთის ციალი ხალხს ოდითგანვე აჯადოებდა. ეს ულამაზესი სანახაობა მზეზე მიმდინარე რთული ფიზიკური მოვლენების შედეგია. მზის ენერგიული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში დაახლოებით 72 მილიონი კმ/სთ სიჩქარით შემოედინებ. დედამიწის მაგნიტური ველი ამ ნაწილაკებს პოლუსებისკენ მიმართავს და ასე გადაიქცევა ეს დრამატული პროცესი შთამბეჭდავ ატმოსფერულ ფენომენად, –  ასეა განმარტებული ჩრდილოეთის ციალი ასტრონომიულ ენციკლოპედიებში.  ამ ასტროფიზიკურ მოვლენაზე მსჯელობას აღარ განვაგრძობ, ვინაიდან წინამდებარე სტატიაში მისი არც ასტრონომიული შემადგენელი გვაინტერესებს და არც ფიზიკური. ჩვენ ამ მოვლენას მხოლოდ ალეგორიად გამოვიყენებთერთგვარ პოლიტიკურ ალეგორიად

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის საბოლოო ვადა „დღეიდან 10 დღემდე“ შეამცირა. ამის შესახებ  დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მან თქვა, რომ პუტინისთვის უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად საბოლოო ვადა „10-12 დღეს არ აღემატება“. „დღეიდან 10 დღე. ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ, და არ ვიცი, ეს გავლენას მოახდენს თუ არა რუსეთზე, ვინაიდან პუტინს, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს, მაგრამ ტარიფებს შემოვიღებთ და სხვადასხვა რაღაცებს. შეიძლება გავლენა მოახდინოს ან არ მოახდინოს მათზე”.

    გაუგებარია, რა პოზიციაა და რა დამოკიდებულებაა ეს ტრამპის მხრიდან. უკრაინაში ომის ინსპირატორი აშშ, ნატო და კოლექტიური დასავლეთი რიან. რომ არა ნატოს გაფართოების აბსოლუტურად თავხედური პროგრამა დასავლეთისა, უკრაინა ჩვეულებრივად განაგრძობდა ცხოვრებას ყირიმსა და სევასტოპოლთან ერთად ანუ ასცდებოდა ომს, ნგრევას, მსხვერპლს და განადგურებას. ტრამპის განცხადება, რომ ეს, მისი ომი კი არა,  ბაიდენის ომია, ერთი მხრივ, აღიარებაა, რომ ეს აშშ-ის ომია, ვინაიდან ბაიდენი, რომელიღაც კერძო პირი კი არა, აშშ-ის პრეზიდენტი იყო; მეორე მხრივ კი, აბსურდია ტრამპის მიერ საკუთარი თავის დისტანცირება ამ ომიდან, რადგან არც თვითონ არის ვიღაც კერძო პირი, ის აშშ-ის პრეზიდენტია, რომელიც პასუხისმგებელია ყველა იმ პროცესზე, რომლებიც მის სახელმწიფოში მიმდინარეობს. ეს ომი ბაიდენის ომი იყო, მაგრამ ტრამპის ომად იქცა, რადგან, პირველ რიგში, იგი აშშის მიერ მართული ომიაპროვოკაციული, უსინდისო, სახიფათო, პროქსი (სხვისი ხელით) ომი. ტრამპს ომის დასრულება გულით რომ სურდეს, პუტინს დირექტორივით კი არ უნდა ელაპარაკებოდეს, მასთან კოლეგიურ და მეგობრულ დიალოგში უნდა შედიოდეს და სიტუაციიდან ოპტიმალურ გამოსავალს ეძებდეს. ის კი ულტიმატუმის ენით ლაპარაკობს და რუსეთს ხან ორმოცდაათდღიან ვადას უწესებს, ხან ამ ვადას ათ დღემდე ამცირებს. ყველაფერს თავისი სახელი თუ უნდა დავარქვათ, ამას, სახელმწიფოებრივი მიდგომა კი არა, მაიმუნობა ჰქვია. პასუხიც შესაბამისი მიიღო – სარკაზმით გაჯერებული და დამამცირებელი; დამამცირებელი, თუნდაც იმის გამო, რომ პირადად პუტინმა კი არა, მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გასცა პასუხი. ახლა თავად ეს პასუხი ვნახოთ: კრემლმა ცნობად მიიღო აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი ვადის შესახებ”. მორჩა, მეტი არაფერი, ანუ რა უთხრეს ტრამპს ამ პასუხით? ალბათ, ის, რომ შენს ამ უთავბოლო განცხადებებს  უბის წიგნაკში ვინიშნავთ, მაგრამ რეაქცია უკვე აღარ გვაქვს, რადგან დღეს ერთს ამბობ, ხვალ კი – მეორესო. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ინტერპრეტაციაა, კრემლის მესვეურებმა იქნებ სხვა აზრი ჩააქსოვეს პესკოვის ამ მოკლე განცხადებაში, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ტრამპის შესახებ ჩემზე მაღალი წარმოდგენის ნამდვილად არ არიან. სამაგალითად შეგვიძლია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის, სიტყვები მოვიყვანოთ: ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს, 50 დღე თუ 10 დღე. მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1) რუსეთი ისრაელი ან ირანი არ არის. 2) ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია, ოღონდ არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან. მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით!“ – მოუწოდა მათ მედვედევმა. აქვე შეგახსენებთ კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის ერთ საყურადღებო ნათქვამსაც: ჩრდილოეთი კორეა, ჩინეთი და ირანი რუსეთის მოკავშირეები და პარტნიორები არიან და ჩვენ ვიზიარებთ მსოფლიო წესრიგის საფუძვლების შესახებ იმ ხედვას, რომელიც ამ სახელმწიფოებს აქვთ”. ეს უკვე პირდაპირი დასტურია იმისა, რომ რუსეთთან ტრამპის პოლიტიკური მიეთ-მოეთი ჩაფლავდა. ჟარგონით თუ ვიტყვით, რუსეთში აღარავინ ჭამს ტრამპის იმ საკენკს, რომ ეს ომი ბაიდენის ომია, ტრამპს კი მისი შეჩერება სურს. ტრამპს უკრაინის ომის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში სურს, თუ იქიდან აშშ-ს გამარჯვებულად და რუსეთს დამარცხებულად  გამოიყვანს, მაგრამ, სანამ ეს მოხდება, ტრამპსაც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის იმედი აქვს. საქართველოდან რაკი ეს ვერ მოახერხეს (ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში), ამას ახლა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ცდილობენ. ამ საქმეში თურქეთიც მოხერხებულად ჩართეს და ამიერკავკასიის არევის პროგრამაც აამუშავეს. დიდი მიხვედრის უნარი არ სჭირდება იმ დასკვნის გაკეთებას, რომ საქართველოს ამ ბინძური პროექტის მიღმა არ დატოვებენ და მის ჩართვასაც გადაწყვეტენ. ამ სიტყვების სისწორის დასადასტურებლად შორს წასვლა არ დაგვჭირდება, საკმარისია, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს დავაკვირდეთ: „სომხეთი და აზერბაიჯანი აქტიურად დაუპირისპირდნენ რუსეთს, ივანიშვილი კი მირბის რუსეთში და მიათრევს საქართველოს. ჩვენ ვართ კავკასიელები და არა რუსები, უნდა ვიდგეთ იქ, სადაც კავკასია დგას“. სააკაშვილი ვისი გამხმოვანებელიც არის, გასაგებია. კავკასიის არევა, ომლის საფუძველზეც აქ რუსეთის როლის შესუსტება და თურქეთის როლის გაძლიერება უნდა მოხდეს, აშშის გეგმაა, რომელსაც, გნებავთ, ,,დიფ სთეითის’’  გეგმა დაარქვით, გნებავთ ტრამპის, რადგან ერთგვარი (კორუფციული) დაპირისპირების მიუხედავად, ,,დიფ სთეითი’’  და ტრამპი ერთი დიდი უბედურების ორი შემადგენელი ნაწილია. იმ დიდ უბედურებას კი აშშ, ანუ მსოფლიოს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქვია.

    ამიერკავკასიის არევა და რუსეთთან ამ ურთულესი რეგიონის დაპირისპირება ჩრდილოეთ კავკასიის ანუ რუსეთის არევაზეა გათვლილი, მაგრამ არა მხოლოდ. ამიერკავკასიის არევა ცენტრალურ აზიასაც უნდა გადაედოს, იქიდან კი რუსეთის სხვა რეგიონებსაც გადასწვდეს. ეს გათვლა რეალისტურია. ამიტომ რუსეთს ახლა ერთდროულად მოუწევს ჭკუის, მოხერხებისა და ძალის დემონსტრირება. ეს პროცესებს დააჩქარებს. რა პროცესები მაქვს მხედველობაში? რუსეთში როგორც პოლიტიკურმა, ასევე დიპლომატიურმა და სამხედრო წრეებმა საბოლოოდ უნდა იგრძნონ და დაიჯერონ, რომ დასავლეთი რუსეთის მოსისხლე და უვერაგესი მტერია, რომ საქმე ერთერთის (რუსეთის ან დასავლეთის) დამარცხებით უნდა დასრულდეს, ისე, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში საფრანგეთთან შეტაკების  ან მეოცე საუკუნეში ფაშისტურ გერმანიასთან ომის შემდეგ  დასრულდა. სამწუხაროდ, რუსეთში, როგორც ერთ ისე მეორე შემთხვევაში, სწორი დასკვნები ვერ გაკეთდა. რუსეთი მონუსხულივით შესციცინებდა ორი მსოფლიო ომის შემოქმედსა და ეშმაკთან წილნაყარ დასავლეთს. ახლაც კი, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინასთან ომში ჩაითრიეს და საბოლოოდ გაცხადდა დასავლეთის უვერაგესი ზრახვები, საკმარისი იყო ტრამპს ოდნავ შეერბილებინა რუსეთის მიმართ გამონათქვამები, რომ რუსეთიდანაც შესაბამისი ინტონაციები წასულიყო. ტრამპის მიერ გათამაშებული ახალი ვერაგობის შემდეგ მაინც გამოფხიზლდებიან რუსეთში და საბოლოოდ გააცნობიერებენ, რომ მათ დასავლეთთან, პოლიტიკური, იდეოლოგიური ან ეკონომიკური ხასიათის პრობლემა კი არა, ყოფნა-არყოფნის პრობლემა უდგათ. საკითხი ერთმნიშვნელოვნად დგას ასე –  ან რუსეთი, ან დასავლეთი. სხვათა შორის, ეს ახალი ამბავი არ არის. რუსი მოაზროვნეები ამას დიდი ხნის წინათ აცნობიერებდნენ, მაგრამ ეს პრობლემა ისეთი სისავსით არავის გამოუთქვამს, როგორც თევდორე ტიუტჩევ: რუსეთსა და დასავლეთს შორის კავშირის შეკვრა შეუძლებელია ინტერესებისა და პრინციპების გარშემო. ჩვენ, რუსებს, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ პრინციპები, რომლებზეც დგანან რუსეთი და ევროპა, იმდენად ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავია, რომ ერთის სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ მეორის დაღუპვის ფასად.” ეს მოცემულობა, მრავალი ომისა და მრავალი ზავის მიუხედავად, დღემდე არსად წასულა. აქ ერთი რამ არის დასაზუსტებელი: უმწვავესი ვითარება, რომელიც ტიუტჩევის ამ ნათქვამში ჩანს, რუსეთიდან არ მოდის. რუსეთი ყოველთვის, ყველა ეპოქაში მზად იყო დასავლეთთან სათანამშრომლოდ, მაგრამ დასავლეთს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი აუხსნელი რუსოფობია, რომელიც თუ არ აჭარბებს, არც ჩამორჩება ფაშისტურ ანტისემიტიზმს, თავის დროზე ეთნიკურ საფუძველზე სიძულვილის ყველა რეკორდი რომ მოხსნა. დღესაც რუსეთის დაჩოქების იდეა არ ასვენებს დასავლეთს. ამ სახელმწიფოს მიმართ ეს დამოკიდებულება მხოლოდ მისი ძლიერებით არ არის განპირობებული. რუსეთში მართლმადიდებლობის ტახტს ებრძვის სატანასთან წილნაყარი დასავლეთი, რადგან ეშმაკს არაფერი ისე არ აშინებს, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანული სული. ამერიკელმა გეოპოლიტიკურმა ანალიტიკოსმა სკოტ რიტერმა თქვა, რომ სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მთავარი მამოძრავებელია, მისდა უნებურად გაშიფრა აშშ-ის ნამდვილი ზრახვები, რომლებიც „რუსეთის გაკოტრების, ეკონომიკურად ხერხემალში გადამტვრევისა და დაჩოქების სურვილში გამოიხატება”. სკოტ რიტერი, თავის მხრივ, ასკვნის: „გასართობი თემაა. ტრამპი აშინებს ყველას, ვინც რუსეთისგან შეიარაღებასა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს, მაშინ როდესაც თვითონ თავის მოკავშირეებს პირდაპირ აიძულებს, შეიძინონ ამერიკული იარაღი და საწვავი, რათა ბაზრიდან გამოაძევოს რუსეთი. აშშ არასწორ გზას დაადგა, რის გამოც მას დიდი სიურპრიზი ელის”.

    დასავლეთის პოლიტიკურ ელიტას ბევრი რამ ერ ესმის, მათ შორის ისიც, რომ ამ „თამაშმა” შესაძლებელია მთელი პლანეტა დააყენოს ყოფნა-არყოფნის საშიშროების წინაშე. არც ის არის გამორიცხული, რომ მათი იმედების საწინააღმდეგოდ სწორედ დასავლეთის განადგურებით დასრულდეს ის საბედისწერო აღტყინება, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. რუსეთი მართლაც სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ არსებობს საკრალური შინაარსის მქონე ერთი გამონათქვამი, რომელიც, უწინარესად, დასავლეთს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული: რუსეთისგან ერთი ხუტორიც რომ დარჩეს, ის მაინც წამოიმართება!” ეს ნათქვამი დიდებულ რუს მოაზროვნე იკოლოზ გოგოლს ეკუთვნის. მითოლოგიური ფენიქსი (ფრინველი), რომელიც სიკვდილის მოახლოებისას თავს იწვავდა, მაგრამ საკუთარი ფერფლისგან კვლავ აღსდგებოდა, რაღაცით მიესადაგება ამ უცნაურ ქვეყანას; უცნაურს იმით, რომ სწორედ რუსეთს ხვდა წილად მისია მესამე რომისა ანუ ქრისტეს კიდევ ერთი და საბოლოო ბასტიონისა. ანტიქრისტე ვერ დაანგრევს ქრისტეს ტახტს. დასავლეთის აგენტურას გულზე ეკლად ესობა პუტინის ერთი ნათქვამი: რუსეთის საზღვრები არსად  მთავრდება”. მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა, ეს სწორი ნათქვამია იმის გათვალისწინებით, რომ უფლისა და მაცხოვრის საზღვრები არ თავდება არსად. მსოფლიოში ქრისტეს ტახტი აღარსად (მათ შორის არც ფარისევლურად ქრისტიანულ დასავლეთში)  დგას, გარდა რუსეთისა, რადგან ერთადერთი მართლმადიდებელი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ანტიქრისტეს გაბატონებას აღუდგეს და შეაჩეროს, რუსეთია. ამ ვითარებაში რა სასაცილო იქნება გაფიქრებაც კი იმისა, რომ ქრისტეს საბოლოო („პირველი რომი იყო რომი, მეორე რომი იყო კონსტანტინოპოლი, მესამე რომი არის მოსკოვი და მეოთხე რომი აღარ იქნება!”) ბასტიონს ერდოღანის, ალიევის და ფაშინიანის კავშირი დაანგრევს, მათ უკან თუნდაც ქოსატყუილა ტრამპი იდგეს.

    ჩრდილოეთის ციალი თითქმის შეუსწავლელი ფენომენია. მთლად მეცნიერული არ არის ის ნათქვამი, შესავალში რომ მოვიხმეთ, „მზის ენერგიული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში დაახლოებით 72 მილიონი კმ/სთ სიჩქარით შემოედინებიან. დედამიწის მაგნიტური ველი ამ ნაწილაკებს პოლუსებისკენ მიმართავს და ასე გადაიქცევა ეს დრამატული პროცესი შთამბეჭდავ ატმოსფერულ ფენომენად”, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს უცნაური ფენომენი ბოლომდე ვერ დაიცლება მისტიკისგან, გარკვეული მინიშნებისგან დიდ სინათლეზე, ზეციდან მომავალ ღვთაებრივ სხივსა და ლაჟვარდზე, რომელიც პერიოდულად ინთება და ქრება ჩრდილოეთის პოლუსთან ანუ რუსეთის ჰორიზონტთან. ვლადიმერ ჟირინოვსკის ეკუთვნის ერთი გონებამახვილური ნათქვამი: „არსებობს აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და რუსეთი”. ჩრდილოეთი რუსეთია, ჩრდილოეთის ციალი რუსეთშია!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here