Home რუბრიკები პოლიტიკა პატარა კახის ზარბაზანში ჩასატენი საქართველოს მტრები

პატარა კახის ზარბაზანში ჩასატენი საქართველოს მტრები

5330
პატარა კახის ზარბაზანში ჩასატენი საქართველოს მტრები

ერთი შეხედვით პარადოსია, მაგრამ ფაქტი: 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის შედეგად, რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სოხუმცხინვალის აღიარების შემდეგ უკვე 9 წელიწადია გასული, მაგრამ ისინი, მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მიმართ თხოვნამუდარისა თუ აფხაზეთსამხრეთ ოსეთში ჩატარებული პლებისციტებისა, რომლებშიც აფხაზებმა და ოსებმა ლამის ერთხმად დაუჭირეს მხარი რუსეთის ფედერაციაში შესვლას, დღემდე ვერ იქცნენ რუსეთის ფედერაციის სუბიექტებად. უფრო მეტიც, ევრაზიულ კავშირშიც კი არ განიხილება მათი მიღება.

რატომ?

იმიტომ, რომ ამით რუსეთი დიალოგის დაწყების შესაძლებლობას უტოვებს ლიბერასტული ხელისუფლების ხელში ჩავარდნილ საქართველოს. აქედან გამომდინარე, კითხვა: ვის უფრო სჭირდება ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა _ რუსეთს თუ საქართველოს, ვფიქრობ, რიტორიკულია.

მკითხველი, ალბათ, შეამჩნევდა, რომ სოხუმ-ცხინვალზე საუბრისას არ გამომიყენებია მათ მიმართ ისეთი დამამცირებელი ეპითეტები, როგორიც არის ეგრეთ წოდებული, დე ფაქტო, არაღიარებული და .. არც ქვემოთ ვაპირებ ჩვენი ხელისუფლების (ქოცებისა და ნაცების), აგრეთვე, დასავლელი “მეგობრების” საყვარელი და ჩვეული ლექსიკით საუბარს და ამას ვაკეთებ სრულიად შეგნებულად, რადგან დღეს სხვა რეალობაა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული ეპითეტების გამოყენება კონტრპროდუქტიულია და, რაც უფრო სწრაფად შევიგნებთ ამას, მით უკეთესი.

აგერ, ახლახან, ცხინვალის შეიარაღებული ძალების რუსეთის არმიასთან შერწყმა გადაწყდა (ისევე, როგორც ცოტა ხნის წინათ სოხუმის) და დოკუმენტს მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ხელმოწერა აკლია, რასაც დიდხანს არ დააყოვნებს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანის ტიტულს არავის უთმობდა, ახლახან კი, დასავლეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველაზე ძლევამოსილის თიკუნიც დაისაკუთრა.

ეს მცირე ლირიკული გადახვევაა ჩვენი ურაპატრიოტების საყურადღებოდ.

ცხინვალის (ასევე _ აფხაზეთის) შეიარაღებული ძალების რუსეთის არმიასთან შეერთებას რუსეთისთვის არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა რომ არ აქვს სამხედრო თვალსაზრისით, დილეტანტისთვისაც ისევე ცხადია, როგორც ის, თუ რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი.

ყირიმი ხომ სამუდამოდ დაიბრუნა მოსკოვმა, დიახ, დაიბრუნა და არა მიისაკუთრა, რადგან, ისტორიულად ყირიმი არასოდეს ყოფილა უკრაინის ტერიტორია, ამიტომ სერიოზული პოლიტიკოსები აღარც კი აპროტესტებენ ამ ფაქტს, თუმცა სანქციები ინერციით კიდევ ექვსი თვით გაუგრძელეს რუსეთს, რაც, კარგა ხანია, ფეხებზე ჰკიდია ამ ქვეყნის ხელისუფლებასა და მოსახლეობას.

სოხუმ-ცხინვალის ამბები კი იმას ნიშნავს, რომ არც სამხრეთ კავკასიაში აპირებს რუსეთი რაიმეს დათმობას და სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, საზოგადოდ, ჩვენი ხელისუფლებისა და, კონკრეტულად, პიროვნულად აბსოლუტური ნოლის, პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის რეაქცია:

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს მერამდენედ აღიარეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვთ, ხოლო პირადად გიორგი კვირიკაშვილმა, _ ამ საკითხს, სადაც ვიქნები, ყველგან კატეგორიული სიმკაცრით დავაყენებო.

დაახლოებით ანალოგიური რამ განაცხადა პრეზიდენტად წოდებულმა კიდევ ერთმა არარაობამ _ გიორგი მარგველაშვილმა

ყირიმის ნახევარკუნძული სამუდამოდ დაუბრუნდა დედარუსეთს, ადრე თუ გვიან, იგივე ბედი ელის ოდესასა და კიევს, რადგანაც, ყირიმისა არ იყოს, არც ერთი არასოდეს ყოფილა უკრაინის. და, საერთოდ, უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არასოდეს არსებობდა.

ისტორიულად იყო კიევის რუსეთი და არა კიევის უკრაინა. კიევს რუსეთის ქალაქების დედასაც ეძახდნენ, იქ მდებარეობს რუსი მართლმადიდებელი ერის უდიდესი სიწმინდე, კიევ-პეჩორის ლავრა.

ეს, რაც შეეხება ისტორიულ სამართლიანობას, რომელმაც მისცა მორალური უფლება (სამხედრო ისედაც ჰქონდა) ვლადიმერ პუტინს, ეთქვა _ ყირიმის საკითხი დახურულია და ამ თემის განხილვას არავისთან ვაპირებთო.

აი, ახალი რეალობის სურათი, რომლის დანახვაც არ უნდა დასავლეთის მოიმედე ნაც-ქოცების ხელისუფლებას. დასავლეთისა, რომელიც არც ამჯერად დაიშურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციებს, რომელთა პოლიტიკური ეფექტი, როგორც ყოველთვის, ნულის ტოლი იქნება.

თუმცა რაღაც სარგებლის ნახვა მაინც შესაძლებელი იქნება _ გაეროს, ეუთოს, აშშის, აგრეთვე, სხვამეგობარიქვეყნების მიერ წლების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს თუ შეაგროვებს ჩვენი ფარჩაკი ხელისუფლება, ტუალეტის ქაღალდის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის საქართველო.

სერიოზულად კი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესები იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ნახტომისთვის ემზადება. ეს, უწინარესად, აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნას გულისხმობს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორც მეზობელი სომხეთის ეკონომიკისთვის, ასევე, ჩვენი “ისტორიული მტრის” _ რუსეთის სამხედრო ინტერესებისთვის გიუმრის ბაზის მიმართულებით. რკინიგზა უეჭველად გაიხსნება და, თუ ჩვენი ცხელი თავები არ მოისვენებენ, რომლებსაც სჯერათ, რომ ქართულ ჯარს რუსეთის სამხედრო მანქანასთან დაპირისპირება შეუძლია და რკინიგზაზე დივერსიულ თავდასხმებს მიმართავენ, რუსეთის არმიას სარკინიგზო ჯარებიც ჰყავს და ამ შენაერთებს განალაგებს რკინიგზის დასაცავად…

საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ჩვენს “მეგობარ” ევროპაში, რომელსაც, რომ იტყვიან, თავისი თავი გასჭირვებია _ ბრექსიტს უკვე მოაწერა ხელი ბრიტანეთის დედოფალმა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს გასვლა ევროკავშირიდან ტექნიკის საქმეა.

სავარაუდოდ, საფრანგეთსა და იტალიაშიც ევროსკეპტიკოსები მოვლენ ხელისუფლებაში და წლის ბოლომდე ეს ქვეყნებიც მიიღებენ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას გერმანიაში გასამართი არჩევნების შედეგებზე, რომელიც ბებერ ევროპაში სულ ბოლოს, ამა წლის გვიან შემოდგომაზე გაიმართება.

და ვინღა დარჩება ევროკავშირში _ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები?

ამ ქვეყნების ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობა ლამის ძმობას ეფიცება პუტინს და ყველაზე მთავარი _ აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში დაიწყო ანტისოროსული მძლავრი მოძრაობა, რომელიც ჯერ მაკედონიაში ვიხილეთ გასულ კვირაში და რომელიც ქართული მედიის “ფლაგმანის”, სიტყვის თავისუფლების “გარანტის” _ “რუსთავი 2”-ის ყურადღების მიღმა დარჩა და თქვენმა მონა-მორჩილმა რუსეთის “ტენდენციური” არხებით ვუყურე გამოფხიზლებას გამოსოროსებული მაკედონიელებისა, რომლებმაც შტურმით სცადეს სოროსის ფონდის ოფისის აღება.

ფილანტროპად შერაცხილი და სინამდვილეში მიზანთროპი ჯორჯ სოროსის ფონდს მაკედონიაშიც და სხვაგანაც ერთი სახელი _ “ღია საზოგადოებაჰქვია თურმე, პლუს იმ ქვეყნის დასახელება, რომლისკეთილდღეობისთვისაციღვწის ბებერი მიზანთროპი!

დიდი ალბათობით, მოძრაობა ანტისოროსი დომინოს პრინციპით განვითარდება და მაკედონიის, სლოვენიის, სერბეთის მსგავსად აღმოსავლეთ ევროპას მოედება, რადგანაც იქ მიხვდნენ, რომ მათი უბედურებების სათავე, რუსეთი კი არა, საკუთარი გამოსოროსებულობაა.

ჯორჯ სოროსს, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აღარ სარგებლობს, პირველად რუსეთში ამოარტყეს ჭიტლაყი და ქვეყნიდან გააძევეს, მას კი მსოფლიო სავალუტო ფონდიც მიაყოლა ვლადიმერ პუტინმა და დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, სინამდვილეში მეხუთე კოლონის, საქმიანობა მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარა.

რა ვითარებაა ამ დროს საქართველოში?

რა და, ყველას გვახსოვს, როგორი პომპეზურობით უმასპინძლა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ამომგდებ მიზანთროპ (კაცთმოძულე) სოროსს, რაც ქართველი ერისთვის სულში ჩაფურთხების ტოლფასი იყო.

თუმცა ეს გასაკვირი არ არის იმ კაცისგან, რომელმაც განაცხადა _ სოროსი მე ვარო…

მსოფლიოში სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაა აგრესიულ ნეოლიბერალურ იდეოლოგიასა და “ახალგამოღვიძებულ” კონსერვატორებს შორის!

პირველის ლიდერები, პრაქტიკულად შეუზღუდავი ფინანსური რესურსებით, არიან სატანისტი ჯორჯ სოროსები, რომლებიც ლგბტ საზოგადოებას ლობირებენ მსოფლიოში.

კონსერვატორების, ანუ ტრადიციული ღირებულებების დამცველად კი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია განიხილება.

ამ ფონზე საგანგაშო სურათის კონტურები იკვეთება საქართველოში.

იქმნება ერთიანი ანტიქართულლიბერასტული ფრონტი: უსუფაშვილის პარტია, რომელთანაც შემდგომში გაერთიანდება მარგველაშვილი და მისი მხარდამჭერები, აგრეთვე, ბოკერიაუგულავას დაჯგუფება და ნაცებთან ასოცირებული არასამთავრობოების ლიდერები. ამ სიმსივნეს კი თავის მეტასტაზებიანად დააფინანსებს ჯორჯ სოროსი. საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარზე.

ეს იქნება ყველაზე საშიში ანტიქართული ძალა, რომელიც კი ოდესმე შექმნილა საქართველოში და ქართველი საზოგადოების ვალია, ჩანასახშივე აღკვეთოს ლიბერასტი ხლისტების მცდელობები.

რუსეთის მაგალითზე სოროსის ფონდს მსოფლიოს სავალუტო ფონდიც უნდა მივაყოლოთ, რომლის “დახმარება” დღეს ძვირად დაუჯდება ჩვენს შთამომავლობას ხვალ.

საგანგაშო ფაქტია, რომ ამ ყველაფრის განხილვა, მსჯელობა პუბლიცისტიკის დონეზე ხდება და არ ჩანან, ან კიდევ უარესი, გამოჩენის ეშინიათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევდნენ.

პრაქტიკულადაც და თეორიულადაც საქართველოსთვის არსებობს ორი გზა:

პირველი _ დავყვეთ ნეოლიბერასტების ნებას, უარი ვთქვათ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, ანუ ნებაყოფლობით დავადგეთ დაღუპვის, გადაშენების გზას.

და მეორე _ გზა ერეკლესი, პატარა კახისა:

გვეყოს ვაჟკაცობა და ვაღიაროთ, რომ ქართველი ერის გადარჩენის ერთადერთი გზა მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე გადის, რაც ბუნებრივად გულისხმობს ერთმორწმუნე რუსეთთან უმჭიდროეს კავშირს.

“მაია წყნეთელიდან” ზარბაზანი ხომ გახსოვთ, რომლიდან გასროლითაც ამილახვარს რომ დაუფრთხეს ძილი?

აი იმ ზარბაზანში უნდა ჩავტენოთ სოროსისღია საზოგადოება _ საქართველოსთამადობით ყველა ასო, იგივე მეხუთე კოლონა, სულგაყიდული პოლიტიკოსები, ბიძინას ბაგაზე დაბმული .. შემოქმედებითი ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც ვერაფერს ხედავს და არაფერი ესმის, საქართველოს აშკარა თუ ფარული მტრები

ჰოდა, ისეთი ბათქით და ისე შორს უნდა გავისროლოთ პატარა კახის დიდი ზარბაზნიდან, რომ სრულიად მსოფლიოს ხლისტებს დავუფრთხოთ ძილი _ საქართველოს მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთთან ერთად ყოფნით არ უწერია გადაშენება-გადაგვარება!

დავით მხეიძე

3 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here