უდიდესი საფრთხე  ქვეყნისა და  ჩვენი გენოფონდისთვის

    შობადობა უცხოელების ხარჯზე თუ გაიზრდება, ერი ნელ-ნელა გადაგვარებასა და „გაფერადებას“ დაიწყებს.

    გასულ კვირას არ იყო, ჩინური ენის სწავლებაზე რომ აღვშფოთდით – მეორე უცხო ენად ჩინური რომ გაგვიმწესეს?! როგორც ჩანს, აქ მყოფმა ინგლისურენოვანმა სექტანტებმა იფიქრეს, ჩინელეები გვანაცვლებენო და  კარდაკარ დაიწყეს სიარული:  ინგლისურს უფასოდ გასწავლით, პარალელურად ღმერთზე უნდა გესაუბროთ, რა მართლმადიდებლობა, ჩვენ უკეთესი ვარიანტები გვაქვსო. ისე, ამ პროექტმა ჯერჯერობით არ გაამართლა, რამდენიმე დიასახლისმა სექტანტები ისე დაიფრინა, ლამის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ უფასოდ ინგლისურის სწავლის ხათრით  ვიღაცამ შინ შეუშვა და ინგლისურის პარალელურად  ახალ რელიგიასა თუ მიმდინარეობაზეც მოისმინა ლექცია. ისე, ამ სექტის სარეკლამო რგოლები სოციალურ ქსელშიც ხშირად გვხვდება.  ცოდვა გამხელილი სჯობს და ლამის მოდელის გარეგნობის გოგონები უკეთებენ რეკლამას,  იხვეწებიან: ოღონდ სახლში შემოგვიშვით, მოგვისმინეთ, დანარჩენი ჩვენ ვიცითო… მაგრამ ეს არ არის მთავარი უბედურება.

    ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა, განის რესპუბლიკა, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, ერითრეას სახელმწიფო, იემენის რესპუბლიკა, კამერუნის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაროკოს სამეფო, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა, სომალის ფედერაციული რესპუბლიკა, სირიის არაბთა რესპუბლიკა, სუდანის რესპუბლიკა, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, უგანდის რესპუბლიკა –  ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, რომლებთანაც უვიზო მიმოსვლა გვექნება. ერთი  მარტივი შეკითხვა გვაქვს:  რისთვის გვჭირდება საქართველოში ამდენი უცხოელი ფერადკანიანი? ჰო, ძირითადად, აფრიკული და აზიური ქვეყნებია ჩამონათვალში და, რაც მთავარია, მათი  უმრავლესობა უღარიბესია. უგანდა ავიღოთ, 35 მილიონი მცხოვრებით. ამ ქვეყანაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 900 დოლარია, ანუ 12-ჯერ ნაკლები, ვიდრე საქართველოში. ამ ქვეყნიდან 1%-იც რომ ჩამოვიდეს საქართველოში, 350 ათასი კაცი თუ ქალი გამოდის, ეს საქართველოს მოსახლეობის 10%-ია. და რატომ  ჩამოვლენ? იმიტომ, რომ იქ შიმშლია; იმიტომ, რომ იქ 100 დოლარი თუ გაქვს, ბალახისგან შეკრული 10 სახლის ყიდვა შეგიძლია თავისი „ავეჯით“; აქ კი 100 დოლარად ჯანმრთელ უგანდელს ნებისმიერი დაასაქმებს.

    „რეალურად საქართველოში მუშახელის სერიოზული პრობლემაა და ვფიქრობ, ამიტომ გადაწყდა ისეთი ქვეყნებისთვის კარის გაღება, რომლებიდანაც სწორედ იაფი მუშა შემოვა და აქ დასაქმდება. ერთი შეხედვით ეს კარგია, მაგრამ რეალურად უდიდესი საფრთხეა. სწორედ ასე გაუღო ევროპამ კარი თავის დროზე აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლებს და „თეთრი ევროპა გაშავდა“. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს რასიზმია, მაგრამ მე ჩემს  ქვეყანაზე ვფიქრობ. საქართველოდან  წასული მილიონზე მეტი ადამიანის ადგილს უცხოელები  დაიკავებენ და,  სულ რაღაც, ათ წელიწადში საქართველო დაემსგავსება ნიდერლანდებს, ბელგიას, საფრანგეთს… მერე  ეს ხალხი იმდენი იქნება, რომ  მოთხოვნები გაუჩნდებათ და,  როგორც ევროპულ ქვეყნებსა და თუნდაც ბრიტანეთშია, მოვლენ ხელისუფლებაში, მიიღებენ გადაწყვეტილებებს და,  ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქართველობა ნელ-ნელა მეორე და მესამე ადგილზე გადაიწევს. დააკვირდით ევროპაში საპროტესტო ტალღას. იქ ქუჩაში, ძირითადად, სწორედ ფერადკანიანები დგანან და აიძულებენ ხელისუფლებას, გადადგან ისეთი ნაბიჯები, როგორიც მათ სურთ და ამას, ძირითადად, ახერხებენ კიდეც“, – გვითხრა  ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

    მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მხოლოდ ქართული ბიზნესისთვის იაფი მუშახელის მიწოდებით გამოწვეული. მოგეხსენებათ, ევროპა ბოლო წლების განმავლობაში ჯიუტად ითხოვდა ხელისუფლებისგან, რომ დევნილები მიეღო, და ყოველთვის უარს იღებდა. როგორც ჩანს, ზეწოლას ვერ გავუძელით და დევნილებს ოფიციალურად კი არ ვიღებთ, უბრალოდ, საზღვრებს ვხსნით და ისინი საქართველოში ოფიციალურად შემოვლენ…

    ზუსტად 2 კვირის წინათ ადგილობრივმა ბიზნესმენმა საქართველოში ტაჯიკეთიდან ცოლ-ქმარი მოიწვია. ისინი აქ 3 თვეს უნდა დარჩენილიყვნენ, ემუშავათ, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ბილეთებისა და სასტუმროს ჯავშნის გარდა, ბიზნესმენმა მათ სადაზღვევო პოლისებიც გაუკეთა, ეს ყველაფერი სოლიდური თანხა დაუჯდა და… ცოლ-ქმარი და იმავე რეისზე მყოფი კიდევ 32 ტაჯიკი თბილისის აეროპორტიდან სამშობლოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს, მიზეზად კი სახელმწიფო უსაფრთხოება დაასახელეს. გასაგებია, როცა საქმე სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება, ხმა არავინ უნდა ამოიღოს, მაგრამ… ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებსაც ასე თუ ისე ვიცნობთ, ისინიც გვიცნობენ, უფრო საშიშები არიან, ვიდრე ავღანეთიდან შემომსვლელები? ან ტაჯიკებს უფრო ნაკლებად გავუგებთ, ვიდრე ეთიოპიელ თუ იემენელ მოქალაქეებს? სად არის ლოგიკა და რატომ ვაკეთებთ იმას, რაც თავიდანვე  ჩანს, რომ ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება? როგორ დავიჯერო, ათწლეულების განმავლობაში ტერორისტებად გამოცხადებული „თალიბანი“ და მისი წევრები, ახლა დაჭკვიანდნენ და საფრთხეს აღარ წარმოადგენენ?! ის თალიბები, რომლებსაც ამერიკამ ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროებით რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი დაუტოვა?!

    სირია ავიღოთ – ვერ ვნახეთ სოციალური ქსელებით, რა ხდებოდა ამ ქვეყანაში, როგორ ხოცავდნენ ადმიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ  ქრისტიანები ან გაქცეული პრეზიდენტის მომხრეები იყვნენ? სწორედ სირიელი დევნილების მიღებას მოითხოვდა ევროპა კატეგორიულად და ასევე კატეგორიული უარი მიიღო  ხელისუფლებისგან, ახლა კი… ახლა  ნებისმიერი სირიელი, უბრალოდ, ბილეთს იყიდის და აქ საცხოვრებლად თუ სამუშაოდ ჩამოვა; გვერწმუნეთ, იმის გათვალისწინებით, რაც იქ ხდება, ჩამოვა  არა ერთი და ორი ათეული თუ ათასეული. ყველა სიკეთესთან ერთად, ამ ხალხს სჭირდება სამოსახლო, ღამის გასათევი და ისინი იმ დაცარიელებულ ქართულ სოფლებს მოედებიან, რომელთა პატრონები ან საზღვარგარეთ არიან წასული ბედის საძებნელად, ან – დედაქალაქში. დაგვიჯერეთ, რომ ისინი უარს არ იტყვიან ნახევრად დანგრეულ სახლებზე, რადგან არ უკვირთ ასეთ სახლებში ცხოვრება; რაც მთავარია, მათ ეს ყველაფერი სამოთხედ მოეჩვენებათ, რადგან არ გაიგონებენ საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენის  ხმას და დარწმუნებულნი იქნებიან, რომ ავტომატიანი ტერორისტები არ შეუღებენ კარს…  ეს ხალხი იმუშავებს იმის მესამედ და მეოთხედ ხელფასზე, ვიდრე ადგილობრივები მოითხოვენ, და ნელ-ნელა ჩაანაცვლებენ ჩვენებურებს. ზუსტად ისე ჩაანაცვლებენ, როგორც მოპედზე შემომსხდარი კურიერები განდევნეს ნელ-ნელა ბაზრიდან და ახლა ძალიან უნდა გაგიმართლოს, სახლში გამოძახებული კურიერი ქართველი რომ იყოს ან ქართული ენა იცოდეს. ძირითადად, პაკისტანელები, ინდუსები და ჩინელები არიან, არც ქართული იციან, არც – ინგლისური, მაგრამ… მოგვარდება ეს პრობლემა, ჩინურის სწავლას რომ დავიწყებთ.

    ისე, თუ არ იცით, რუკას მაინც დახედეთ და ნახავთ, რომ საქართველო ძალიან პატარაა მრავალმილიონიანი ქვეყნებიდან გაჭირვებული ხალხის მისაღებად, მათ დასასაქმებლად და დასაპურებლად.  ეს ყველაფერი აუცილებლად გაზრდის კრიმინალსაც. ამდნ ადამიანს ჩვენი ქვეყანა, უბრალოდ, ვერ გამოკვებავს და ბევრი იძლებული იქნება, მოიპაროს, გაძარცვოს, დააყაჩაღოს. ამასთანავე, იგივე ავღანეთი ნარკოტიკული საშუალებების ერთ-ერთი საბადოა და იქიდან ნარკოტიკების შემოტანის არაერთი მცდელობა იქნება. ახლა არ თქვათ, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დადგებაო. საქართველოს კი არა, გაცილებით დიდ ქვეყნებს უჭირთ ნარკოდანაშაულთან გამკლავება. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით ნარკოტიკების შეძენა  მარტივად შეიძლება ინტერნეტით, თანაც ისე, რომ ამ ნარკოტიკს სწორედ ის ინდუსი თუ ჩინელი კურიერები მოგართმევენ შინ.

    ეს არის უდიდესი საფრთხე როგორც ქვეყნისთვის, ისე ჩვენი გენოფონდისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში შობადობამ იკლო და სიკვდილიანობა გაიზარდა, ისედაც რთული მდგომარეობა გვაქვს და ახლა, შობადობა უცხოელების ხარჯზე თუ გაიზრდება, ერი  ნელ-ნელა გადაგვარებასა და  „გაფერადებას“ დაიწყებს. არ არის ეს შოვინიზმი, ეს საქართველოზე ზრუნვაა, ქვეყანაზე, რომელიც ძლივს გადარჩა, ძლივს მოვიდა დღევანდელობამდე და ახლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბრძოლველად, უომრად დავთმოთ ის, რის გამოც მილიონობით ქართველი ბრძოლის ველზე დაეცა. ვერ გეტყვით, ვის წინაშე გვაქვს ვალდებულება,  ასე მოვიქცეთ, მაგრამ გაიარეთ ნებისმიერ დიდ ქალაქში და მიხვდებით, რომ მდგომარეობა უკვე კატასტროფულია და, თუ საზღვრებს გავხსნით, შეუქცევადი პროცესები დაიწყება. მერე უკვე გაჭირდება ათიათასობით ადამიანის ქვეყნიდან გაძევება, მერე ვეღარ დაანამუსებ მათ, ისტორიულ ძეგლებს გაუფრთხილდნენ და, თუ ქართველი დემონსტრანტები ფოიერვერკებს პარლამენტის შენობის მიმართულებით ისროდნენ, უცხოელები ქაშუეთისკენ ისე მიმართავენ, წამითაც არ დაფიქრდებიან.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                        

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here