Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის საგარეო უწყება: იმედია, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ...

რუსეთის საგარეო უწყება: იმედია, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს

68

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, რომლითაც უწყებამ უპასუხა მედიასაშუალებების შეკითხვას რუსეთსაქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმის შესახებ, ნათქვამია, რომ რუსეთი ერთგული რჩება რუსეთსაქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარებისა. ეს ყველაფერი ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებშია და პროცესიც ორმხრივი უნდა იყოს.

“რუსული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანაზე დაწესებული აკრძალვა დროებითია. არაერთხელ მივუთითეთ მისი გაუქმების პირობებზე. ისინი კარგადაა ცნობილი ქართული მხარისთვის. საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეჩერებასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ასევე, არ შეიძლება უგულებელვყოთ სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. რუსეთი იძულებული შეიქნა, მიეღო ზემოაღნიშნული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციის საპასუხოდ. ამასთანავე, ჩვენ ერთგული ვრჩებით რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარებისა. ეს ყველაფერი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია, მაგრამ პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს”, _ აღნიშულია უწყების პასუხში.

mid.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here