Fraser Instituto–ს ეკონომიკური თავისუფლების სარეიტინგო სიაში უკრაინა ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც ეკონომიკურად არათავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა.
სარეიტინგო სიაში უკრაინამ სამი საფეხურით წინ წაიწია, 135-დან 138-მდე. უმნიშვნელო გაუმჯობესებაა ისეთ მაჩვენებლებში, როგორიც არის მთავრობის ზომა და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება, მაგრამ ცუდ მდგომარეობაშია სასამართლო სისტემა და რეგულირება. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ე.წ. საიმედო ფულისა (159 ადგილი მსოფლიოში) და რეგულირების (125 ადგილი) მიმართულებებით.
news.front.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ