Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის დახრჩობა ეკონომიკურად: სამხედრო-პოლიტიკური განზომილება

უკრაინის დახრჩობა ეკონომიკურად: სამხედრო-პოლიტიკური განზომილება

423

უკრაინის ეკონომიკის 2023 წლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ადგილობრივმა ექსპერტმა გულდასაწყვეტი დასკვნა გააკეთა: გრივნის დევალვაციისა და ვალდებულებების დეფოლტის  გარეშე უკრაინა ვერ გაძლებს.

  დიდი შეცდომა იქნება, ვივარაუდოთ, რომ კიევს მძიმე ეკონომიკური პრობლემები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაუჩნდა. სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე  ერთი წლით ადრე უკრაინა უკვე  იყო დეფოლტისწინა  მდგომარეობაში. სახელმწიფო ხარჯები  საგრძნობლად აჭარბებდა  შემოსავლებს, გადასახადის გადამხდელთა უმეტესობა „ნაცრისფერ ზონაში“ იმყოფებოდა და ა.შ. უკრაინის ეკონომიკური პრობლემები უფრო ფართოდ უნდა იქნას განხილული, როგორც დასავლეთის ქვეყნების გეგმის ნაწილი რუსეთთან  ომის  მოსამზადებლად.

ქსენოფობია                                                                   

ცნობილი და არაერთგზის დადასტურებული ფაქტია: დესტრუქციული ნაციონალიზმის, ქსენოფობიისა და სხვა „უპირატესობის“ იდეების გავრცელება  ყოველთვის მჭიდროდ არის დაკავშირებული  საზოგადოების ეკონომიკურ მდგომარეობასთან (ხალხის, სახელმწიფოს). რაც უფრო მცირეა  ოჯახის შემოსავალი, მით მეტია  ქსენოფობიური განწყობები.  2014 წლის შემდეგ  დასავლეთის ამოცანა იყო, პოპულარობა მოეხვეჭათ  იმ უკრაინელ ნაციონალისტ  ლიდერებს, რომლებიც სიძულვილს ქადაგებდნენ  რუსეთისა და რუსების მიმართ.

ბალკანური სცენარი                                                         

 აშშ-მა  უკვე არაერთხელ  გადაამუშავა  და გამოიყენა  სიღარიბის სეპარატიზმად და დესტრუქციულ ნაციონალიზმად გადაქცევის ტექნოლოგია. ბოლო წარმატებული მაგალითია იუგოსლავიის დანგრევა. სანამ ბალკანეთს ცეცხლს წაუკიდებდნენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელგრადს ეკონომიკური „სკამი“ გამოაცალა.  ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლამდე ბელგრადი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამერიკულ კაპიტალსა და კრედიტებთან. ვაშინგტონის ადმინისტრაციამ ისარგებლა იუგოსლავიის უმსხვილესი პარტნიორის სტატუსით: დახმარებას დაჰპირდა და  მოატყუა. ამასთანავე, ამერიკელები აქტიურად დებდნენ ფულს ბალკანეთის ეთნოსეპარატიზმში.

უკრაინა ღარიბი უნდა იყოს                                

იმისათვის, რომ უკრაინელ მამაკაცებს რუსების წინააღმდეგ იარაღი აეღოთ, უკრაინის დასავლელი დამხმარეების კონგლომერატმა ბევრი იმუშავა. 20 წლის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა „ნამდვილი უკრაინელების“ რამდენიმე თაობის აღზრდაზე. მთელი განათლების სისტემა, საბავშვო ბაღებით დაწყებული, ფასიანი იყო, მაგრამ იანუკოვიჩის მთავრობამ უკრაინაში ცხოვრების საკმაოდ ღირსეული დონე შეინარჩუნა. უკრაინელები ასეთი შემოსავლით არ იბრძოლებენ, – გადაწყვიტეს  დასავლეთში და მაიდნის შემდეგ  უკრაინის გაღატაკების კომპლექსური პროგრამის რეალიზაცია დაიწყეს.

მიზანი იყო უკრაინული მეურნეობების   გაღარიბება, მათი დაცემა  ეკონომიკური რეპროდუქციის ხაზს ქვევით. პოროშენკომ და ზელენსკიმ  წარმატებით შეასრულეს ეს დავალება. უკრაინის ბევრ  პატარა  და საშუალო ქალაქში ცხოვრება შეუძლებელი  შეიქნა. სამრეწველო საწარმოები დაიხურა, საჯარო სამსახურებში ადგილი ცოტა იყო, მომსახურების ბაზრის მოცულობა  – არასაკმარისი. უვიზო რეჟიმიც კი  იმისთვის შემოიღეს, რომ ადამიანების ჭარბი რაოდენობა მოეშორებინათ, რათა უკრაინაში დროზე ადრე არ დაწყებულიყო კოლაფსი და  ზელენსკის არ დაემხოთ.

ეკონომიკის კონვერტაცია პოლიტიკაში                                     

ფულის შოვნა  შეუძლებელია,  წასვლა  ვერ ხერხდება. რა უნდა ქნას უკრაინელმა მამაკაცმა იმისთვის,რომ ოჯახი გამოკვებოს? წავიდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და  მონაწილეობა მიიღოს ანტიტერორისტულ ოპერაციაში.  თავდაპირველად, ცოტანი თანხმდებოდნენ,  მაგრამ  უკრაინის ეკონომიკის დეგრადაციის,  „კვების ბაზის“ შემცირებისა და ქსენოფობიური განწყობების მატების პარალელურად, უკრაინის ქალაქებიდან სულ უფრო მეტი მამაკაცი დათანხმდა  უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წასვლას, სადაც მათ კარგ ფულს უხდიდნენ.

საბოლოო ამოცანები                                                    

* რუსოფობიური იდეების, როგორც დომინანტური იდეების,  გაძლიერება  სიღარიბის ხელოვნურად  შექმნით;

 * „აშკარა საფრთხის“ ფონზე  უკრაინელი საზოგადოების მილიტარიზაცია, უკრაინელებს ხომ 2014 წლიდან ყოველდღე უჩიჩინებდნენ, რომ მათი  ყველა უბედურება „მოსკალებისგან“ მოდის;

 * იმ მომენტში, როცა უკრაინის მოსახლეობის  ნახევარს საკვები აღარ ექნება, შესთავაზონ გამოსავალი: ხელში აიღონ  იარაღი რუსების წინააღმდეგ და მისი მეშვეობით  მოაგვარონ თითოეული  უკრაინელის თავში კონსტრუირებული  პრობლემების უმეტესი ნაწილი სიღარიბე და რუსეთის სიძულვილი.

 უკრაინის  ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა სპეციალური სამხედრო ოპერაციის   დაწყებამდე და მის შემდეგაც  მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან ომის აუცილებლობასთან. კიევის დასავლელმა მოკავშირეებმა მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად გაანადგურეს უკრაინის ეკონომიკა და  ადგილობრივ ხელისუფლება კრედიტებსა და სუბსიდიებზე დასვეს. ასე რომ, უკრაინელისთვის ერთადერთი გამოსავალი უკრაინის შეიარაღებული ძალები იყო.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ                                                                                                     

1 COMMENT

  1. რაც შეეხება ე.წ. პრორუსული მედიასაშუალებების დახურვას, ეს არის გლობალისტების მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის გაგრძელება ე.წ. კუდიანებზე ნადირობის მიმართულებით _ ესაა ბრძოლის ნაწილი ე.წ. რუსულ პროპაგანდასთან, ამისთვისაც მსოფლიოში დიდი სახსრები იხარჯება. ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას და შევისისხლხორცოთ გლობალისტების პროპაგანდა _ ესაა მათი სრულიად დაუფარავი აგრესიული დაკვეთა. ჩვენი ადეკვატური პასუხი უნდა იყოს _ არა რუსულ და არა გლობალისტურ პროპაგანდას. ჩვენ მხოლოდ ეროვნული “პროპაგანდა” გადაგვარჩენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here