კოვიდპანდემია დასრულდა და… არც დასრულდა! 2022 წლისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები უმეტეს ქვეყნებში ფაქტობრივად უკვე გაუქმებული იყო და არც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო სპეცოპერაციას (2022 წლის თებერვალში) გამოუწვევია კოვიდის ახალი აფეთქება ერთად თავმოყრილ ჯარისკაცებში არც ერთ მხარეს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მხოლოდ 2023 წლის 5 მაისს გვამცნო, რომ 2020 წლის 30 იანვარს გამოცხადებული „ჯანმრთელობის სფეროში მსოფლიოში შექმნილი საგანგებო ვითარება“ აღარ წარმოადგენს საგანგაშო საფრთხეს მსოფლიოსთვის, მაგრამ იქვე დასძინა: მიუხედავად იმისა, რომ პანდემიას „კლების ტენდენცია“ აქვს, 2020 წლის 11 მარტს გამოცხადებული „პანდემია არ დასრულებულა“, კვლავ ძალაში რჩება და ახალ–ახალ შტამებს, ახალ ვირუსებსაც და კიდევ უფრო უარეს პანდემიებსაც ელოდეთო, „დაგვამშვიდა“!
ვინაიდან ზოგიერთ სახელმწიფოში კოვიდის დიაგნოზით (დიახ დიაგნოზით და არა კოვიდით) ისევ საკმაოდ ბევრი ადამიანი იღუპებოდა მსოფლიოში, ამიტომ ოფიციალური მონაცემები დაავადება–სიკვდილიანობის შესახებ ოთხ-ნახევარ წელს მოიცავს – 2020 წლის 30 იანვრიდან 2024 წლის 4 აგვისტომდე.
მონაცემები ასეთია (დამრგვალებული რიცხვების სახით):
კოვიდით „დაავადებულთა“ რაოდენობა – 776 მლნ (დაავადებულებში ჯანმო გულისხმობს არა შესაბამისი კლინიკური სიმპტომატიკის მქონე პაციენტებს, არამედ დადებითი PCR–ტესტების მქონე, პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებსაც), ანუ მსოფლიო მოსახლეობის 10%-ს; ამ კონტინგენტიდან გარდაცვლილთა რაოდენობა 7 მლნ–ია, ანუ 1%–ზე ოდნავ ნაკლები (წელიწადში – 1,55 მლნ). საერთოდ, რა მიზეზითაც უნდა გარდაცვლილიყო ადამიანი, თუნდაც კიბოთი ან ტრავმის(!) შედეგად დაღუპულიყო, თუკი მას ტესტი დადებითი აღმოაჩნდებოდა (რომლის ჩატარებაც სავალდებულო იყო საავადმყოფოში მოხვედრილი აბსოლუტურად ყველა პაციენტისთვის), სიკვდილის მიზეზად იწერებოდა კოვიდი ყველგან – მთელ მსოფლიოში. სამედიცინო პერსონალი ისე იყო დაშინებული ჯანმოს მიერ (ჭირისუფალზე აღარაფერს ვამბობ), რომ გარდაცვლილის პათანატომიური შესწავლა პრაქტიკულად არ ხდებოდა არსად. ჯანმოს მიერ მოწოდებული მონაცემებით, ზემოაღნიშნულ პერიოდში წელიწადში საშუალოდ მხოლოდ ერთი ადამიანი იღუპებოდა ყოველი 5 100 მცხოვრებიდან (8 მლრდ : 1,55 მლნ = 5 100)!
მიუხედავად სიკვდილიანობისა და განსაკუთრებით დაავადებიანობის მხრივ არცთუ საგანგაშოდ დიდი მაჩვენებლისა, ჯანმომ მაინც გამოაცხადა პანდემია და ისე დააშინა მთელი მსოფლიოს მოსახლეობა თავიანთი ხელისუფლებიანად, რომ ლამის ყველა საზღვარი ჩაიკეტა, ყველა საწარმო–დაწესებულება გაჩერდა–დაიხურა, ხალხი სახლებში გამოიკეტა, ეკონომიკა და, საერთოდ, ყველაფერი ჩაკვდა რამდენიმე წლით; სამაგიეროდ არნახული მასშტაბები მიიღო ჯანმოს მიერ ინიცირებულმა ნაძალადევმა ვაქცინაციამ სათანადოდ შეუმოწმებელი, შეუსწავლელი და უმძიმესი გართულებების გამომწვევი ვაქცინებით. 2024 წლის ბოლოს მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ჯანმოს თავკაცმა ტედროს გებრეიესუსმა უტიფრად განაცხადა: „ჩვენ არავის ვაიძულებდით არც ნიღბების ტარებას, არც ლოქდაუნებს, არც ვაქცინაციას. ჩვენი ამოცანა იყო, დავხმარებოდით მთავრობებს ხალხზე ზრუნვაში“! ეს კაცი – გებრეიესუსი (ჯანმო), მართლაც მხოლოდ რეკომენდაციებს იძლეოდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით (კოვიდსაწინააღმდეგო ზომები იქნებოდა ეს, ავადმყოფის მკურნალობა გაიდლაინებით თუ ხალხის დაცვა–პროფილაქტიკა საყოველთაო ვაქცინაციის გზით), ოღონდ შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციებს; აი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი რომ გვაძლევს ხოლმე „მეგობრულად“, დაახლოებით ისეთებს, ოღონდ კიდევ უფრო მასშტაბურსა და უსიტყვოდ აღსასრულებელს (აქვე აუცილებელია, აღინიშნოს, რომ 2017–2018 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ანუ ექვს თვეში 330-მილიონიან აშშ-ში 49 მილიონი ადამიანი (ყოველი მეექვსე) გრიპით დაავადდა, მაგრამ ეპიდემია მაინც არ გამოცხადებულა, კოვიდის პანდემიის დროს კი 3,5 წელიწადში – 107,9 მლნ, ანუ 15,5 მლნ – ექვს თვეში, გრიპთან შედარებით 3,6-ჯერ ნაკლები)!
სანამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებსა და ვაქცინაციაზე ვიტყოდეთ რამეს, ჯერ თავად პანდემიის შესახებ მოგახსენებთ.
„კოვიდ-19-ის პანდემიაზე პასუხისმგებელია ამერიკის შეერთებული შტატები. ეს იყო სამხედრო ოპერაცია, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პენტაგონი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი“,– განაცხადა რობერტ კენედი-უმცროსმა პრეზიდენტობის კანდიდატმა 2024 წელს. მას მხარი აუბა იმავე პერიოდში დანიშნულმა ნიდერლანდების ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა, ქალბატონმა ფლერ აგემამ: „კოვიდ-19 – ეს სამხედრო ოპერაცია იყო, რომელიც ნატოს ხელმძღვანელობით ტარდებოდა ნიდერლანდების ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სააგენტოსთან ერთად. ბრძანებებს ნატოსგან ვიღებდით, მინისტრად დანიშვნისთანავე გამაფრთხილეს ნატოს წინაშე ვალდებულებების შესახებ. კოვიდზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპები ნატომ შეიმუშავა და მათი გავრცელება ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხორციელდებოდა. მთავრობის რეაგირება პანდემიაზე – ეს იყო ნატოს წინაშე ვალდებულებების შესრულება“. ნიდერლანდების სამედიცინო ეთიკის სპეციალისტი ვენდი მიტმაიერი: „ამ სამხედრო ოპერაციის შესახებ არ შეიძლებოდა ლაპარაკი ოთხი წლის განმავლობაში. მე ვაფასებ მინისტრის აღიარებას, მის პატიოსნებას“. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბევრი ფიქრობს, რომ პანდემიის დროს შევედეთში გატარებული მთელ ევროპაში ყველაზე რბილი პოლიტიკა სწორედ იმით აიხსნება, რომ იგი ნატოს წევრი მხოლოდ 2024 წელს გახდა და მას ასცდა ნატოს სახელმძღვანელო პრინციპები.
„აშშ-ის მთავრობაა პასუხისმგებელი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ყველაზე დიდ დანაშაულზე – კოვიდ–19-ის პანდემიაზე“, – ამას უკვე წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ოჰაიოდან ჯიმ ჯორდანი ამბობს. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან პენტაგონი იქნება ეს, ნატო თუ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, ყველა შეერთებულ შტატებს, მის ხელისუფლებას ემორჩილება, უნდა ემორჩილებოდეს და, თუკი არ ემორჩილება, პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე მაინც მას ეკისრება.

საერთოდ, აცრების ანუ ვაქცინაციის შესახებ ნებისმიერ ადამიანს სურს პასუხის მიღება ორ მთავარ კითხვაზე:
პირველი – რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა, ანუ ახლავს თუ არა მას რაიმე სერიოზული გართულება?
და მეორე – რამდენად ეფექტიანია იგი – რამდენ ხანს იცავს ადამიანს ავად გახდომისგან (ან თუნდაც მძიმე ფორმით დაავადებისგან), ანუ რამდენ ხანს გრძელდება ვაქცინაციით გამომუშავებული იმუნიტეტი?
კითხვას – რამდენადაა გამოცდილი ვაქცინა და უვნებელია თუ არა მასში შემავალი ინგრედიენტები? – იგი არც კი სვამს, რადგანაც აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფრის ზედამხედველობა-კონტროლს სახელისუფლო სტრუქტურები და, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და უსაფრთხო წამალ-ვაქცინებით მომარაგება ხომ მათი პირდაპირი მოვალეობაა.
გავეცნოთ კოვიდსა და ვაქცინაციაზე მოგვიანებით გამჟღავნებულ ზოგიერთ ფაქტს და სპეციალისტების, აგრეთვე, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გასაჯაროებულ მოსაზრებებს ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ. არსებული ზღვა მასალიდან, ცხადია, მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილს მოვიყვან, ოღონდ სარწმუნოსა და ავტორიტეტულს.
ჟურნალ Lancet-ის (ეს არის 200–წლოვანი გამოცემა, „მეინსტრიმის“ სინონიმი მედიცინაში) 2023 წლის 15 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ, აუტოფსიაზე (პათანატომიურ შესწავლაზე) დამყარებულ 48–გვერდიან მიმოხილვით წერილში მტკიცდება, რომ 73,9% (!) პოსტვაქცინური სიკვდილიანობისა დაკავშირებულია უშუალოდ ვაქცინაციასთან, რომ უმეტესი ვაქცინირებული ადამიანების სიკვდილის მიზეზი თვითონ ვაქცინა არის.
„კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციით ჩვენს მოქალაქეებს გაცილებით მეტი ზიანი მიადგათ, ვიდრე ნებისმიერი სხვა პროგრამით ისტორიაში“ (კრისტოფერ ჩოუპი, ბრიტანეთის პარლამენტის წევრი).
„ბავშვები იბადებიან ერთი თვალით, კუდებით. ეს არ არის ვაქცინა, ეს გენური მუტაციაა“! (ფატიხ ერდაკანი – თურქეთის კეთილდღეობის პარტიის თავმჯდომარე). ამ ფაქტებს უკავშირებენ დედების აცრას Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს კომპანია Pfizer-ი ამერიკის ისტორიაში უდიდესი თანხით, 2,3 მილიარდი დოლარით, დაჯარიმდა მრავალჯერადი კორპორაციული თაღლითობისთვის, აგრეთვე, ექიმების მოსყიდვისა და ანალიზების შედეგების დამალვის გამო.
„ონკოლოგები და ფართო პროფილის ექიმები შეძრწუნებულნი არიან – კოვიდის ვაქცინების ინიექციის შემდეგ კიბოს შემთხვევების მნიშვნელოვან მატებასთან ერთად ახალგაზრდებს უვითარდებათ ჯერ არნახული ორი სახის კიბო ორ სხვადასხვა ორგანოში ორი განსხვავებული ტიპის უჯრედებით – ტურბოკიბო“ ( კრისტიან პერონი, ფრანგი პროფესორი).
„ჩემს კარიერაში პირველად ვნახე 8,9 და 10 წლის ბავშვები მსხვილი ნაწლავის კიბოთი“ (დოქტორი პატრიკ სუნ შიონი კოვიდ-ვაქცინების შედეგების შესახებ).
ლონდონის უნივერსიტეტის ონკოლოგიის პროფესორი ანგუს დალგლიში ამტკიცებს, რომ Pfizer-ის ვაქცინა შეიცავს SV40 ნივთიერებას, რომელიც ადრე თაგვებში სიმსივნეების წარმოსაქმნელად გამოიყენებოდა. იგი Moderna-სა და Pfizer-ის ხელმძღვანელი პირების გასამართლებას მოითხოვს.
კოვიდვაქცინაციით გამოწვეული უამრავი მძიმე და სასიკვდილო გართულებაა გამოვლენილ-დადასტურებული – მიოკარდიტებიდან და თრომბოზებიდან დაწყებული ტურბოკიბომდე, თუმცა ყველაზე საშიში, ფარული და უმტკივნეულო (პირდაპირი გაგებით) გართულება მისი უარყოფითი ზეგავლენაა ადამიანის (როგორც ქალის, ისე მამაკაცის) რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ანუ სტერილობის გამოწვევა. სწორედ ეს არის გლობალისტების მიერ დასახული დეპოპულაციის განსახორციალებლად შექმნილი ვაქცინების მთავარი დანიშნულება.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან(!) წლებში როკფელერის ფონდი (ჯანმოსთან ერთად) ტეტანუსის საწინააღმდეგო ისეთი ვაქცინის შემუშავებას აფინანსებდა, რომელიც შობადობას შეზღუდავდა. სწორედ იმ დროიდან იქცა ვაქცინაცია მოსახლეობის ზრდის მაკონტროლებელ საშუალებად.
ქალების 83%-ს, რომლებიც ფეხმძიმობის პირველ ორ ტრიმესტრში Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებით აიცრნენ, მუცელი მოეშალა (New England of Medical Journal).
„ბილ გეიტსის გავლენით ჯანმომ წამოიწყო კამპანია და ვითომაც ტეტანუსის საწინააღმდეგოდ კენიაში აცრეს მილიონი(!) ქალი. არავინ იცოდა იმის შესახებ, რომ ვაქცინები შეიცავდა ჰორმონს – ადამიანის ქორიონის გონადოტროპინს, რომელიც ტეტანუსის ანატოქსინთან ერთად ქალებში ქიმიურ კასტრაციას იწვევს. ასეთივე პროგრამა განხორციელდა ნიკარაგუაში, მექსიკასა და ფილიპინებზე. ქალების სტერილიზაციის გამომწვევი ასეთი პრეპარატების შექმნაზე ათობით მილიონ დოლარს ხარჯავდა ჯანმო 20 წლის განმავლობაში. მართალია, ეს პარანოიდულად ჟღერს, მაგრამ ამ თემაზე ისინი სამეცნიერო სტატიებს აქვეყნებდნენ“ (რობერტ კენედი-უმცროსი).
„შვედეთში გამართულ კონფერენციაზე პროფესორმა არნე ბურკხარდტმა ქალებს მოუწოდა: „ვისაც ბავშვების ყოლა გსურთ, ეძებეთ აუცრელი მამაკაცები“(პიტერ იმანუელსენი, შვედი ჟურნალისტი).
რაც შეეხება ვაქცინების ეფექტიანობას, ანუ დადებით მოქმედებას, თუკი ასეთი არსებობს:

დავიწყოთ მთავარი პერსონის, აშშ-ის მთავარი სანიტარული ექიმის, ენტონი ფაუჩის, დაუფიქრებელი გულახდილობით:„ორი კვირის წინ მესამედ შემეყარა კოვიდი. მანამდე ვაქცინირებულიც ვიყავი და რევაქცინირებულიც, საერთო ჯამში – ექვსჯერ“. ამის შემდეგ, ალბათ, მთლად ტვინგამორეცხილი უნდა იყო კაცი, რომ ვერ მიხვდე, კოვიდსაწინააღმდეგო აცრებს ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. არც ის უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, რომ სახელმწიფოს (ხალხის) დამღუპველი სანიტარული პოლიტიკის გამტარებელი ფაუჩი პასუხისგებაში უნდა მიეცეს, რასაც უპირებს კიდეც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვადის ამოწურვის ბოლო დღეებში საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც მრავალწლიანი პატიმრობა ელოდა, ენტონი ფაუჩიც, რომელიც მისი მრჩეველი იყო კოვიდპანდემიასთან ბრძოლის საკითხებში, პრევენციულად(!) ანუ წინასწარ შეიწყალა 2029 წლის ბოლომდე ყველა იმ სამართალდარღვევის გამო, რომლებიც მას ჩაუდენია 2014 (!) წლიდან, მისი აღიარების ჩათვლით იმის თაობაზე, რომ პანდემიის პერიოდში მის მიერ შემოღებული შეზღუდვები არ ეყრდნობოდა მეცნიერულ დასაბუთებას. მიმავალმა პრეზიდენტმა იმავე ვადით გარანტია მისცა Pfizer-ისა და Moderna-ს კომპანიებსაც – ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ისინი დაცულები იქნებიან და მათ ვერავინ შეაწუხებს სასამართლო სარჩელებით ვაქცინებით გამოწვეული გართულებებისა და სიკვდილის შემთხვევებშიც კი. თურმე ასეთი რაღაცები – წინსწრებით შეწყალება და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება- „მოსულა“ დემოკრატიულ ამერიკაში. მოდი და ნუ შეგშურდება. ჩამორჩენილები ვართ, აბა, რა! ყურადღებას იპყრობს ტრამპის კომენტარი: „შეწყალებებზე ბაიდენის ზოგიერთი დადგენილება ძალადაკარგულია, ვინაიდან ისინი არა პრეზიდენტის ხელით, არამედ ავტომატური მოწყობილობით არის ხელმოწერილი“. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.
„მათში, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდა მიღებული, სიკვდილიანობა 5-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე აუცრელებში“ (სეიძი კოძიმა, იაპონელი პროფესორი), ხოლო კორონავირუსით განმეორებითი ინფიცირება 27-ჯერ(!) უფრო ხშირი იყო აცრილებში, ვიდრე აუცრელებში, – ამას უკვე პათოლოგანატომი, დოქტორი რაიან კოული (აიდაჰოს ჯანდაცვის ცენტრის საბჭოს წევრი) გვამცნობს. ესეც შენი უსაფრთხოება და ეფექტიანობა!
„კოვიდით ავადობის ყველაზე ნაკლები რისკი მათ აქვთ, ვინც საერთოდ არ აცრილა. აცრების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს ავად გახდომის რისკიც. არასოდეს მინახავს მსგავსი ვაქცინა“ (ბავშვთა კარდიოლოგი კირკ მილჰოანი).
ძალზე მრავლისმეტყველია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელწიფოს, 12–მილიონიანი ჰაიტის ფაქტი, სადაც კოვიდისგან სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში – მილიონ ადამიანზე 22 (!) შემთხვევა, მდიდარ აშშ–ში კი – 1 800 შემთხვევა. ამერიკაში თითქმის ყველა აცრილი იყო, ჰაიტიზე კი – არც ერთი (!), არც ნიღაბი ეკეთა ვინმეს და ავტობუსები და ბაზრებიც გადავსებული იყო ხალხით, ცხოვრება მიდიოდა ჩვეულ რიტმში. ეს როგორ? – გაიკვირვებს ყველა. სულ უბრალოდ – იმიტომ, რომ ჰაიტიზე არ შეუტანიათ არც ერთი ვაქცინა.
მიუხედავად ამისა, აცრებზე უარისმთქმელთა წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ზომების შემოღებას აპირებენ მომავალში: ბილ გეიტსმა და ჯანმომ სახელმწიფოებს მოუწოდეს არმიების მობილიზაციისკენ, რათა მათი დახმარებით მომავალი პანდემიის დროს ძალით აცრან ურჩი ადამიანები. აცრების მოწინააღმდეგეთა სკეპტიციზმს ისინი „მორალურად დასაგმობად“ მიიჩნევენ და აცრებზე უარის თქმას „აგრესიის აქტად“, ანუ დანაშაულად თვლიან.

ჯანმოს წევრი 194 სახელმწიფო შეთანხმდა იმ მოქალაქეების დევნასა და დაპატიმრებაზე, რომლებიც ქათმის გრიპის ვაქცინის წინააღმდეგ გამოდიან. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ 2025 წლის თებერვალში შესწორებები შეიტანა სადავო საერთაშორისო მედიკო-სანიტარულ წესებში. ამ შესწორებებით უქმდება სახელმწიფოების ეროვნული სუვერენიტეტი, ჯანმოს კი ენიჭება ფართო უფლებები სახელმწიფოს კანონების მიღებაზე დასავლეთის ქვეყნებში – მას შეუძლია სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნიოს ის გამონათქვამები, რომლებიც, ჯანმოს აზრით, ოფიციალურ ვერსიას ძირს უთხრის.
საყოველთაო აცრების გასაადვილებლად, ისეთი რაღაცები მოიგონეს დეპოპულაციაზე მოფიქრალმა „ჰუმანისტებმა“, რომ აცრებისთვის თავის არიდება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება, თუკი ხელისუფლებები, პირველ რიგში, დიდი სახელმწიფოების, დროულად არ მოვლენ გონს:
კანადაში მცენარეული ვაქცინების (კოვიდისა და სხვა ინფექციების) გიგანტური პლანტაცია გააშენეს – ეს mრნმ ვაქცინით ინტეგრირებული მცენარეები საკვებ პროდუქტებში უპრობლემოდ ჩასამატებლადაა გამიზნული. ასე რომ, სალათის (ან სხვა მცენარეულის) მირთმევით ისე აიცრებით, აზრზეც ვერ მოხვალთ. გეიტსის ფონდის მიერ წარმოებული ასეთი პროდუქტების ოფიციალური ემბლემა არის ბაყაყი. ნებისმიერი პროდუქტი, რომელზეც ამ ლოგოტიპს (ბაყაყს) ნახავთ, mრნმ-ის შემცველი იქნება. mრნმ ვაქცინებს უკეთებენ შინაურ საქონელსაც, რაც, საბოლოო ჯამში, უდავოდ უარყოფით გავლენას მოახდენს საკვები პროდუქტების, ანუ ჩვენს უსაფრთხოებაზე. გეიტსის გენეტიკურად მოდიფიცირებულ კოღოებს „მწვანე შუქი“ აუნთეს ამერიკაში – მათ იყენებენ, როგორც პატარა მფრინავ შპრიცებს ადამიანების ასაცრელად.
ჩატარდა ისტორიაში პირველი კლინიკური გამოცდა მიკროლეიკოპლასტირით ვაქცინაციისა 9 თვის ბავშვებზე, დაფინანსებული, რა თქმა უნდა, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მიერ. ცნობილი შეიქნა ისიც, რომ გამბიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კვლევებში მონაწილეებმა ასევე მიიღეს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინები „სტიკერის“ მეშვეობით.
ამას გარდა, ვაქცინების სახით „მუშავდება ისეთი ბიოიარაღი, რომელიც დნმ–ს კონკრეტული ადამიანების მოსაკლავად იყენებს, ამიტომ არ შეიძლება საკუთარი დნმ-ის დაუფიქრებლად გადაცემა კომპანიებისთვის, ვინაიდან ეს ახალი სახის იარაღი ძალიან სწრაფად ვრცელდება“, – გვაფრთხილებს ჯეისონ კროუ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრი (ასპენის ფორუმზე – აპრილი, 2024წ.).
„აშშ მართავდა ბიოლაბორატორიებს უკრაინაში, რათა მიეღოთ რუსული და ჩინური დნმ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად, რომელიც დამიზნებული იქნებოდა განსაზღვრულ ეთნიკურ ჯგუფებზე“, – განაცახადა რობერტ კენედი–უმცროსმა ჯერ კიდევ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის პერიოდში. ჩინეთმა კი განაცხადა, რომ პენტაგონმა უკვე შექმნა ბიოლოგიური იარაღი, გამიზნული მხოლოდ განსაზღვრული რასის ადამიანების მოსასპობად. სწორედ ამიტომ მეზობელ სომხეთში 2025 წლის მარტში ამერიკის საელჩოსთან გაიმართა აქცია – მონაწილეებმა ტრამპს მიმართეს, შეაჩეროს სომხეთში მოქმედი 13 (!) ამერიკული ბიოლაბორატორიის მუშაობა. ამასთანავე, აქტივისტებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს ამერიკის ელჩის – კრისტინ ქუინის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების მოთხოვნით (ჩვენთან მხოლოდ ერთი – ლუგარის ლაბორატორიაა, მაგრამ არც ლაბორატორიის და არც ელჩის წინააღმდეგ მსგავსი მოთხოვნები არასოდეს გამოუთქვამთ).
ბევრი ანალოგიური ფაქტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ თავის დროზე, ანუ ბაიდენ-ფაუჩის ამერიკისა და გეიტსის ჯანმოს დომინირების პირობებში (საქართველოში კი ჯანმოს მორჩილი და კმაყოფაზე მყოფი გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელში) უბედურება იყო ის, რომ ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ არასასურველი ინფორმაცია, როგორც წესი, იბლოკებოდა როგორც ტელეეთერში, ისე პრესასა და ინტერნეტში, ხოლო არასაკმარისად შესწავლილი და ერთობ მძიმე გართულებების შემცველი კოვიდ-19-ის ვაქცინის კრიტიკოსებს ჩამორჩენილებად, ბნელებად და, საერთოდ, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებად (ანტივაქსერებად) წარმოაჩენდნენ. პარალელურად, სახელმწიფოში ინერგებოდა ძალადობა – არნახული შეზღუდვები და ნაძალადევი აცრები. ეს დრო ყველას გვახსოვს და საკუთარ თავზეც ვიწვნიეთ ხელისუფლების მიერ გატარებული (ჯანმოსა და საკუთარი ჯანდაცვის მესვეურების მიერ რეკომენდებული, ცხადია) ბევრი უკანონობა ჩვენც და მსოფლიოს სხვა ხალხებმა. ერთ მნიშვნელოვან აღიარებას მაინც მოვიყვან: მარკ ცუკერბერგმა (კომპანია „მეტა“, ფეისბუკი), რომელიც 2021 წელს თავის თანამშრომლებს აფრთხილებდა, უარი ეთქვათ აცრაზე, მასებს(!) კი საყოველთაო აცრებისკენ მოუწოდებდა, 2024-ში აღიარა, რომ ნანობს ბაიდენ–ჰარისის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას კოვიდპანდემიის შესახებ ინფორმაციის ცენზურის საკითხში, როდესაც ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციას ბლოკავდა ინტერნეტში.
2024 წლის ბოლოს, როდესაც უკვე 5,65 მილიარდი ადამიანი აიცრა (ჯანმოს მონაცემებით) mრნმ-ვაქცინებით, ასპარეზზე გამოდის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და შესაბამისი, ადეკვატური ზომების მიღებაც მისი მოსვლისთანავე იწყება – შეერთებულმა შტატებმა დაფინანსება შეუწყვიტა ჯანმოს და, რომ იტყვიან, კარის გაჯახუნებით დატოვა მისი რიგები, დაემუქრა რა ჯანმოს და ფარმკომპანიებს მათი საქმიანობისა და ზემოგებების გამოძიებით.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია ვენდოთ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას… ჩვენ ვაკვირდებით,როგორ მატულობს (ვაქცინაციის შემდეგ) უშვილობა ახალგაზრდა წყვილებში ანდა სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ ეშლებათ მუცელი ქალებს, სანამ რის ვაივაგლახით გააჩენენ ბავშვს“, – განაცხადა რობერტ კენედი-უმცროსმა, რომელიც აუქმებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) რეკომენდაციას ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალების კოვიდის ვაქცინებით აცრის შესახებ.
ფარმკომპანიებს – Pfizer –სა და Moderna-ს – მოსთხოვეს, კოვიდ-ვაქცინის შეფუთვებზე დაემატებინათ გაფრთხილება ვაქცინის გართულებების – მიოკარდიტისა და პერიკარდიტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ემყარებოდა შარშანდელ კვლევებს და FDA-ს ახალ მონაცემებს. მინესოტა გახდა (აპრილი, 2025) მე-11 შტატი ამერიკაში, სადაც აიკრძალა mრნმ-ვაქცინები, რომელსაც მონტანაში ყველაზე სასიკვდილო ვაქცინა უწოდეს. მას შემდეგ, რაც დადასტურდა უეცარი სიკვდილის ზრდისა და გართულებების კავშირი ვაქცინაციასთან, ისლანდიამ აკრძალა კოვიდ-19-ის ვაქცინების გაყიდვა და აცრებიც შეაჩერა.
წამყვანმა იაპონელმა მეცნიერებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, კანონგარეშე გამოეცხადებინა mრნმ კოვიდაცრები, ხოლო ყველა აცრილისთვის აეკრძალა დონორობა – სისხლის ჩაბარება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საფრთხის შემცველები სწორედ აცრილები არიან და არა – აუცრელები(!), როგორც აქამდე გვიჭედავდნენ თავში და ამის საფუძველზე აცრილებს ფიზიკური დაპირისპირებისკენაც კი ამხედრებდნენ აუცრელების წინააღმდეგ. წამყვანმა პათოლოგანატომმა, ბიოტექნოლოგიური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა როჯერ ჰოდკინსონმა კანადის მთავრობის მაღალჩიმოსმენს განუცხადა: „კორონავირუსის პანდემია – ეს საზოგადოების უდიდესი გაბითურებაა“!
უფრო მკაცრად დაადანაშაულა გერმანია დოქტორმა გიუნტერ ფრანკმა იმაში, რომ მან „მილიონობით ადამიანი დააზიანა კოვიდკრიზისის პერიოდში, კერძოდ, მისი მიზეზით ათობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ეს უნდა განვიხილოთ, როგორც სახელმწიფოს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ჩაიდინეს სერიოზული დანაშაული… დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, რადგანაც მორიგი თავდასხმები უკვე დაგეგმილია და გაგრძელდება მომავალში!“
„კოვიდპანდემია – ეს უდიდესი დანაშაულია, რომელიც კი ოდესმე ჩაუდენიათ კაცობრიობის წინააღმდეგ“ (რაინერ ფიუელმიხი, გერმანელი ადვოკატი, კორონას საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანი). უბედურება ის არის, რომ, როგორც სენატის ანგარიშით დასტურდება, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ოფიციალურმა პირებმა ჯერ კიდევ 2021 წლის თებერვალში იცოდნენ კოვიდ-19-ის ვაქცინების პოტენციურად სასიკვდილო გართულებების (მიოკარდიტისა და პერიკარდიტის) თაობაზე, მაგრამ ამის შესახებ მაინც არ აცნობეს საზოგადოებას ივნისამდე. სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს ინფორმირებული თანხმობის პრინციპის დარღვევაა.
ფარმკომპანიებმა ვაქცინების გაყიდვით დიდძალი ფული რომ იშოვეს, ცნობილია. ზუსტ რიცხვს რობერტ კენედი-უმცროსი გვაწვდის – ესაა 60 მილიარდი დოლარი წლიურად, „მაგრამ ნამდვილი მოგება ვაქცინებში კი არ არის, – გვიხსნის იგი, – ნამდვილი მოგება იმ საშუალებებშია, რომლებიც ვაქცინებით გამოწვეული გართულებების(!) სამკურნალოდ იყიდება – ეს 500 მილიარდია წლიურად“!
უმსხვილეს ფარმკომპანიებში ნამუშევარი ცნობილი ბიოქიმიკოსი, გახმაურებული წიგნების ავტორი და პრესტიჟული პრემიების მფლობელი შეინ ელისონი თავის წიგნში „ბიოქიმიკოსის აღსარება მედიცინისა და ფარმაკოლოგიის შესახებ“ (2023) წერს: „ფარმკომპანიები ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ამბობენ: „ჩვენ არ ვმკურნალობთ, არ ვკურნავთ. ჩვენ შევიმუშავებთ, ვქმნით წამლებს მხოლოდ(!) სიმპტომების მოსახსნელად, რომელიც საშუალებას იძლევა, ადამიანს მივყიდოთ პრეპარატები უსასრულოდ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში“. აი, ასეთია ბიზნესმოდელი! მაგრამ, თუ სიმპტომები გაქრება და აღარც მყიდველი კლიენტურაა, მაშინ რა ქნან ფარმკომპანიებმა, როგორღა გაყიდონ პრეპარატები? მარკეტინგის შემდეგი დონე – ეს არის ახალი დაავადების მოფიქრება (!), ფსიქოტროპული საშუალებებით დაავადებების გამოგონება უსასრულოდ შეიძლება“(რეცეპტურული პრეპარატებით ყოველწლიურად 125 ათასი ადამიანი კვდება ამერიკაში)!
კოვიდვაქცინების შესახებ ბევრი რამ დადებითი, ოპტიმისტური გვსმენია ჯანმოსგან, განსაკუთრებით – ვაქცინაციის დასაწყისში, მაგრამ ერთობ საინტერესოა მის მიერ გაცემული რიხიანი დაპირებების დინამიკა უტყუარი ფაქტების გამოვლენის კვალდაკვალ. ჯანმოს ნარატივი (მონათხრობი) ვაქცინებზე დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:
- 95 % დაცვა.
- კარგი, 70 % დაცვა.
- 50 % დაცვა.
- საერთოდ, არავითარი დაცვა. სამაგიეროდ, მცირდება გავრცელება.
- კარგი, არ ამცირებს გავრცელებას, მაგრამ სიმძიმეს აქვეითებს.
- არ ამცირებს სიმძიმეს, სამაგიეროდ, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას ამცირებს.
- არ ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას, მაგრამ გვაქვს კარგი ამბები – თქვენ არ მოკვდებით.
- ჰოო, თქვენ მოკვდებით, მაგრამ სამოთხეში მოხვდებით.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, წარსულში და მომავალში მოსალოდნელსაც, შეიძლება ითქვას, დიდი სიზუსტით გვიხსნის აწ გარდაცვლილი (2017) ზბიგნევ ბჟეზინსკი (ამერიკელი პოლიტოლოგი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი ჰენრი კისინჯერთან ერთად) 2009 წლის 4 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში: „ეს კრიზისი (ლაპარაკია ამერიკის 2007–2008 წლების კრიზისზე, რომელიც შემდგომში ევროპასაც გადაედო და გლობალური კრიზისის დეტონატორი გახდა) არასოდეს დასრულდება, სანამ საკუთარ მიზნებს არ მივაღწევთ. ჩვენი მიზნები კი კარგადაა ცნობილი – ეს არის ერთიანი გლობალური მთავრობა. აი, რა გვჭირდება ჩვენ და ის შეიქმნება, მოგწონთ თქვენ ეს იდეა თუ არა. შემდგომ ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ წავა. ეს არ არის კრიზისი – ეს მართვადი ქაოსია. საზოგადოებამ არა მხოლოდ უნდა მიიღოს ერთიანი მსოფლიო ხელისუფლების იდეა, არამედ მასში უნდა დაინახოს თავისი ერთადერთი ხსნა. ამისათვის კი საჭიროა ომები, შიმშილობა და ეპიდემიები მთელ მსოფლიოში“! და, რაღა თქმა უნდა, კონტროლი, სრული კონტროლი ტექნოლოგიური და მას დამატებული ბიომეტრიული ტექნოლოგიის მიღწევების დანერგვით, რომელიც ერთობ სწრაფი ტემპით ხორციელდება კიდეც მსოფლიოში. ამ მხრივ ჩინეთმა, შეიძლება ითქვას, ყველას გაასწრო – მისი 1,5 მილიარდი მოქალაქე ტოტალური თვალთვალის, გნებავთ, მეთვალყურეობის ქვეშაა მოქცეული. ამ მხრივ ყურადსაღებია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მრჩეველის, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის, იუვალ ნოი ჰარირის, საჯარო განცხადება კოვიდ-19-ის პანდემიის როლზე: „კოვიდმა გახსნა გზა ტოტალური ბიომეტრიული კონტროლისკენ. კოვიდს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სწორედ ის არწმუნებს ხალხს, დაეთანხმოს ტოტალური ბიომეტრიული თვალთვალის დაკანონებას. ჩვენ ხალხის უბრალო თვალთვალი კი არ გვჭირდება, ჩვენ თვალყური უნდა ვადევნოთ იმასაც, რა ხდება მათ კანქვეშ“.
სათქმელი, ცხადია, კიდევ ბევრია, მაგრამ გონიერი (ამ საკითხებში ნაკლებად ჩახედული) ადამიანის გამოსაფხიზლებლად, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ვფიქრობ, მოყვანილი ფაქტები საკმარისზე მეტიცაა. უდავოა ერთი რამ: სანამ დამნაშავეები პასუხს არ აგებენ, კოვიდის ახალ-ახალი ფორმები, უფრო გართულებულ-დახვეწილი, ანუ არა მხოლოდ გლობალური, არამედ ადამიანთა განსაზღვრულ ეთნოჯგუფებზე მიზანმიმართული მოქმედების, არასოდეს დასრულდება.
ამ დანაშაულში მხილებულ მსოფლიო დამნაშავეებს ჩვენ, ცხადია, ხელსაც ვერ ვახლებთ, სიტყვის თქმასაც ვერ გავუბედავთ (ამას ტრამპის დანიშნული ჯანდაცვის მინისტრი რობერტ კენედი-უმცროსი გვპირდება), მაგრამ მათ დამქაშებს საქართველოში ჩვენ უნდა მივხედოთ, შესაფერისი ადგილი ჩვენ უნდა მივუჩინოთ!
იაკობ ლეჟავა
31 მაისი, 2025 წ.