Home ახალი ამბები საქართველო სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა

სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა

1065
სირია

სირია მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებისგან არაკონტროლირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. ოფიციალურმა თბილისმა დაგმო სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.

“სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის) არაღიარების პოლიტიკას”, _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ.

საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენმა “სტრატეგიულმა პარტნიორებმა”, რომლებსაც ფინიასავით შესციცინებს თვალებში საქართველოს ხელისუფლება, და რომელებიც მხოლოდ სიტყვით გვიჭერენ მხარს და საქმით არაფრის მაქნისები არ არიან, ამჯერადაც ბედის ანაბარა მიგვატოვეს. რეალობა გვკარნახობს, რომ ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სინამდვილეს თვალს არ გავუსწორებთ, ევროპა-ამერიკის ძახილს თავს არ დავანებებთ და რუსეთთან პირდაპირ დიალოგს არ დავიწყებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here