Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინის გადაწყვეტილება აშშ-ისთვის სილის გაწვნა და კოლექტიური დასავლეთის ფეხებზე დაკიდებაა

პუტინის გადაწყვეტილება აშშ-ისთვის სილის გაწვნა და კოლექტიური დასავლეთის ფეხებზე დაკიდებაა

335

მკითხველისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი პასაჟით მინდა დავიწყო წინამდებარე წერილირამდენჯერ მითქვამს თუ დამიწერია საქართველოს დღევანდელ, რბილად რომ ვთქვათ, სავალალო მდგომარეობაზე _ ჯერ ისედაც რა შავ დღეში ვართ და წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვიქნებოდით, საქართველოს დედაეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათალიკოსპატრიარქი ილია II რომ არ გვყავდეს, ჩვენს სამშობლოზე მზრუნველი და გადაშენებაგადაგვარების გზაზე მტკიცედ შემდგარი ქართველი ერის ყოფნაარ ყოფნის რეალური საფრთხის ჟამს განგაშის ზარების დამრისხებელი, საქართველოს ჭირისუფალი?! და რა არის ამ პასაჟში მკითხველისთვისაბსოლუტურად მოულოდნელი”? ჯერჯერობით არც არაფერი, რადგან ზემოაღნიშნული დაპირებულის მხოლოდ ნახევარია. “აბსოლუტურად მოულოდნელისთქმას კი პარალელების გავლებით ვაპირებ, პარალელების, რომელთა შინაარსიც ზემოქმულის თითქმის იდენტურია.

უბრალოდ, გეოპოლიტიკური მასშტაბებია გაცილებით დიდი და, აქედან გამომდინარე, გეოპოლიტიკური სპექტაკლის მონაწილე მთავარი აქტორებიც სხვები არიან. ფინალში სპექტაკლისა, რომელშიც რუსეთი (წაიკითხე ვლადიმერ პუტინი), ე.წ.კოლექტიური დასავლეთი, ნატო, აშშ (რომლის მიმართაც რუსეთის მსგავსად, “წაიკითხე ბაიდენი”-ს ვერ დავწერ, რადგან, რუსეთის ერთპიროვნული მმართველისგან განსხვავებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, როგორც მისი ერთწლიანი პრეზიდენტობის ანალიზი ცხადყოფს, ბევრი არაფერი მოეკითხება, რადგან აშშ-ს, ფაქტობრივად, სენატსა თუ კონგრესში უძლიერესი ფინანსური ლობის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და სპეცსამსახურები მართავენ) და უკრაინა თამაშობენ, იქიდან გამომდინარე, რომ ანგლოსაქსები ვეგეტარიანული კერძების სიყვარულით არ გამოირჩევიან, “ჰეფი ენდი” გამორიცხულია, რადგან კიევმა აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო კონფლიქტში ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა საზარბაზნე ხორცის როლის შესრულებაზე.

მომიტევეთ ეს, არცთუ მცირე ლირიკული გადახვევა და აღვირახსნილი რუსოფობები, ზემოთ შეპირებული პერიფრაზირებული პარალელის მოსასმენად მოემზადეთ _ ზნეობრივად ისედაც რა შავ დღეშია გარყვნილების მორევში დასახრჩობად განწირული თუ უკვე დამხრჩვალიკულტუროსანი.. კოლექტიური დასავლეთი და, წარმოგიდგენიათ, რა უიმედო დღეში იქნებოდა თავის დროზე მართლაც კულტურული, ზნეობისა და საზოგადოებრივი მორალის ფუძემდებელი თუ არა, ზოგადსაკაცობრიო (ჩვენს შემთხვევაში), ქრისტიანული ფესვებიდან აღმოცენებული ფასეულობაღირებულებათა მქადაგებელი და მიმდევარი დასავლეთი, რომ არა მართლმადიდებელი რუსეთის ეკლესია და რუსეთის თვალუწვდენელი იმპერიის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

მავანს შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს რუსეთის ქება და უფრო მეტიც _ იქნებ დითირამბების “მღერადაც” ჩამითვალოს, მაგრამ რა ვქნა, არსენა მარაბდელის არშინისა არ იყოს, მეც ჩემი საზომით ვუმზერ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. თანამედროვე მსოფლიოს კი ცხოვრების წესად გაუხდია ცნობილი ფრაზა _ “თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია”, რომელსაც დოსტოევსკის რომანის პერსონაჟს, ივანე კარამაზოვს მიაწერს მავანი… თუმცა, რომ იტყვიან, ჯანდაბას მათი თავი და ტანი _ მთავარი უბედურება არის ის, რომ სოდომის ცოდვას ძალით ახვევენ თავს ნაცნობ-მეგობრებს, სკოლის ასაკიდანვე ე.წ. გენდერულ გაკვეთილებზე რყვნიან ჩვენს შვილებს და მშობელმა, კაი ბიჭი ხარ და, გააპროტესტე, მყისვე, ჩვენში ძველი თბილისური ჟარგონით თუ ვიტყვით, “ვირის აბანოში” ამოგაყოფინებენ თავს… მსოფლიოს ლგბტზაცია _ აი, ლიბერალი მხეცების მთავარი მიზანი. ეს არის იდელოგია, რომლის ფუძემდებლები და მთავარი პროპაგანდისტები ოკეანისგაღმელი ჩვენისტრატეგიული მოკავშირეები”, ანგლოსაქსები, თანაც უმაღლესი რანგის თანამდებობების პირები არიან.

მაგალითები გნებავთ? თავის დროზე, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ამერიკის ყველა შტატში (იმხანად ასეთი შტატი მხოლოდ 7 იყო) ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონება იყო. მისის ჰილარის ამ სურვილს მეორე დღესვე საფუძველი გაუმყარა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ჰუსეინ ობამამ განცხადებით, რომ იგი მსოფლიოს მასშტაბით დაიცავდა ლგბტ-პედერასტების უფლებებს. ერთ-ერთ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც აღიარა, რომ სტუდენტობის ჟამს თანაკურსელთან სოდომისტური კავშირის გამოცდილება ჰქონდა. პრეზიდენტ ობამას არც “მძინარა ჯო” ჩამორჩა და ახლახან რადიაციული ნარჩენების უტილიზაციის დარგში პრეზიდენტის თანაშემწედ ახალგაზრდა ტრანსგენდერი, სემ ბრინტონი, დანიშნა…

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ერთ-ერთი ქადაგებისას განაცხადა, რომ ე.წ. მეორედ მოსვლა ძალიან, ძალიან ახლოსაა. ბიბლიის სწავლების მიხედვით, მეორედ მოსვლას სატანის მეფობა უძღვის. და, თუ მეორედ მოსვლა ძალიან, ძალიან ახლოსაა, გამოდის, რომ ახლა სატანის მეფობის პერიოდში ვცხოვრობთ. სატანა თუ ვინმეს რქიან-ჩლიქიანი ხილული რამ ჰგონია, ძალიან ცდება _ აქედან გამომდინარე, უღმერთო კოლექტიური დასავლეთის (აშშ) და მართლმადიდებელი რუსეთის დაპირისპირებაში აშშ-ს, როგორც სატანისტურ ძალას, ისე განვიხილავ და ამიტომ, და არა მხოლოდ ამიტომ, ერთმორწმუნე რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის ჩემი სიმპათია…

წინამდებარე წერილზე მუშაობის პროცესში “წამომეწია” ცნობა იმის შესახებ, რომ ანგლოსაქსებმა, ბოლოს და ბოლოს, აისრულეს ნანატრი, შეაცდინეს თუ აიძულეს უკრაინის კლოუნი პრეზიდენტი ზელენსკი, ვლადიმერ პუტინის რუსეთს ღიად დაპირისპირებოდა. და ახლა რუსეთსა და ფაშისტურ უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ალბათობა დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ნატოს მხარდაჭერისა, სავარაუდო უთანასწორო ომში უკრაინის სახელმწიფოებრიობა უკანასკნელ წუთებს ითვლის, რადგან ვლადიმერ პუტინმა თვითგამოცხადებული დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნო და ახალ პოლიტიკურ სუბიექტებთან სამხედრო თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი.

ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის რეგულარული ჯარი სრულიად ლეგიტიმურად შევა ახალგამომცხვარი რესპუბლიკების ტერიტორიებზე და უკრაინის “უძლეველ” არმიასთან ომს 2-3 დღეში დაამთავრებს. რაც შეეხება კიევისთვის ამ უაზრო ომის პოლიტიკურ ასპექტებს, პუტინის გადაწყვეტილება არის აშშ-ისთვის სილის გაწვნა და კოლექტიური დასავლეთის ფეხებზე დაკიდება.

და ჩვენს საყურადღებოდ: იქნებ ახლა მაინც მოეგოს გონს ქოც-ნაცების ხელისუფლება და, სანამ ნატოს “ღია კარში” შევა, თავი დაანებოს “მოძმე” უკრაინის მხარდამჭერი ბაირაღების ფრიალს და ნაგვის ბუნკერებში თავჩარგულ ქართველ ხალხზე იზრუნოს, თორემ თბილისიდან 25 კილომეტრში განლაგებული რუსული არმია, რაც 2008-ში დაგვაკლო, ახლა შეგვისრულებს.

ნუთუ ვერ ხვდებით, რომ 21 თებერვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი უკან აღარ დაიხევს?

დავით მხეიძე

P.S. 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობას შეიძლება გეოპოლიტიკური მიწისძვრა ვუწოდოთ. მართალი ყოფილა გამონათქვამი: Ðუყყკმე ლროგრ ზთაპჭგთბი, ნრ ქძყიპრ ყკთჩუი

სსრკის ღალატით დაშლის შემდეგ, მართლაც, რამდენი ითმინეს, რამდენი შეურაცხყოფა აიტანეს გასული საუკუნის 90-იან წლებში და, აჰა, გაძარცვულ, სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეულ რუსეთს უფალმა მხსნელად ვლადიმერ პუტინი მოუვლინა, რომელმაც ჯერ ფეხზე დააყენა დაჩოქებული სამშობლო და შემდეგ ისე გააძლიერა, რომ ანგლოსაქსების მიერ მართული ლიბერასტული .. კოლექტიური დასავლეთი სერიოზულად შეშფოთდა, მაგრამ გვიანღა _ 21 თებერვლის ღამის შემდეგ პლანეტამ სხვა რეალობაში გაიღვიძა. რაც შეეხება საქართველოს, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა. მას, ეტყობა, დაავიწყდა, რომ მისი შფოთის წამალი თბილისიდან 25 კილომეტრით დაშორებული რუსეთის სამხედრო ბაზაა, რომელიც, თუ საქართველო უაზრო შფოთვას განაგრძობს, რაც 2008-ში დაგვაკლო, დღეს დაგვიმატებს! არადა, თუ დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებს, ვლადიმერ პუტინმა შეიძლება სოხუმი და ცხინვალი არ დაგვიბრუნოს, მაგრამ ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნებაში დაგვეხმაროს, მაგრამ მეტი არაა ჩვენი მტერი, საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯი გადადგას, თბილისსა და კიევს ხომ ერთი მმართველი ჰყავს _ აშშ?! ჰოდა, მეტი რა ჩარაა _ კიევში ყირიმის დაბრუნებაზე იოცნებონ, ხოლო თბილისში _ სოხუმისა და ცხინვალის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here