შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ სურს, 2021 წელს ჩაატაროს ახალი რეფერენდუმი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ, _ იუწყება გაზეთი The Time–ი.
“შოტლანდიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აირჩიოს, იყოს თუ არა დამოუკიდებელი უკვე შემდეგი პარლამენტის მუშაობის პერიოდში”, _ განაცხადა სტერჯენმა ITV Border-თან ინტერვიუში.
2014 წლის რეფერენდუმში შოტლანდიელთა 55%-მა ხმა მისცა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მაგრამ ბრექსიტმა და იმან, როგორ ებრძვის ბრიტანეთის მთავრობა კოვიდპანდემიით გამოწვეულ კრიზისს, შოტლანდიელთა შორის დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა გაზარდა.
ბოლო რამდენიმე გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ შოტლანდიის მოსახლეობა მხარს უჭერს დამოუკიდებლობას. ანალიტიკოსების ვარაუდით, შოტლანდიის ნაციონალური პარტია, სტერჯენის ხელმძღვანელობით, კარგ შედეგს მიაღწევს 2021 წლის მაისში გასამართ საპარლამენტო არჩევნებში.
finam.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა