Home ახალი ამბები მსოფლიო რასა იუკნევიჩიენე – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის...

რასა იუკნევიჩიენე – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება

114

ევროკავშირის პოლიტიკას განახლება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება გაფართოების პოლიტიკის სტაგნაციიდან გამოსავალი. ეს სტაგნაცია მოდის ევროკავშირის მოუმზადებლობისგან, რომ მიიღოს ახალი წევრები და არ არის დამოკიდებული მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების ევროპული რეფორმების პროგრესზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, სადაც ევროპარლამენტარები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხს განიხილავდნენ.

მისი თქმით, წევრობის პერსპექტივაში სიცხადის ნაკლებობა ნიშნავს ერთ რამეს, ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება.

„აღარ არის საკმარისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურთ, იმის თქმა, რომ „განახორციელეთ რეფორმები და შემდეგ ვნახავთ“. წევრობის პერსპექტივაში სიცხადის ნაკლებობა ევროკავშირის მხრიდან ნიშნავს ერთ რამეს, ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება. დაიკარგოს ნდობა ხალხში. შესაძლოა, ამ ქვეყნებმა რეფორმების კეთების კუთხით მოტივაცია დაკარგონ, ეს კი, გარდაუვალად, მათ უფრო მეტ არასტაბილურობას მოუტანს. სწორედ ამის დასაწყისს ვხედავთ საქართველოში, რაც მე ძალიან მაშფოთებს. როგორც კი ძალა გადაწონის , მისი შემობრუნება რთული იქნება. ასე რომ, უნდა ვიმოქმედოთ ახლა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here