Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინელი მსახიობი: ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა

უკრაინელი მსახიობი: ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა

194

რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს და ავითარებს თავის კულტურულ მემკვიდრეობას, უკრაინა კი ძალადობასა და პრიმიტივიზმით სავსე შუასაუკუნეობრივ კოშმარში იძირება”, _ განაცხადა YouTubeარხის Politwera ეთერში უკრაინის კულტურის დამსახურებულმა მოღვაწემ, მსახიობმა ლიუბოვ ტიტორენკომ.

“შუასაუკუნეებში კი არა, ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით”, _ დასძინა მსახიობმა. ტიტორენკოს თქმით, რუსეთს უზრუნველყოფილი აქვს ხანგრძლივი არსებობა რუსული მემკვიდრეობის წყალობით, რომელიც დიდი სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს. უკრაინაში კი წვავენ წიგნებს და ამ ფონზე ნოყიერ ნიადაგს იღებენ ნეონაცისტები, რომლებიც, ფაქტობრივად, ხელისუფლების წაქეზებით მოქმედებდნენ.

ამასთანავე, მსახიობმა დაიჩივლა, რომ ინტელიგენტებს შორის არ არის სოლიდარობა და მათ ეშინიათ აქტიურად გამოვიდნენ თავიანთი კულტურის დასაცავად, ნაციონალისტები და რადიკალები კი, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ, კარგად არიან ორგანიზებულნი.

eadailly.comზე გამოქვეყნებული

მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here