Home რუბრიკები პოლიტიკა რა გვაქვს საზეიმო?

რა გვაქვს საზეიმო?

3391
კობახიძე, მარგველაშვილი, კვირიკაშვილი

საბედნიეროდ, არც ფრანგი ვარ, არც ბრიტანელი, არც ესპანელი, არც იტალიელი და არც რომელიმე სხვა ერის წარმომადგენელირატომ საბედნიეროდ? _ იმიტომ, რომ ვარ ქართველი და, მაშასადამე, არც ერთი ჩამოთვლილი თუ ჩამოუთვლელი კულტურული ერის წარმომადგენელზე ნაკლები არ ვარ! როგორც დიდმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ რეზო თაბუკაშვილმა ანდერძად დაგვიტოვა, ჩვენი სამშობლო არ მეცოტავება, მიხარია, რომ ვარ მართლმადიდებელი ქართველი და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ.

თუმცა ვინატრებდი, რომ ერთი დღით რომელიმე იმ ხალხის შვილი ვყოფილიყავი, რომლისთვისაც ეროვნული დამოუკიდებლობის დღე უდიდესი დღესასწაულია. მაგალითად, დროებით ფრანგი გავხდებოდი, რათა 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, რომელსაც ფრანგები, როგორც დამოუკიდებლობის, თავისუფლების დღეს, ისე ზეიმობენ, გამერკვია, რა განცდა, რა ემოცია გეუფლება, როდესაც ხედავ სამშობლოსადმი სიყვარულის საყოველთაო გამოხატვას.

მკითხველმა შეიძლება იფიქროს, _ რას მიედ-მოედება ეს კაცი, ხომ არ გააფრინაო, მაგრამ არა, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი ეს “ბოდიალი” იმის ბრალია, რომ მორიგი 26 მაისი კი იზეიმა და გვაზეიმა ხელისუფლებამ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის 26 მაისი ვერა და ვერ იქცა საყოველთაო ეროვნულ დღესასწაულად.

როდესაც ახალი წლის ან აღდგომის, ანუ მართლაც საყოველთაო დღესასწაულის მოლოდინში ხარ, დღეებს ითვლი, რაღაც მღელვარებს შენში.

ჩემს ჯეელობაში ბოლშევიკური 7 ნოემბრის, 1 მაისის (აღარაფერს ვამბობ 9 მაისზე) მოლოდინის ემოციებიც მახსოვს, მაგრამ ანალოგიური რამ არც ერთ 26 მაისს არ განმიცდია.

რატომ ვერ გახდა 26 მაისი ყველა ქართველისთვის საერთო ზეიმის დღე და ვერც ვერასოდეს გახდება?

ამის გარკვევას ქვევით შევეცდები…

პირველი _ იმიტომ, რომ ნოე ჟორდანიას მენშევიკურმა, სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ, 26 მაისს იძულებით გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელზეც ქართველ მენშევიკებს ანუ სოციალ-დემოკრატებს სიზმარშიც არ უოცნებიათ, რადგან თავს რუსეთის სოციალ-დემოკრატების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ. თორემ, სურვილის შემთხვევაში, ადვილად შეეძლოთ 1921 წელს რუსეთის მე-11 არმიის აგრესიის მოგერიება, რადგან შეიარაღებაც უკეთესი ჰქონდათ და გენერლებიც საუკეთესო ჰყავდათ, მაგრამ ჟორდანიამ გენერალი გიორგი მაზნიაშვილის, პოლკოვნიკი ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გენერალი გიორგი კვინიტაძისა და სხვა პროფესიონალი სამხედროების მხედრიონებს უვიცი ვალიკო ჯუღელი და მისი პარტიული ნიშნით შედგენილი ე.წ. სახალხო გვარდია არჩია. და, თუ დღევანდელობასთან პარალელს გავავლებთ, როგორც სააკაშვილმა ჩააბარა მიზანმიმართულად რუსებს ახალგორი და კოდორი, თვითონ კი უკრაინაში მოცოცხა, ასევე ჩააბარეს მენშევიკებმა სრულიად საქართველო ბოლშევიკებს და საფრანგეთში გადაიხვეწნენ.

მოკლედ, 26 მაისი თავიდანვე თარს დღედ დაგვებედა.

მეორე _ მენშევიკების შემდეგ იყო ბოლშევიკი კომუნისტების 70-წლიანი მმართველობა, რომლის დასრულების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რითაც პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულებს.

როგორც მახსოვს, იმ წელიწადს 26 მაისი არ გვიზეიმია და, შემდეგი 9 აპრილები რომ დასცლოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, დღეს 9 აპრილი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და არა შევარდნაძის მიერ თავსმოხვეული 26 მაისი.

“თეთრი მელას” მოტივაცია გასაგები იყო _ ყველაფერი უნდა წაშლილიყო, რაც ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდებოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, 9 აპრილი იქნება თუ 26 მაისი?

მთავარი შეკითხვა _ რა გვაქვს საზეიმო?

და ამ შეკითხვისდან გამომდინარეობს რიტორიკული ქვეკითხვები, რომლებსაც შევეცდები, სათითაოდ ვუპასუხო:

* საქართველო სახელმწიფოა და, თანაც, დამოუკიდებელი? _ სახაელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა თუ მხოლოდ გერბი, დროშა და ჰიმნია, მაშინ, კი, ბატონო, მაგრამ ვისზე და რაზე აღარ არის დამოკიდებული საქართველო? იქით _ ვენეციის კომისია, აქეთ _ სტრასბურგის ევროსაბჭო და სასამართლო თუ ბრიუსელის ევროკავშირი, ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული ასო “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” კაპიტან ეკა გიგაურის მეთაურობით, და მთელი არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, აშშ-ის ელჩი იან კელი, მოკლედ, მეხუთე კოლონა საქართველოში.

ეს ის ორგანიზაციები თუ პიროვნებები არიან, რომელთა დაუკითხავად ნაბიჯს ვერ დგამს ჩვენი ხელისუფლება.

სირცხვილისგან ყურები მეწვის, როდესაც გამახსენდება რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებაზე,_ პირისპირ შევხვდეთო, ჩვენი “ქსლისა მბეჭველი და პლასტილინი” პრეზიდენტის _ გიორგი მარგველაშვილის პასუხი,_ჯერ ჩვენს დასავლელ მეგობრებს დავეკითხებით, შეგხვდეთ თუ არაო აქედან გამომდინარე, ჰყავს კი საქართველოს ხელისუფლება? და, თუ კვირიკაშვილ-კობახიძე-მარგველაშვილის პოლიტიკურ მასტურბაციას ხელისუფლება ჰქვია, რა საჭიროა ასეთი ხელისუფლება?!

რისთვის ვუხდით უზარმაზარ ხელფას-პრემიებს საქართველოს პარლამენტარებსა და მინისტრებს? ამას არ სჯობს, პირდაპირ ვენეციის კომისიის, სტრასბურგისა თუ ბრიუსელის, ასოთა მეხუთე კოლონის, იან კელის რეკომენდაციებით (წაიკითხე, ბრძანებებით) ვმართოთ ქვეყანა?

* ან შეიძლება, რომ რობი უილიამსის უკანალის დანახვაში მილიონებს ვიხდიდეთ და გაჭირვებულ მოსახლეობას მიზერულ შემწეობას ვართმევდეთ?

* შეიძლება, რომ ტერიტორიებშემოძარცვული ქვეყანა, რომლის მოსახლეობის ნახევარი გადახვეწილია სამშობლოდან, დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდეს?

* შეიძლება, ამ უმძიმესი დემოგრაფიული მოცემულობის პირობებში, ქართული მიწა-წყლის გაყიდვა-არ გაყიდვის შესახებ ნორმალურ ქართველს შეკითხვა არ გაუჩნდეს?

ეს კითხვები რომც არ ყოფილიყო, 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის შემდეგ, როდესაც გვამები “თავისით ავიდნენ სახურავზე”, ხოლო დილით, როცა “კვლავ გადარეცხეს სისხლი ქვაფენილს” და ჩვენმა მიწაზე მხოხავმა, ჰალსტუხის მცოხნელმა მთავარსარდალმა სამხედრო აღლუმი ჩაიბარა (სწორედ იმ დღეს დაიწყო სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დასასრული), დამოუკიდებლობის დღის 26 მაისს აღნიშვნამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ლეგიტიმაცია დაკარგა.

აქედან გამომდინარე, 26 მაისი არათუ უნდა ვიზეიმოთ, არამედ უნდა გაუქმდეს 26 მაისისა და ვარდების მოედნები, ხოლო პარლამენტის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის გვერდით, დაიდგას 26 მაისს დაღუპულთა და სასტიკად დარბეული მოსახლეობის მემორიალიც, როგორც სიმბოლო სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმისა.

ხელისუფლებისთვის სილის გაწვნად აღვიქვი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა:

“რამდენიმე წლის წინათ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში. ახლა მოგიწოდებთ – იყავით იქ, სადაც ბრძანდებით. მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის. მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ”.…

პატრიარქის ეს სიტყვები რომ “გავშიფროთ”, “რამდენიმე წლის წინათ”, ალბათ, ხელისუფლების სათავეში “ქართული ოცნების” მოსვლას გულისხმობს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან ეიმედებოდა, რომ ბიძინა ივანაშვილი სასიკეთოდ შეცვლიდა ვითარებას ქვეყანაში.

სხვა დანარჩენი კი ასე გავიგე: კვირიკაშვილის (რომელიც, როგორც ხშირად ბოლო დროს, ახლაც გვერდს “უმშვენებდა” საქართველოს სულიერ მამას) მთავრობის იმედად თქვენი მტერი იყოს, დარჩით იქ, სადაც ხართ და სიმწრით ნაშოვნი თანხებით დაეხმარეთ თქვენს მოყვასს აქ, უბედურ საქართველოშიო

ისე, ერთი მართლაც საზეიმო რამ მაინც მოხდა _ სწორედ 26 მაისს 90 წლისა გარდაიცვალა ნეოლიბერალთა მთავარი იდეოლოგი, მართლმადიდებლობის, ე.ი. საქართველოს, ქართველი ერის დაუძინებელი მტერი, ამერიკელი პოლიტოლოგი და სოციოლოგი, აშშ-ის პრეზიდენტის _ ჯიმი კარტერის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ავადსახსენებელი ზბიგნევ ბჟეზინსკი, რომელიც, იმედია, ახლა ჯოჯოხეთის კუპრში ბანაობს.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here