Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველი “პოლიტიკოსების” სიბეცე და ქვემძრომობა

ქართველი “პოლიტიკოსების” სიბეცე და ქვემძრომობა

290

ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა ცივილიზებული სამყარო შოკში ჩააგდო. ერთ დღეში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმათალიბანმამთელ ქვეყანაზე კონტროლის დამყარება შეძლო და ეს მაშინ, როცა ავღანეთის მოსახლეობა 30 მილიონს აჭარბებს, ხოლოთალიბანისწევრთა ოდენობა 70 ათასს არ აღემატება. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანა და მოსახლეობა, რომელსაც 20 წლის განმავლობაში უმტკიცებდა, თქვენ გვერდით ვართო, ტერორისტებს პირისპირ შეატოვა. ახლა იმაზე დაიწყო მსჯელობა, რამდენ ადამიანს დახვრეტენთალიბანისმეომრები, რამდენ ქალს გააუპატიურებენ (თალიბებმა სოფლებიდან ქალწულები წაიყვანეს, აქაოდა, მეომრები უნდა გავამრავლოთო). ევროპამ და ამერიკამ კი იმსჯელეს და დაასკვნეს, რომარ აღიარებენთალიბანს”, თუმცა მასთან ითანამშრომლებენ. ეს ყველაფერი დაახლოებით ისეთი ამბავია, ქორწინების გარეშე გაჩენილ შვილს ცოლის სანათესაოში ნაბიჭვარს რომ ეძახიან, მაგრამ გვარს აძლევენ და ალიმენტს უხდიან.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ავღანეთში 800 000-მდე ამერიკელი სამხედრო მსახურობდა, მათგან 2 461 დაიღუპა, მათ შორის 13 _ ბოლო კვირაში.

პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიწყოთ მისიები მკაფიო მისაღწევი მიზნებით და არა იმით, რასაც ვერასდროს მივაღწევთ. მეორე, ვიქნებით ორიენტირებული ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებზე. სხვა ქვეყნების გადაკეთების მიზნით სამხედრო ოპერაციების განხორციელების ეპოქა დასრულდა,” _ ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ეკუთვნის.

ამ განცხადებაში ყველაზე საინტერესო ბოლო წინადადებაა: სხვა ქვეყნების გადაკეთების მიზნით სამხედრო ოპერაციების განხორციელების ეპოქა დასრულდა”. ანუ, ამერიკის პირველმა პირმა აღიარა, რომ აშშ ცეცხლითა და მახვილით ცდილობდა სხვა ქვეყნების გადაკეთებას და საკუთარ თარგზე მოჭრას. ეს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა კი არა, ოკუპაციაა. ე.ი., შტატებმა ავღანეთი სამხედრო ძალით ვერ დაიმონა და ახლა ცდილობს, დაიწყოს მისიები “მკაფიო მისაღწევი მიზნებით”. ხომ არ გეცნობათ ეს ყველაფერი? ხომ არ არის საქართველოში მოქმედი მისიებიმკაფიოდ მისაღწევი მიზნებითქვეყნის გადასაკეთებლად გამიზნული?

ამერიკამ ავღანეთში, საერთო ჯამში, 800 ათას სამხედროს მოახდევინა სავალდებულო სამსახური და ეს რიცხვი ქართული რეალობისთვის ძალიან ბევრია. ამის მეათედიც კი ეყოფოდა ჩვენს დაპყრობას და გადაკეთებას ომით, მაგრამ ამისგან შტატებმა რატომღაც თავი შეიკავა. რატომ? მიზეზი ერთადერთია _ ამერიკულ სამხედრო აგრესიას აუცილებლად უპასუხებდა რუსეთი და საქართველო იქნებოდა ჩვეულებრივი სამხედრო პოლიგონი. რუსეთი ასეთ შემთხვევაში თავს დაიცავდა, რადგან საქართველოს დაპყრობის შემდეგ ამერიკას სამხედრო ბაზა რუსეთის საზღვარზე ექნებოდა. სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ჭკვიანები _ სხვის შეცდომებზეო და აგერ, ეს სხვა ავღანეთის სახით გამოგვიჩნდა.ამერიკის პირველი პირი აღიარებს, რომ ავღანეთის დაპყრობა ამ ქვეყნის გადასაკეთებლად სურდა (როგორ უნდა გადაეკეთებინა, სხვა საკითხია), მაგრამ ეჭვი გვაქვს, ამერიკელებს უფრო მეტად ავღანური ოქრო და ბრილიანტი აინტერესებდათ, საბადოები, რომელთა მარაგიც ჯერჯერობით შეფასებული არ არის და, როგორც ამბობენ, მსოფლიოში პირველი თუ არა, მეორე მაინცაა.

შესადარებლად: რა თანხაც ამერიკამ ავღანეთში დახარჯა, იმის მეასედი არ აქვს საქართველოში დახარჯული და როგორ გგონიათ, რომ დასჭირდეს, ერთ დღეს რომ გადაწყვიტოს, საქართველო აღარაფერში სჭირდება, რას იზამს? ნატოს კარი ისეა დახურული, ამ საუკუნეში არ გაგვიღებენ და ამერიკიდან წამოსული მათხოვრული გრანტები შეწყდება. დარჩება საქართველო რუსეთის პირისპირ, ქვეყნის, რომლის მაღალი ტრიბუნიდან კრიტიკასა და ლანძღვას ბოლო 30 წლის განმავლობაში კი არ გვავალდებულებენ, გვაიძულებენ და ვაი, რომ გვაკეთებინებენ. ავღანეთში საკუთარი ინტერესი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, მაგრამ შემდეგ ამ ქვეყნიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანა და გამოვიდა ისე, რომ ამერიკას მთავარი მოწინააღმდეგე მოსცილდა. აშშ-ში ხომ ყოველთვის გაიძახოდნენ, რომ ავღანეთის დაპყრობაში ხელს სწორედ საბჭოთა კავშირი უშლიდათ. ამერიკისგან მიტოვებულმა ავღანელმა მოსახლეობამ და, რაც მთავარია, დიპლომატებმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართეს, მაგრამ რუსეთი არ ჩაერია და 32-მილიონიან ქვეყანას ახლა ტერორისტული ორგანიზაცია მართავს.

ქართველი პოლიტიკოსების სიბეცე ისე შორს წავიდა, რომ რამდენიმე მათგანსთალიბანისგამარჯვება გაუხარდა, აქაოდა, ეს ორგანიზაცია მოძლიერდება და რუსეთს შეუტევს, რუსეთის რღვევა დაიწყება და ჩვენც გვეშველებაო. თავად განსაჯეთ, როგორ გამოუვათალიბანსრუსეთზე შეტევა და მერე მისი დანგრევა. ასეც რომ მოხდეს, რა ჰგონიათნიჭიერ პოლიტიკოსებს”, თალიბები საქართველოში თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოვლენ, აქაოდა, თქვენს მხარეს ვართო, თუ ჩვენს ქვეყანას ჩაროზად მიაყოლებენ? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილმა ეს ამერიკისა და ევროპის საამებლად თქვა, მიანიშნა: ხომ ხედავთ, რუსეთის მტერი ვარ და მონობის უნაგირი კარგად მომარგეთ ზურგზე, თქვენ მიერ გადაჭერილ მათრახზე ვიჭენავებო.

ევროპის ყველა ქვეყანამ, აგრეთვე, ამერიკამ და კანადამ, დაადასტურეს, რომ თალიბანის მიერ მიცემულ დროში ჩაეტიენ და ზაფხულის ბოლო თვის ბოლო დღეს ყველა თანამშრომელი თუ სამხედრო მოსამსახურე გაიყვანეს ავღანეთიდან. ე.ი., 1 სექტემბერი ავღანეთში “თალიბანის” სრული ძალაუფლებითა და 32 მილიონი ადამიანის შიშით გათენდა. როცა სამშვიდობოს დაიგულეს თავიანთი თანამოქალაქეები, “ცივილიზებული” სამყარო შეიკრიბა და მსჯელობა დაიწყო, როგორ უნდა ითანამშრომლონ “თალიბანთან”, ანუ ტერორისტებთან. ავღანეთში ჩასვლას არავინ აპირებს და, სავარაუდოდ, დიალოგი მხოლოდ სატელეფონო იქნება. მანამდე კი თალიბებმა ერთ დღეში 17 მოწინააღმდეგე დახვრიტეს, ქალთა საპროტესტო აქცია დაარბიეს, ქალებს გარეთ გასვლა აუკრძალეს, აეროპორტი დახურეს და რა მიიღო საპასუხოდ? შწორია _ ამერიკა და ევროპა შეშფოთდა და სახეზე ის ადგილი მოიწმინდა, რომელზეც, წესით, ცრემლი უნდა ჩამოგორებოდა, მაგრამ არ წამოუვიდა. 32 მილიონი ადამიანი გაწირეს სიკვდილისთვის, სწორედ სიკვდილისთვის, რადგან არავინ იცის, რომელ თალიბს რა გაუელვებს თავში აზრად და როდის გადაატარებს ავტომატის ჯერს ქუჩაში მიმავალ თუ შინ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს. დღევანდელი მდგომარეობით, ამერიკას საქართველოს ტერიტორია სჭირდება იმისთვის, რომ რუსეთთან მუდმივად შეეძლოს დაძაბულობის შექმნა, ამიტომ მოჰყვა ბოლო ხანს ქართველი პოლიტიკოსების დამოუკიდებელ ნაბიჯებს უმწვავესი რეაქცია და ამერიკის ელჩმაც არაერთხელ თქვა: საქართველოს ხელისუფლება არასწორად იქცევა, იმედია, დაფიქრდებაო. დასავლეთში ხვდებიან, რომ საქართველო შეიძლება ხელიდან გამოეცალოთ, როგორც პოტენციური პოლიგონი და მხოლოდ უკრაინის იმედად რჩებიან ხელიდან გამოეცალოთ როგორც პოტენციური პოლიგონი, და მხოლოდ უკრაინის იმედად დარჩნენ. უკრაინამაც რომ არ “აურიოს”, ბაიდენმა დრო გამონახა და უკრაინის პრეზიდენტ ვლდიმერ ზელენსკის ცოტა ხნის წინათ თეთრ სახლში უმასპინძლა. რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის ლიდერებმა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. თუ გახსოვთ, ამერიკიდან მიხეილ სააკაშვილიც დიდ გულზე ბრუნდებოდა ხოლმე და ერთ-ერთი ასეთი დაბრუნების შემდეგ ომიც გააჩაღა. იმ ომის შედეგებს დღემდე ვიმკით და კიდევ დიდი ხანი დასჭირდება იარების მოშუშებას. ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, მაგრამ ავღანეთის მაგალითს ვერც ამერიკა გაექცევა და ვერც ევროპა. ეს არის თემა, ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია ხელზე დაიხვიოს და ახსნა-განმარტება მოითხოვოს. ჩვენც ხომ ზუსტად ანალოგიურ დღეში ვართ და, ბაიდენის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, მისიები მკაფიო მისაღწევი მიზნებით”, დიდი ხანია, დაწყებულია, მაგრამ მიზანი მიღწეული არ არის. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოჩნდა, რეალურად რა სურდა დასავლეთს და, უბრალოდ, რუსეთმა არ გაგვიმეტა იმისთვის, რისთვისაც ეს ყველაფერი იყო დაწყებული. ახლა სწორედ ის დროა, საგარეო კურსი მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ, არაფრისმომცემი მისიები საქართველოში ყველა ქვეყანას დავასრულებინოთ და ჩვენი ბედი ჩვენვე განვკარგოთ. გვაქვს უფლება, დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე, სასაუბროდ დავსხდეთ ნებისმიერთან, თორემ ბოლოს ისე გამოვა, რომ სერიოზულ კონფლიქტში გაგვხვევენ და მერე ბაიდენი ან მისი მემკვიდრე მშვიდად იტყვის: “სხვა ქვეყნების გადაკეთების მიზნით სამხედრო ოპერაციების განხორციელების ეპოქა დასრულდა”-ო და ორივე ხელს ისე დაიბანს, პილატეს შეშურდება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here