Home ახალი ამბები მსოფლიო “ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ დასახულ გეგმებს!”

“ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ დასახულ გეგმებს!”

268

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში ლუჟნიკების სტადიონზე გამართულ მიტინგკონცერტზე, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნების 8 წლისთავს მიეძღვნა. რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა ყირიმსა და უკრაინაში დაწყებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა.

ყირიმის შესახებ

საკუთარ მიწაზე ერთი ბედით გაერთიანებულნი _ ასე ფიქრობდნენ და ამით ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, როცა 2014 წლის 18 მარტს ყირიმსა და სევასტოპოლში რეფერენდუმზე მიდიოდნენ. ისინი ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ თავიანთ მიწაზე და სურდათ, ეცხოვრათ ერთი ბედით თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან _ რუსეთთან ერთად. მათ ჰქონდათ ამის სრული უფლება და მიაღწიეს მიზანს. ყირიმელები და სევასტოპოლელები მართებულად მოიქცნენ, როცა მტკიცე ბარიერი აღუმართეს ნეონაცისტებსა და უკიდურეს ნაციონალისტებს.

მას შემდეგ რუსეთმა ბევრი რამ გააკეთა ყირიმისა და სევასტოპოლის განვითარებისთვის. გასაკეთებელი იყო ისეთი რაღაცები, რაც არ ჩანს ერთი შეხედვით. ეს არის ბუნებრივი აირით მომარაგება, ელექტრომომარაგება, ახალი გზებისა და ხიდების მშენებლობა.

სამხედრო ოპერაციის შესახებ

ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ სამომავლოდ, როგორ გავაკეთოთ, რის საფუძველზე. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ დასახულ გეგმებს.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ დონბასში, აგრეთვე, არ შეურიგდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, მათ წინააღმდეგ მყისვე წამოიწყეს სადამსჯელო სამხედრო ოპერაცია და თანაც არაერთი. ისინი მაშინვე მოაქციეს ბლოკადაში, დაუშინეს ჭურვები ქვემეხებიდან, დაარტყეს ავიაციით. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ეწოდება გენოციდი. სპეცოპერაციის მიზანი ამ ყველაფრისგან ადამიანის დაცვაა.

ეს ყველაფერი (ერთიანობა) უნივერსალური ფასეულობაა რუსეთის ყველა ხალხისა და ყველა კონფესიის წარმომადგენლისთვის და, უპირველესად, ჩვენი ხალხისთვის. ამის მტკიცებულებაა ის, როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას _ მხარდამხარ, ეხმარებიან ერთმანეთს და, თუ საჭიროა, ბრძოლის ველზე, როგორც ღვიძლ ძმას, სხეულით გადაეფარებიან ტყვიისგან დასაცავად.

ასეთი ერთობა ჩვენ, კარგა ხანია, არ გვქონია.

მე მახსენდება სიტყვები წმინდა წერილიდან: არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მეგობრისთვის თავგანწირვაა.

ისე მოხდა, რომ ოპერაციის დაწყება დაემთხვა ჩვენი ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავრის, თევდორე უშაკოვის, დაბადების დღეს, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია. მან თქვა: “ეს ჭექა-ქუხილი რუსეთის დიდებას მოხმარდება”. ასე იყო მაშინ, ასეა ახლა! ასე იქნება მუდამ!

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here