Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინელებიც გამწარდნენ და ჯავრის ამოყრას ევროპელებზე ცდილობენ

უკრაინელებიც გამწარდნენ და ჯავრის ამოყრას ევროპელებზე ცდილობენ

278

სოციალურ ქსელებში მომრავლდა რუმინელი და პოლონელი მომხმარებლების პოსტები უკრაინელ ლტოლვილებზე. რუმინელები და პოლონელები აღშფოთებული არიან უკრაინელთა ქცევით. ისინი მოითხოვენ, მათ უკრაინულად ელაპარაკონ, კაფეებსა და რესტორნებში ფული არ გადაახდევინონ, მოითხოვენ სხვადასხვა პრივილეგიებს იმ მოტივით, რომ ლტოლვილები არიან.

აქ შემდეგი გარემოებაა ნიშანდობლივი: უკრაინელებს აქვთ მყარი შინაგანი განცდა, რომ დასავლეთმა ისინი ჯერ წააქეზა, რუსეთს დაუპირისპირა, მერე უგანა და გაცოფებული რუსეთის პირისპირ მარტო დატოვა და ამიტომ არიან დღეს ლტოლვილები. ალბათ, ამით უნდა აიხსნას უკრაინელი ლტოლვილების აგრესიული და გამომწვევი ქცევა ნატოს წევრ რუმინეთსა და პოლონეთში.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინიდან საზღვარგარეთ გაიხიზნა ორ მილიონამდე ადამიანი, აქედან ყველაზე მეტი _ დაახლოებით ნახევარი მარტო პოლონეთში ჩავიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here