Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთისა და გერმანიის ურთიერთობა გამწვავდა: კაჩინსკი გერმანიის მეოთხე რაიხზე ალაპარაკდა

პოლონეთისა და გერმანიის ურთიერთობა გამწვავდა: კაჩინსკი გერმანიის მეოთხე რაიხზე ალაპარაკდა

ევროკავშირთან სამართლებრივი კონფლიქტის ფონზე პოლონეთმა გაამწვავა ტონი გერმანიასთან ურთიერთობაში, _ იუწყება გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemaine. პოლონეთის მმართველი პარტიის “სამართალი და სამართლიანობის” (PIS) ხელმძღვანელმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ “ბერლინს მეოთხე რაიხის აშენება სურს”.

ამასთანავე, ვარშავიდან სულ უფრო ხშირად ისმის ბერლინისადმი მოწოდება, გადაიხადოს რეპარაციები მეორე მსოფლიო ომისთვის. ყურადღებას იპყრობს ანტიგერმანული სარეკლამო კამპანიაც, რომელიც მიმართულია გერმანიის ელჩის დისკრედიტაციისკენ.

პოლონეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა იაროსლავ კაჩინსკიმ ჰენრიკ სენკევიჩის ცნობილი ნაწარმოებიდან მოიყვანა ციტატა და განაცხადა: “ევროპა მძიმე გამოცდის წინაშეა. გერმანიამ ბანქო გახსნა და სურს, ააშენოს მეოთხე რაიხი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ პარტიის სხდომაზე”.

russian.rt.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here