Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინას ნატოს სამიტზეც აღარ ეპატიჟებიან

საქართველოსა და უკრაინას ნატოს სამიტზეც აღარ ეპატიჟებიან

ალიანსის სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 14 ივნისს არის დაგეგმილი, პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველო და უკრაინა, არ მიუწვევიათ

462
საქართველოსა და უკრაინას ნატოს სამიტზეც აღარ ეპატიჟებიან

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: ნატოს სამიტი, რომელიც 14 ივნისს არის დაგეგმილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება. ეს ცნობილი შეიქნა ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების სხდომის ჩატარების შემდეგ, რომელზეც სამიტის დღის წესრიგი განისაზღვრა. ნატოში ოფიციალურად განმარტეს, რომ ალიანსის წევრებს განზრახული აქვთძალიან კამერული სამიტისჩატარება სახელმწიფო მეთაურების დონეზე და სამიტზე პრეზიდენტ ბაიდენთან იმსჯელებენ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე ამერიკის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მოსალოდნელია გადაწყვეტილების მიღება “დღის წესრიგზე “ნატო-2030”, რათა გავუმკლავდეთ ამჟამინდელ და სამომავლო გამოწვევებს”.

თბილისსა და კიევს განზრახული ჰქონდათ ამ სამიტზე დასწრება ნებისმიერ რანგში, თავიანთ განცხადებებში ხომ (რომლებიც, ძირითადად, შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი) დაუფარავად ამბობენ, რომ ალიანსში შესვლა “პრაქტიკულად გადაწყვეტილია”, ამიტომ მათ ამ თეზისის დადასტურება სჭირდებათ სიმბოლურ დონეზე მაინც.

რაც შეეხება კონკრეტულად უკრაინას, ის იმედოვნებდა, რომ ბრიუსელში იმსჯელებდნენ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემაზე. ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ყველას არწმუნებდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, კიევში ვიზიტისას ამერიკულმა მხარემ “სრულად დაუჭირა მხარი” უკრაინისთვის წევრობის გეგმის მიცემასა და ალიანსში ქვეყნის ინტეგრაციას, მაგრამ მსგავსი რამ ჰორიზონტზეც არ ჩანს. შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ მისი უწყებამუშაობს უკრაინისა და საქართველოს სამიტში ჩართვის ფორმატზე”. მისი თქმით, “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დისკუსიის დაწყება, შესაბამისი პროცესის დაძვრა”.

მაგრამ ვისთან და რომელ ფორმატში აპირებენ თბილისი და კიევი ასეთი დისკუსიის დაწყებას, არავინ იცის. დუმს გერმანია, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე არჩევნების შედეგებს ელოდება; ჩუმადაა საფრანგეთიც, სადაც არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს. უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების საკითხზე ჯერჯერობით სოლო გამოსვლები აქვს ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგს, რომელმაც მარტის ბოლოს განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესვლის ვადების განსაზღვრა, რადგან ამისთვის საჭიროა კონსენსუსი”.

აპრილის ბოლოს უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს თანამშრომლობის საკითხებზე და გადაწყვიტეს, “კოორდინირებულად იმოქმედონ ნატოსა და ევროკავშირში შესვლასთან მიახლოების მიზნით”, “რადგან დასავლური ელიტები არ ჩქარობენ მათ მიწვევას გაერთიანებაში”.

ამ თემაზე იმსჯელეს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა _ ვლადიმერ ზელენსკიმ და სალომე ზურაბიშვილმა. ამა წლის თებერვალში კიევმა გაამხილა ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ზოგიერთი დეტალი და განაცხადა, რომ აპირებს, ვაშინგტონის მხარდაჭერით შექმნას სამმხრივი სამხედრო ალიანსი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მონაწილეობით. ამ განცხადების კომენტირებისას დასავლელი ექსპერტები ამბობდნენ, რომ ვაშინგტონი კიევის, თბილისისა და კიშინიოვისთვის “ფრონტისპირა” სახელმწიფოების სტატუსის მინიჭებას აპირებს. რა გამოვა ამ პროექტიდან და გამოვა თუ არა საერთოდ რამე, არავინ იცის, თუმცა მოლდოვამ პროექტიდან, ასე ვთქვათ, ამოვარდნა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჯერ კიდევ 2008 წელს განიხილავდა უკრაინისა და საქართველოს განაცხადების მიღებას ინტეგრაციისთვის მოქმედების გეგმის შესახებ. იმხანად ნატოს ბუქარესტის სამიტზე ორივე ქვეყანამ უარი მიიღო. შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომსაქართველოს ნატოს წევრობის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე უკრაინასდაუახლოეს პერსპექტივაში საქართველო ნატოს 31- წევრი იქნება”, მაგრამ საქართველოს წარმატებული სვლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ნატოში კი მიმდინარეობს დახურული დისკუსიები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ინტეგრაციაზე შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ესმით, რომ თბილისსა და კიევს სურთ არა უბრალოდ დასავლეთის მხარეს გადასვლა, არამედ რუსეთთან დაპირისპირებაში თავიანთი პრობლემების მის მხრებზე გადატანა, უფრო მეტიც, ისინი იმედოვნებენ, რომ დასავლეთის დახმარებით დაიბრუნებენ კონტროლს დაკარგულ ტერიტორიებზე.

ავსტრიული გამოცემა Wiener Zeitung-ი წერს: “მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სამხედრო მრჩევლები უკვე იმყოფებიან ქვეყანაში, ისინი კიევის მხარეს არ იბრძოლებენ”, სხვათა შორის, არც თბილისის.

საქართველოსა და უკრაინას ნატოს სამიტზეც აღარ ეპატიჟებიან

გერმანული გამოცემა JUNGE WELTის ვარაუდით, ნატოში უფრთხიან იმას, რომ კიევსა და თბილისში გარკვეული ძალები ალიანსს ჩაითრევენქართულ სცენარში”, როცა თბილისი 2008 წელს შეეცადა სსრკის დაშლის შემდეგ მისგან წასული რეგიონების დაბრუნებას. “შედეგად, _ წერს გამოცემა, _ დღეს საქართველო ისევე არ არის ახლოს ნატოს წევრობასთან, როგორც იმხანად, უკრაინა კი კიდევ უფრო შორსაა”. რაც შეეხება ნატოს, ალიანსი, უბრალოდ, თავს იზღვევს, რომ სტრატეგიულად უმნიშვნელო ტერიტორიული კონფლიქტების მძევლად არ იქცეს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ამუშავებენ უკრაინელი და ქართველი სტრატეგები პარალელურ სცენარებს: თუკი ნატოს ბლოკი ლაჩრობას გამოიჩენს, ისინი ერთობლივი, “მოკავშირულიძალებით შექმნიან ვითარებას მოვლენებში ალიანსის წევრი ქვეყნების ჩართვის მიზნით. ე.ი., უკრაინასა და საქართველოში შიდა პოლიტიკური ძალები შეეცდებიან ამ კარტის თავიანთ სასარგებლოდ გათამაშებას და დასავლეთის თავიანთ მძევლად გადაქცევას. ამიტომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესვლაზე ნატოს მოქმედების ტაქტიკის ცვლილება მიუთითებს დასავლეთის სამხედროპოლიტიკური კავშირის განზრახვაზე, შეცვალოს პოზიცია და არ გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ნატოს ტაქტიკის ცვლილება აშშისა და რუსეთის პრეზიდენტების _ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის _ სამომავლო შეხვედრის გამო მოხდა.

ამიტომ სტოლტენბერგის ხმამაღალი განცხადებები შამანის შელოცვად უფრო აღიქმება: უკრაინა და საქართველო იქნებიან ალიანსის წევრები, ოღონდ როდის _ არავინ იცის.

ყველაფერი მიდის იქით, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებები ადრე თუ გვიან კრემლთან ერთი ერთზე დარჩებიან, ზურგს უკან კი დასავლელი პარტნიორები არ ეყოლებათ, რომელთა გარეშეც კარდინალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას თავს არიდებენ.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here