Home რუბრიკები საზოგადოება ტარიელ სუხიაშვილი: პოლიტიკოსობის ამბიცია თუ გაქვს, უნდა ხვდებოდე, რომ, მესამე ძალა კი...

ტარიელ სუხიაშვილი: პოლიტიკოსობის ამბიცია თუ გაქვს, უნდა ხვდებოდე, რომ, მესამე ძალა კი არა, მეორე ძალაა საჭირო

3222
ტარიელ სუხიაშვილი

უკვე მეორე ნომერია, “საქართველო და მსოფლიოსაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს რიგითი მოქალაქეებისგან ისმენს იმ მიზეზებს, რომლებმაცოცნებისხელისუფლება არჩევნებში კრახამდე მიიყვანა. საზოგადოებაში გახშირდა საუბარი ახალი ძალის შექმნაზე და ხშირად ამ ძალას მესამე ძალად მოიხსენიებენჩვენი გაზეთის დღევანდელი სტუმარიასაქართველო და მსოფლიოსაქტიური მკითხველი, თბილისელი ტარიელ სუხიაშვილი, რომელსაც განსხვავებული თვალსაზრისი აქვს.

_ ის, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა, მოულოდნელი არც ჩემთვის ყოფილა და არც ბევრი ჩემნაირი ქართველისთვის. არ გამკვირვებია ხელისუფლების კრახი, რადგან საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობაერთი და იგივე ძალაა, ოღონდ სხვადასხვა გუნდით წარმოდგენილი.

საკმაოდ ცნობილი ადამიანები, მათ შორის, პოლიტიკოსებიც, გამუდმებით საუბრობენ ორ ძალაზე, რაც ძალიან მიკვირს, რადგან ორი ძალა არ არსებობს. რამდენიმე ხნის წინათ წავიკითხე პოლიტიკოს კახა კუკავას ინტერვიუ, სადაც ის მესამე ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე საუბრობდა. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რადგან, თუ პოლიტიკოსობის ამბიცია გაქვს, უნდა ხვდებოდე, რომ, მესამე ძალა კი არა, მეორე ძალაა საჭირო. ქვეყანას ერთი ძალა მართავს, ეს უნდა ვაღიაროთ, ეს პრინციპული საკითხია, რადგან, როდესაც ქვეყანაში ერთი ძალა დომინირებს, დიქტატურაა; თუ ორი ძალა _ მაშინ დემოკრატიაა და შეკითხევბიც აღარ ჩნდება და არც უკმაყოფილებაა. აუცილებელია, ვაღიაროთ, რომ ამ ქვეყანას ერთი ძალა მართავს, ოღონდ სხვადასხვა სახელწოდებით. ქვეყნის მმართველი ეს ერთი ძალა დაფინანსებულია დასავლეთიდან, არის მეორე მხარეც _ ურაპატრიოტების, რომლებიც განდიდების მანიით არიან შეპყრობილნი და იმდენიც ვერ მოიფიქრეს, რომ შიდა კვლევები ჩაეტარებინათ, ერთი საერთო კანდიდატი დაესახელებინათ და არჩევნებს ყველა ვარიანტში მოიგებდნენ _ პირველივე ტურში გაიმარჯვებდნენ.

ამ ვითარების შემხედვარეს, არაფრის იმედი არ მაქვს. ახლა 2020 წლის არჩევნებს ელოდებიან და ფიქრობენ, რამე შეიცვლება, თანაც სასიკეთოდ, მაგრამ ასე არ არის… თუ 2020-ისთვის არ გამოჩნდა ახალი, მეორე ძალა, ძალა, რომლის გამოჩენისაც ასე ეშინიათ და გააფთრებით ეწინააღმდეგებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მოქმედი ხელისუფლება ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობით, არაფერი გვეშველება.

_ რა პრეტენზიები გაქვთ ხელისუფლებასთან, რა უნდა გაეკეთებინათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ასე არ ჩატარებულიყო?

_ პიარსამსახურებია მობილიზებული იმისთვის, რომ სახელისუფლო კანდიდატი, უფრო ზუსტად, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიყვანონ; ქალი, რომელიც არის ძალიან აქტიური, ძალიან ლიბერალი. ზურაბიშვილის გამარჯვება ვითარებას დაარეგულირებს, საქმე ის არის, რომ, თუ მთავრობა დირექტივებს დასავლეთიდან იღებდა, სალომე ზურაბიშვილის პირობებში ეს აღარ დასჭირდება, რადგან პრეზიდენტი დირექტივებს თვითონვე გასცემს. ინიციატივებს თვითონ პრეზიდენტი მიაწვდის მთავრობას ან უპირობო მხარდამჭერი იქნება ყველანაირი დირექტივისა, რომელიც დასავლეთიდან წამოვა.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს მეც და საზოგადოების დიდ ნაწილსაც _ რატომ გვიხატავენ აპოკალიფსურ სურათს, რომ, თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, დავიღუპებით? მაინტერესებს: ეს სახელმწიფო აღარ არის? რას ჰქვია, მიშა დაბრუნდება? ქვეყანა დაიქცევა? ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს?

მიშას დაბრუნების, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად მთავრობას ეშინია, რადგან, ალბათ, გადანაწილებული ბიზნესწილების დაბრუნება მოუწევთ, თორემ ხალხს, რაც ჰქონდა, იგივე დარჩება.

ნაციონალების მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება თქვენმა გაზეთმა კარგად იცის, მაგრამ ახლა ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ძალიან მადარდებს: ნაციონალების მმართველობის პერიოდში უკმაყოფილო ხალხი რუსთაველის გამზირზე გარბოდა და პროტესტს იქ გამოხატავდა. დღეს პროტესტის გამოსახატად გამოსული ვინმე დაგინახავთ, გარდა არასამთავრობოებისა, დასავლეთის ფულებით გადაგვარებული ადამიანებისა? ხალხი პროტესტს აღარ გამოხატავს, რადგან დამშეულია და ერთადერთი, რასაც აკეთებენ, ისაა, რომ უკანმოუხედავად ტოვებენ ქვეყანას. პროტესტის გრძნობის გაქრობა ყველაზე საშიში მოვლენაა ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ეს დასაფიქრებელი მომენტია, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს.

“მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესიაო”, _ ნათქვამია. ოცნებისსაქციელი მოყვრულად მოსული მტრის საქციელს მაგონებს. პროტესტი ჩაქრა, დამშეული ადამიანისთვის ყველაფერი სულერთია. პროსესტთან ერთად ღირსებაც გაქრა. ქვეყანა ნელი სიკვდილით კვდება, რაც ძალიან ცუდია.

_ პრემიერმა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაგვაცნო. 600 ათას მოქალაქეს, რომლებსაც ბანკის ვალი ჰქონდათ, ვალი გაუნულდათ და .. შავი სიებიც გაუქმდა. თანხა ფონდმაქართუმდაფარა.

_ ერთი შეხედვით ცუდი არ არის ეს საქმე, მაგრამ ასე ჩამოჭრილი ფული, სხვისი გადახდილი ფული, კარგი არ არის, რადგან ხვალ, შესაძლოა, ძმრად გვადინონ. უკეთესი იქნებოდა, შეღავათიანი სესხები მიეცათ ხალხისთვის ვალების გადასაფარად და ნორმალური მუშაობისა და ცხოვრების პირობები შეექმნათ. რატომ გააკეთეს ეს ახლა და არა 2012 წელს?

“ქართუ ბანკს” 2011-12 წლებში ვსტუმრობდი, სესხის აღება მინდოდა, მაგრამ მიპასუხეს, რომ მხოლოდ მსხვილ ბიზნესს აფინანსებდნენ, თანხა 50 ათასზე მეტი უნდა ყოფილიყო, რომ მოეცათ. მაშინ ვუთხარი, რომ მსხვილი ბიზნესი მხოლოდ ნაციონალებს ჰქონდათ, რომ უბრალო მოქალაქეებს მსხვილი ბიზნესის საშუალება არ აქვთ. მხრები აიჩეჩეს და ხელცარიელი გამომიშვეს. უკვე გამარჯვებულები რომ იყვნენ, მაშინაც ასეთი პასუხი გამცეს და ვკითხე: ისევ ნაციონალებს აფინანსებთ-მეთქი?

_ რას იტყვით ხელისუფლების იდეოლოგიაზე? რა აქვთ შესაცვლელი?

_ თქვენმა გაზეთმა ბიძინა ივანიშვილს უამრავი შეკითხვა დაუსვა, ყველა ამ შეკითხვის პასუხი მეც მაინტერესებს და თქვენთან ერთად მეც ველოდები პასუხებს. ძირითადად ყურადღება გამახვილებული გქონდათ იდეოლოგიურ საკითხებზე, თუმცა მინდა ვიკითხო: აქვს კი ამ ხელისუფლებას იდეოლოგია? იდეოლოგია უნდა იყოს ერის ტრადიციებზე დაფუძნებული, მომავალზე ორიენტირებული, რასაც ვერ ვხედავ.

იდეოლოგიაზე ვერ დაელაპარაკები ადამიანს, რომელიც ლუკმაპურის შოვნაზეა გადართული, მშიერ ადამიანს ეროვნული ფასეულობები არ აწუხებს. მშიერს ერთადერთი იდეოლოგია აქვს _ საჭმელი იშოვოს.

_ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას ხალხმა საკმაოდ მძლავრად შემოულაწუნა, რაც კარგი გაკვეთილია, და ამის გათვალისწინებით ბევრი რამ შეიძლება სასიკეთოდ შეიცვალოს?

_ მეეჭვება, რამე შეიცვალოს, პირიქით, მგონია, რომ ვითარება უფრო გამძაფრდება, უფრო დაიძაბება და, თუ გვინდა, რომ მართლაც რამე შეიცვალოს 2020 წლისთვის, მეორე ძალა უნდა შეიქმნას. ამისთვის ახლა საუკეთესო პერიოდია, მაგრამ რატომღაც ყველა გვერდს უვლის ამ საკითხს. მხოლოდ თქვენს გაზეთში წავიკითხე დიმიტრი ლორთქიფანიძის ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა: ჩვენდა სავალალოდ, ვერ შევძელით ახალი ძალის შექმნა, ვერ ჩამოვყალიბდით ვერაფერზეო.

_ რა იდეოლოგიის უნდა იყოს მეორე ძალა?

_ დღეს არსებული პოლიტიური პარტიებიდან ზოგი ამერიკისკენ იშვერს ხელს და ზოგიც _ რუსეთისკან. არადა, მნიშვნელოვანია, რომ პირველ ადგილზე ქვეყანაში დოვლათის შექმნა იყოს. თუ ეკონომიკურად არ დავდექით ფეხზე, უფრო დიდ საქმეებზე ვერ ვიზრუნებთ. მშიერ ადამიანს არაფერი აინტერესებს, ეს უნდა გვახსოვდეს. როდესაც ყოფითი პრობლემები მოგვარებულია, ღირებულებებსა და ფასეულობებზე ფიქრი მერე იწყება. არავის შეურაცხვყოფ, ამ გაჭირვებულ ადამიანებს შორის ჩემს თავსაც ვგულიხმობ.

თუ ქვეყნის მოწყობა გვინდა, დოვლათის შექმნაზე უნდა ვიზრუნოთ. ბანკებს აგინებენ. არადა, ბანკი უნდა არსებობდეს, რათა ხალხს სესხებით დაეხმაროს, ამ ხალხმა კი, თავის მხრივ, დოვლათის შექმნაზე უნდა იზრუნოს, სახელმწიფომ _ ბაზრის პოვნაზე.

საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ მოსავლის მოყვანა უფრო ძვირი ჯდება, ჩვენ ვერც ერთ მეზობელს კონკურენციას ვერ გავუწევთ. თურქეთიდან შემოდის სოფლის პროდუქტები იაფად, რადგან საბაჟო მათ ბარიერებს არ უქმნის, ადგილობრივი პროდუქტი გაცილებით ძვირია, რადგან სწორედ მცირემიწიანობის გამო მოსავლის მოყვანა ძვირი გვიჯდება. სახელმწიფო არ იცავს თავის ბაზარს და არც სხვა ქვეყნების ბაზრის მოპოვებაზე ფიქრობს. რუსეთს აგინებენ, თითს იშვერენ მისკენ, მაგრამ იმაზე არავინ ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სასურველი ბაზარი რუსეთშია. მათგან ჩვენც შეგვიძლია შევიძინოთ იაფად პროდუქტები და ჩვენიც გავყიდოთ.

ქვეყანას არ აქვს უსაფრთხოების სათანადო ზომები მიღებული, სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულება დოვლათის შექმნა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვაა. ქვეყანა კოლოსალურ თანხებს იხდის იარაღსა და ჯარის გაწვრთვნაში, მაგრამ არავისგან და არაფრისგან დაცული არ ვართ.

თქვენმა გაზეთმა სწორი შეკითხვები დაუსვა ბიძინა ივანიშვილს, მეც ვუერთდები ამ შეკითხვებს და აქვე დავამატებ: ბავშვებს უფასო მგზავრობის ბარათები აქვთ, მაგრამ მასწავლებელს ხელფასს არ უმატებენ. ასეთივე პრობლემაა ჯანდაცვის სფეროშიც. ოპერაციებს აფინანსებენ, მაგრამ ვის ჯიბეში მიდის ბიუჯეტიდან გასული ეს თანხები?

გული მტკივა ყველაფერზე, სპეციალისტები არაფერს ამბობენ, არ ინტერესდებიან, მე კი დილეტანტი ვარ და მხოლოდ შეკითხვების დასმა შემიძლია. ეს ქვეყანაც მეცოდება და ეს ხალხიც.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here