“უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დიდი ხანია აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ბიძინა ივანიშვილთან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ”, – ამის შესახებ სატელევიზიო გადაცემაში Zіткнення с Роксаной Руно უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა.
სტუდიის სტუმარმა პოროშენკო-ივანიშვილის მოლაპარაკებების მიზეზიც ახსნა. „ყველა არხზე საუბრობენ, რომ თუკი სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის პოლიტიკურ ოპოზიციურ საქმიანობას, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდება“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი აზრით, სააკაშვილის და პოროშენკოს ღირებულებათა ბაზა ძალიან განსხვავდება. საყვარელიძის განცხადებით, თავად პეტრო პოროშენკო არ იწვოდა სურვილით, შეეშვა სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში.