Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა და ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს დეკრეტს სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ

პუტინმა და ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს დეკრეტს სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ

112

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა: ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის დეკრეტს მოაწერეს ხელი.

“ვხედავ, პუტინმა მოაწერა და მეც მოვაწერ”, _ განაცხადა ლუკაშენკომ სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს ონლაინ-სხდომაზე.

დეკრეტით დამტკიცდა 28 სამოკავშირეო პროგრამა, რომლებიც მოიწონეს სექტემბერში, აგრეთვე, 2021-2023 წლებში სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ შეთანხმების ძირითადი დებულებები.

პუტინმა ინტეგრაციის დეკრეტზე ხელის მოწერას წინგადადგმული სერიოზული ნაბიჯი უწოდა. “ის აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნების საშინაო პოლიტიკურ დღის წესრიგთან. ის დაკავშირებულია ჩვენი ეკონომიკების ეფექტიან ფუნქციობასა და მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებასთან, რომელიც, ჯამში, მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებისკენ”, _ აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

სამოკავშირეო სახელმწიფოს პროგრამებით გათვალისწინებულია სავალუტო სისტემების ინტეგრაცია, გადასახადების ამოღების საერთო პრინციპები, საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის თემატიკისადმი ერთნაირი მიდგომები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთობლივი წვდომა სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო შეკვეთებისადმი. ამას გარდა, საერთო იქნება მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მოხდება საგადასახადო სისტემების ინტეგრაცია და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ჰარმონიზაცია, შეიქმნება ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ა.შ. ერთობლივი ბაზრები.

როგორც სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანმა დიმიტრი მეზენცევმა განაცხადა, ახალი სამხედრო დოქტრინა აამაღლებს თავდაცვის შეთანხმებული პოლიტიკის დონეს, მიგრაციული პოლიტიკის კონცეფცია კი განსაზღვრავს ორივე ჯგუფის შინაგან საქმეთა სამინისტროების, უსაფრთხოების ორგანოების, სასაზღვრო სამსახურების, საგარეო პოლიტიკური უწყებების მოღვაწეობის მიმართულებებს მიგრაციის სფეროში.

რუსეთმა და ბელარუსმა სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ დოკუმენტებს 1999 წლის 8 დეკემბერს მოაწერეს ხელი. შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი დარგების საგზაო რუკების შესაქმნელად, რომლებიც მოგვიანებით ინტეგრაციის სამოკავშირეო პროგრამებად გარდაიქმნა, მათი განხორციელება მოხდება 2025 წლამდე (ზოგიერთის _ 2027 წლამდე).

მოსკოვმა და მინსკმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ სამოკავშირეო პროგრამებში არ არის საკითხები, რომლებიც გამოიწვევს სუვერენიტეტის დაკარგვას.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here