რუსეთი საუდის არაბეთს საზენიტო–სარაკეტო სისტემებს С-400 “ტრიუმფს” მიაწვდის. ამის შესახებ რუსული მედია სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
საუდის არაბეთი ასევე რუსეთისგან იყიდის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, ნაღმსატყორცნებს, მძიმე ცეცხლსატყორცნ სისტემებს და ავტომატებს.გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის დადებულია კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც სამეფოში კალაშნიკოვის ავტომატების ლიცენზიური წარმოება დაიწყება. პენტაგონმა აშშ-ს მოკავშირეებისთვის C-400 -ის მიწოდების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამავე დროს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მიშელ ბენდაზმა აღნიშნა რომ აშშ-ს და საუდის არაბეთს ‘სამხედრო შესყიდვების სფეროში მყარი ურთიერთობები აქვთ. 6 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთისთვის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სიტემების მიყიდვა მოიწონა. კონტრაქტის ღირებულება, მომსახურების, სათადარიგო ნაწილების და მოწყობილობების მიწოდების გათვალისწინებით, 15 მილიარდი დოლარია.