Home რუბრიკები პოლიტიკა რა სურს თურქეთს კავკასიაში

რა სურს თურქეთს კავკასიაში

826
რა სურს თურქეთს კავკასიაში

თურქეთი მიისწრაფვის რეგიონული ლიდერის როლი შესრულებისკენ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ნაწილობრივ _ ბალკანეთში, კავკასიაში და გაატაროს თავისი ინტერესები _ თურქეთის ეკონომიკური და საგარეოპოლიტიკური აქტივობა, თანაც არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაში; მოწოდებულია იმისთვის, რომ შექმნას დამატებითი მოედანი საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე მოსკოვთან სავაჭროდ.

2020 წლის 15 სექტემბერს, ნურიფაშას კავკასიის ისლამური არმიის მიერ ბაქოს დაპყრობიდან 102-ე წლისთავზე, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა საჩვენებელი ფრენები განახორციელეს კასპიისპირა რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯის თავზე.

“აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ძმობა და მეგობრობა მსოფლიოსთვის სამაგალითოა”, _ განაცხადა იმავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც მისასალმებელი წერილი გაუგზავნა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ალიევი წერილში მადლობას უხდის თურქეთის ხელმძღვანელობას ბაქოს პოზიციების მხარდაჭერისთვის მიმდინარე წლის ივლისში აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებაში, რომლის მონაწილე თითოეული მხარე პასუხისმგებლობას მოწინააღმდეგეს აკისრებს.

რა სურს თურქეთს კავკასიაში

2020 წლის თებერვლის ბოლოს თურქეთის პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტისას მიღწეული იქნა შეთანხმება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აზერბაიჯანისთვის 200 მლნ თურქული ლირის (დაახლოებით 30 მლნ დოლარი) გამოყოფაზე სამხედრო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შესაძენად თურქეთის სამხედროსამრეწველო კომპლექსისგან, რომელიც ბოლო პერიოდში წარმატებით ვითარდება პერსპექტიული მიმართულებებით. ბაქოსთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ანკარა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ფართოვდება შეთანხმებების ბაზა ენერგეტიკისა და სამთო-მომპოვებელ დარგებში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ჩართულობით. 2019 წელს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის საქონელბრუნვა 4,5 მლრდ დოლარი იყო; 2023 წელს კი, ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, 15 მლრდ-ს უნდა მიაღწიოს.

ილჰამ ალიევის განცხადებით, “აზერბაიჯანმა თურქეთის ეკონომიკაში 17 მლრდ დოლარი ჩადო, თურქულმა ინვესტიციებმა აზერბაიჯანში კი 12 მლრდ შეადგინა. აზერბაიჯანულ კომპანიასოკარსახალი გეგმები და ახალი საინვესტიციო პროექტები აქვს. მათი რეალიზაციის შედეგად აზერბაიჯანული ინვესტიციების რაოდენობა თურქეთის ეკონომიკაში 20 მლრდ დოლარს მიაღწევს”.

2019 წელს დასრულდა ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობა. შედეგად, აზერბაიჯანმა განიმტკიცა თავისი პოზიციები თურქეთის ბუნებრივი აირის ბაზარზე. 2020 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანი ლიდერია თურქეთისთვის მიწოდებული “ცისფერი სათბობის” მიხედვით (თითქმის 5,5 მლრდ კუბ.მ, მატება 23,4%-ით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). ამასთანავე, იქმნება ერთობლივი მედიაპლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ღრმა ინტეგრაციასა და დაუპირისპირდება ე.წ. შავ პროპაგანდას.

ბაქოში დარწმუნებულნი არიან, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სტრატეგიული ალიანსი და ორმხრივი პარტნიორობა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ჰეიდარ ალიევმა პრინციპით “ერთი ერი _ ორი სახელმწიფო”, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერევანში კი პირიქით _ არ მალავენ შეშფოთებას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობის პირობებში ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება ნებისმიერ მომენტში გამოიწვევს მორიგ სამხედრო ესკალაციას. მიუხედავად იმისა, რომ ივლისის მოვლენები შეტაკების ინტენსიურობითა და მსხვერპლის რაოდენობით ჩამორჩებოდა 2016 წლის აპრილის 4-დღიან ომს, ივლისის მოვლენების საგარეო-პოლიტიკური ექო გაცილებით ხმამაღალი აღმოჩნდა.

ჩვენი სამხედრო მრეწველობა _ უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით დაწყებული, ელექტრონული სისტემებითა და სხვა ტექნოლოგიებით დამთავრებული, აზერბაიჯანის განკარგულებაშია. აზერბაიჯანისთვის შეიარაღების ახალი სისტემის გადაცემის გარდა, ჩვენ მზად ვართ, შეიარაღების უკვე არსებული სახეობების მოდერნიზაციისა და მათი ერთობლივი წარმოებისთვის”, _ განაცხადა 16 ივლისს ბაქოს დელეგაციასთან შეხვედრისას თურქეთის თავდაცვის მრეწველობის ხელმძღვანელმა ისმაილ დემირმა. და ძალიან მალე აზერბაიჯანში გადაფრინდა თურქეთის რამდენიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი A400, სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების ტვირთით.

ბაქო, რომელსაც თურქეთის მხარდაჭერის იმედი აქვს, სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს კონფლიქტის ესკალაციაზე, ამასთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან ელმარ მამედიაროვის გადაყენების შემდეგ უფრო შემტევი სტილი აირჩია რუსეთთან პოლიტიკურდიპლომატიურ ურთიერთობაში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან გაისმა ბრალდება, რომ მოსკოვი სხვისი ხელით ცდილობს, მწყობრიდან გამოიყვანოს საექსპორტო მილსადენი და აზერბაიჯანი გააძევოს თურქეთის ენერგეტიკული ბაზრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანსა და საქართველოსთან თანამშრომლობის წინ წამოწეულ ფორმატებს შორის ერთ-ერთია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობების მიერ 2018 წელს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულია ღონისძიებების ფართო სპექტრი, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლა.

ზოგიერთი ბოლოდროინდელი მოვლენა და ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ დაძაბულობის მორიგ კერად შეიძლება იქცეს საზღვარი სომხეთისა და ნახიჩევანის ექსკლავთან, აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას დაშორებულ სომხურ ზანგეზურთან და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საზღვართან.

კონფლიქტის ტერიტორიებთან თურქეთის საზღვრის სიახლოვე მნიშვნელოვნად ამარტივებს ანკარასა და ბაქოს ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც გამოვლინდა ცოტა ხნის წინათ ჩატარებულ ერთობლივ სამხედრო სწავლებაში. მასში ჩართული იყო ცოცხალი ძალის, მძიმე ჯავშანტექნიკის, სარაკეტო-საარტილერიო სისტემების უპილოტო საფრენი აპარატებისა და მოიერიშე თვითმფრინავების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ნახიჩევანში გამართულ წვრთნებში სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩაიტანეს რამდენიმე ვერტმფრენი _ T-129 ATAK-ი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი

თურქეთის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში საჯაროდ მსჯელობენ ნახიჩევანსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე სამხედრო ბაზების განლაგებაზე, რაც, ერთი მხრივ, არ ეწინააღმდეგება ნატოში თურქეთის წევრობას, მეორე მხრივ _ ჯდება ყოფილიოსმალური სამყაროსპერიფერიებსა და მის საზღვრებს გარეთ (მაგალითად, აფრიკაში) საგარეოპოლიტიკური ექსპანსიის ლოგიკის ჩარჩოებში. ექსპერტთა ვარაუდით, ამ სწავლების შემდეგ თურქეთმა აზერბაიჯანში დატოვა მრავალმიზნიანი გამანადგურებლები _ F-16-ები ეკიპაჟებით, აგრეთვე, უპილოტო საფრენი აპარატები _ BavraktarTB2, რომლებიც ბრძოლებში გამოსცადეს სირიასა და ლიბიაში.

თურქეთის საგარეო-პოლიტიკური გააქტიურება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში გამოწვეულია იმით, რომ მას სურს შექმნას დამატებითი მოედანი საგარეო-პოლიტიკური ვაჭრობისთვის მოსკოვთან იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ანკარას. აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით თურქეთი პრეტენზიას აცხადებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ნაწილობრივ ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონული ლიდერის როლზე და თავისი ინტერესების გატარებისკენ მიისწრაფვის.

vpoanalytics.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here