Home რუბრიკები პოლიტიკა ოხანაშვილს რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს

ოხანაშვილს რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს

ილია მეორის მოცილებით საქართველოს საპატრიარქოში მოვიდოდა ძალა, რომელიც გაცილებით შემწყნარებლური იქნებოდა ჰომოსექსუალების მიმართ და, დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონება თვეების საკითხი გახდებოდა

12129
ოხანაშვილს რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს

საპატრიარქოს გარშემო ატეხილი სკანდალი, ერთი შეხედვით, მინელდა. უფრო ზუსტად, .. ციანიდის საქმე ჩაცხრა და ახლა ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალოს და მამა გიორგი მამალაძე გაამართლოს. სამაგიეროდ, საპატრიარქოში დაწყებულმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და, შეიძლება ითქვას, წმინდა სინოდის წევრები წესების გარეშე ბრძოლაზე გადავიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სინოდის ყველა წევრს არ ეხება, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი არათუ ბინძურ საქმეებში გარეული აღმოჩნდა, არამედ ერთმანეთის საწინააღმდეგო კომპრომატებიც აქვთ ეპარქიებშიდასაწყობებულიდა სწორედ ამ კომპრომატების გამოა, რომ ეპისკოპოსები ბევრ რამეზე ხუჭავენ თვალს… 

11 ოქტომბერს სინოდის სხდომა მოიწვიეს. თბილისამდე ჩამოსვლა მხოლოდ ორი ეპარქიის ხელმძღვანელმა ვერ მოახერხა, დანარჩენები კი დათქმულ დროს გამოცხადდნენ და სახეზე ყველას გაოცება ეხატა _ არავინ იცოდა, ასე მოულოდნელად რატომ მოიწვიეს წმინდა სინოდის სხდომა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევა პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა. როგორც გვითხრეს, მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს (ცაავა) პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებდა; გადაწყვეტილი იყო, სინოდიდან გაერიცხათ და მღვდელთმსახურებაც აეკრძალათ. ამბობენ, მეუფე იაკობს ამის გარანტია სინოდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ მისცაო, მაგრამ, როგორი მოულოდნელიც იყო სინოდის სხდომის დანიშვნა, ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა გადაწყვეტილება, რომელიც სინოდმა მიიღო:

“1) მთავარეპისკოპოს ექვთიმეს აღუდგეს ღვთისმსახურების უფლება.

2) მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება;

) მიტროპოლიტ სერაფიმეს საქართველოს საპატრიარქოდან დაენიშნოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება;

3) ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეთითოს, რომ იგი უნდა დაემორჩილოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებული იყო მონასტერში სინანულისათვის; წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მის პერსონალურ საკითხს…”

აი ეს იყო მთავარი საკითხები. სინოდმა იმსჯელა გიორგი მამალაძის საქმეზეც, მაგრამ გადაწყდა, რომ, სანამ სააპელაციო სასამართლო არ დასრულდება, ეკლესია არაფერს მოიმოქმედებს.

რა გამოვიდა? _ ეპარქიებიდან მღვდელმთავრები სასწრაფოდ იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ ქრისტეფორე წამალაიძისთვის, რომელსაც ეკლესია გადაცდომას ედავებოდა, 18 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ეთქვათ, მოინანიეო? მით უმეტეს, რომ 1999 წელს, სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, მეუფე ქრისტეფორე ყველაფერში გამართლდა, ამის ოქმიც არსებობს, მაგრამ ის ოქმი ადრესატამდე, ანუ მეუფე ქრისტეფორემდე არ თუ ვერ მივიდა.

როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, სხდომაზე საკმაოდ მწვავედ ისაუბრა მეუფე იაკობმა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის წინააღმდეგ სინოდი კრინტს არ დაძრავდა. მეუფე პეტრე თურმე ირონიული ღიმილით უყურებდა არა მხოლოდ მეუფე იაკობს, არამედ რამდენიმე მღვდელმთავარსაც, რომლებზეც უამრავი კომპრომატი აქვს და ეს, პირველ რიგში, პატრიარქის ძმისშვილს, ბათუმის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის ეხება.

საეჭვოა, მეუფე პეტრეს მეუფე დიმიტრი გაეწირა, რადგან ისინი, დიდი ხანია, ერთ ნავში სხედან და ნიჩბებსაც ერთად უსვამენ, მაგრამ, თუ დასჭირდებოდა, აუცილებლად იტყოდა, რომ მეუფე დიმიტრი უკანონო მიტროპოლიტია. დიდი სჯულის კანონის მიხედვით, ეპისკოპოსმა არ უნდა დაასხას ხელნი და მიმადლოს ეპისკოპოსობის პატივი ძმას, შვილს, თავის ნათესავს ან სხვას, ვისაც უნდა, რადგან არ არის სამართლიანი, ეპისკოპოსობა მემკვიდრეობით გადასაცემ პატივად აქციოს და ღვთის საკუთრება ადამიანური ვნებების მისამადლებელი საჩუქარი გახადოს. თუ ვინმემ ჩაიდინოს ეს, მისი ხელდასმა იყოს დაუმტკიცებელი, ხოლო ის უზიარებლობით დაისაჯოს…”

მიტროპოლიტ დიმიტრის, დიდი ხანია, პატრიარქობა ესიზმრება და, ყველაზე კარგად თვითონ იცის, რომ ამის უფლება, უბრალოდ, არ აქვს, თუმცა მას არც ეპისკოპოსობის უფლება ჰქონდა, მაგრამ მიიღო. შესაბამისად, ვერავინ აუხსნა, რატომ არ უნდა მიეღო პატრიარქობა. აუხსნა კი არა, გასაგებად უთხრეს, რომ ყველაზე რეალური კანდიდატია და პატრიარქის ტახტისთვის უნდა ებრძოლა. ასე მოხვდნენ ერთ ნავში მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი, მეუფე სპირიდონი (სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი), მეუფე გრიგოლი (ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი)… მეუფე დიმიტრის მეცადინეობით, მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი, პატრიარქის დაცვის უფროსად დაინიშნა, ხოლო საპატრიარქოს ქონება ჩაიბარა მეორე სიძის ძმამ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

ბევრს გაუკვირდა, უცერემონიოდ რატომ დაითხოვა ციანიდის სკანდალის შემდეგ პატრიარქმა თავისი პირადი დაცვის უფროსი სამსახურიდან და რატომ არავინ შეეწინააღმდეგა მის გადაწყვეტილებას. საქმე ის არის, რომ, როცა ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის უფროსად დაინიშნა, ქვეყანაში ძალიან აქტიურად განიხილებოდა პატრიარქის ჩანაცვლების საკითხი. ნაციონალების ზეობის პერიოდში სააკაშვილის გუნდი აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, გარდა საპატრიარქოსი, ამიტომ გადაწყდა, საპატრიარქო ოხანაშვილის ხელით გაეკონტროლებინათ. ოხანაშვილის სანდოობაშინაციონალური მოძრაობისხელისუფლებას ეჭვი არ ეპარებოდა, რადგან ოხანაშვილს პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა გავლილი და ელიტური ამერიკული სპეცდანაყოფის _ “მწვანე ბერეტებისწევრიც იყო. ჰოდა, ამერიკის საელჩოს მონდომებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მეუფე დიმიტრის ხელშეწყობით, სოსო ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის უფროსი გახდა. ციანიდის სკანდალის შემდეგ კი, როცა პატრიარქს თავისმა უახლოესმა გარემოცვამ ოხანაშვილზე ჩამოუგდო სიტყვა, ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი გაბრაზდა, მაგრამ მას ერთი უცნაური ფაქტი გაახსენეს: პატრიარქს, როცა მის გვერდით ოხანაშვილი იმყოფებოდა, ხელზე არ ეკეთა სპეციალური სამაჯური, რომელიც ვითომ მის ჯანმრთელობას აკონტროლებდა, ხოლო, როგორც კი ოხანაშვილი პატრიარქს მარტო ტოვებდა, ხელზე სამაჯურს უკეთებდა და ეუბნებოდა, რომ ეს იყო სწორედ ის, რაც მას მშვიდად ძილის შესაძლებლობას მისცემდა, რადგან სამაჯური პატრიარქის ჯანმრთელობას აკონტროლებდა. რეალურად კი ამერიკის საელჩოსა და ხელისუფლებას ყური პატრიარქის სასთუმალზე ედო და ისმენდა ყველაფერს, რასაც პატრიარქი ოხანაშვილის არყოფნისას საუბრობდა.

თუ გახსოვთ, ციანიდის სკანდალიდან რამდენიმე საათში, ოპოზიციურმა ფლანგმა, ანუ ყოფილმა ნაციონალებმა, გიგა ბოკერიას მეთაურობით, განაცხადეს, ამ დანაშაულში რუსული კვალი იკვეთებაო. თუ დავუშვებთ, რომ პატრიარქის მოცილება რუსეთს სურდა და დეკანოზი მამალაძე რუსული სპეცსამსახურების კაცი იყო, ჩნდება კითხვა: რატომ დარბოდა ციანიდის საშოვნელად მამალაძე თბილისში, რა, რუსეთის სპეცსამსახურები ვერ მოახერხებდნენ ციანიდის საჭირო დოზის შოვნას თუ გადაცემა გაუჭირდებოდათ? აი ამ უბრალო არგუმენტით რუსული კვალი ქრება და წინა პლანზე იწევს ე.წ. ლიბერალური დაჯგუფებების სახეები.

საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2016 წელს წინააღმდეგობა ვერ გაუწია ქვეყნის ხელისუფლებას და საბერძნეთის პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გარდა, ერთადერთი ეკლესია, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგია, რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესიაა. რა გამოდის _ ილია მეორის მოცილებით საქართველოს საპატრიარქოში მოვიდოდა ძალა, რომელიც გაცილებით შემწყნარებლური იქნებოდა ჰომოსექსუალების მიმართ და, დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონება თვეების საკითხი გახდებოდა.

წმინდა სინოდში არიან მეუფეები, რომელთა იქ ყოფნა კანონით არ შეიძლება. სინოდში არის არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ნასამართლევი პირი, არის მამათმავალი, არის ქურდი, ყაჩაღიეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის მეუფე პეტრემ, რომელიც ახალაიების თვალი და ყური იყო სამეგრელოში. მეუფე პეტრე გახლდათ აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის პირადი მოძღვარი და სწორედ მეუფე პეტრე სთხოვდა მოლაშვილს კატეგორიულად (ეს არ იყო რჩევა, ეს იყო მოთხოვნა), რომ მას სტრასბურგიდან სარჩელი გამოეტანა დანაციონალური მოძრაობისწინააღმდეგ არ წასულიყო. მეუფე პეტრეს სინოდის ბევრ წევრზე იმდენი კომპრომატი აქვს, რამდენიც შეიძლება სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილ კასრებშიც არ იყო და ამიტომ 11 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტზე აუგი არავის დასცდენია”, _ გვითხრა ჩვენმა წყარომ.

როცა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მეუფეებით დავინტერესდით, გავარკვიეთ, რომ სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი, ერისკაცობაში გოჩა აბულაძე ახალგაზრდობაში არასრულწოვნის გაუპატიურების გამო იყო ნასამართლევი. მას ბრალი მეგობრის შვილის გაუპატიურებაში ედებოდა. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ საპატრიარქოში მეუფე დიმიტრიმ მიიყვანა, პატრიარქსაც მან გააცნო და…

საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მეუფე სპირიდონის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის ბერად 2006 წლის 23 დეკემბერს აღიკვეცა, ერთი დღის შემდეგ კი, ანუ 2006 წლის 24 დეკემბერს ეპისკოპოსად აკურთხეს. ნამდვილად ვერ გეტყვით, აქვს თუ არა სხვა მეუფეს ერთ დღეში ასეთი კარიერული ნახტომი, მაგრამ, მეუფე დიმიტრის მეცადინეობით, ყოვლადუსამღვდელოესი სპირიდონისთვის გამონაკლისი დაიშვა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი მანქანის ქურდობაზეა ნასამართლევი, უფრო ზუსტად, მანქანების ქურდობაზე. მეუფე გრიგოლი თავის დროზე ე.წ. პერეგონშიკი იყო და ამის გამო სასჯელიც მოიხადა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, მეუფე დიმიტრის მეშვეობით, პატრიარქთან დაახლოებულიყო. მეუფე სპირიდონისგან განსხვავებით, ბერად აღკვეცის შემდეგ მეუფე გრიგოლს ეპისკოპოსობა სამი დღით დაუგვიანდა. სავარაუდოდ, პატრიარქი მისმა გვარმა ჩააფიქრა, ალბათ, იმანაც, რომ ილია ჭავჭავაძეს ტყვია გიგლა ბერბიჭაშვილმა ესროლა და ახლა ბევრს ეხამუშებოდა, ისევ ილიასთან ახლოს ისევ ბერბიჭაშვილის ყოფნა, თუმცა მეუფე დიმიტრი შეუვალი იყო და საპატრიარქოში ილია ჭავჭავაძის მკვლელის მოგვარის მიყვანით პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. მეუფე დიმიტრი ხშირად ისე იქცეოდა, როგორც პატრიარქი, და ამას არც მალავდა. მეუფეებს არ სურდათ ილია მეორისთვის გულის ტკენინება და ამიტომ მეუფე დიმიტრის ბევრ რამეს მიუტევებდნენ, როგორც ჩანს, მიუტევებდა პატრიარქიც. სხვანაირად არ აიხსნება ის გარემოება, რატომ არ მოსთხოვა პასუხი პატრიარქმა ძმისშვილს, როცა მას წინ დაუდეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, მეუფე დიმიტრის მიერ აჭარაში გახსნილი საპატრიარქოს გიმნაზიის სახელით, უცხოეთიდან საქართველოში თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი შემოვიდა. მეუფეს გიმნაზია ეპარქიაზე აქვს მიბმული, ამის გამო საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს და, როგორც ჩანს, ბიზნესი დაატრიალა. ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული მეუფე პეტრეც, რომლის სიმდიდრეზეც სამეგრელოში ლეგენდები დადის, თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, მღვდელმთავრები მასზე საუბარს კომპრომატების შიშით ერიდებიან.

ყველა მღვდელმთავარმა იცის, რომ ციანიდი არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის მოსაკლავად სჭირდებოდათ. იმასაც ამბობენ, რომ გერმანიაში, პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გაკვეთის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდოდა, პირველ რიგში, მეუფე დიმიტრი და შემდეგ ის შემადგენლობა, რომელიც მას უჭერს მხარს. მოითხოვდნენ, რომ პატრიარქისთვის მხოლოდ რაიმე სინჯი აეღოთ, შემდეგ დაინიშნებოდა ექსპერტიზა და რამდენ ხანს გაჭიანურდებოდა, არავინ იცის. შემდეგ ეს სინჯები საქართველოში ჩამოვიდოდა, მანამდე ახალ პატრიარქსაც აირჩევდნენ და ამით დასრულდებოდა ის, რაც დაიწყეს და, საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ. ჰკითხეთ სხვა მეუფეებსაც, მათ, ვინც პატრიარქს უდგას გვერდით, ვისი მოკვლა სურდა გიორგი მამალაძეს და გეტყვიან. პრაქტიკულად ყველა მღვდელმთავარმა ნახა პროკურატურის მიერ ჩაწერილი კადრები, ის კადრები, რომლებიც ფართო საზოგადოებას არ უნახავს და ეჭვის შეტანა გამორიცხულია _ ციანიდი პატრიარქისთვის იყო განკუთვნილი”, _ გვითხრა ჩვენმა წყარომ.

მანვე ერთი საინტერესო ფაქტი გაგვახსენა: თუ გახსოვთ, სოსო ოხანაშვილმა, როცა საქართველოდან წავიდა, განაცხადა, რომ ეს არ იყო გაქცევა, გერმანიაში სამუშაოდ წავიდა, რათა მრავალსულიანი ოჯახი ერჩინა და, როცა უმუშევარი დარჩა, ფინანსური პრობლემები შეექმნა. ოხანაშვილმა იცრუა: ის გერმანიაში კი არ მუშაობს, არამედ საკუთარ ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობს და იქიდან ცდილობს საქართველოში ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნას. ანუ, ოხანაშვილს პეტრე ცაავასთან, თავის სიმამრ მეუფე დიმიტრისთან და კიდევ რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს. ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნა და მეორე პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხო ხილი არ არის და ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, რასაც ეკლესიის დისკრედიტაცია და ავტორიტეტის განადგურება მოჰყოლია. ათეული წლების განმავლობაში პატრიარქის ურყევი ავტორიტეტი ბევრს უკარგავს მოსვენებას და, როგორც ჩანს, მისი მოკვდინება რომ ვერ მოახერხეს, ახლა სულიერ განადგურებას აპირებენ.

გადახედეთ სოსო ოხანაშვილის მიერ საპატრიარქოში მიყვანილ კადრებს და დარწმუნდებით, რომ ის ნაციონალების ხელის ბიჭი და ამერიკის საელჩოს მონა იყო. ავიღოთ თუნდაც ტარას შავიშვილი, რომელიც დიმიტრი შაშკინის კადრია, თვით შაშკინი კი ხელისუფლებაში ამერიკის საელჩოს რეკომენდაციით მივიდა. შავიშვილი, რომელიც ახლა თურმე სინანულით ამბობს, რომ საპატრიარქოში ილია მეორის მტრები მომრავლდნენ, ერთერთი იყო, ვინც საპატრიარქოს ხარჯზე ბიზნესს აკეთებდა, ხოლო ახალგაზრდობაში კრიმინალსა და არასრულწლოვნებთან კავშირზეც არ ამბობდა უარს. ეს კაცი ნაცებმა 53-ე სკოლის დირექტორადაც კი დანიშნეს, მაგრამ მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტის შემდეგ იძულებული შეიქნენ, დირექტორობიდან გაეშვათ და… საპატრიარქოში განემწესებინათ. ჩვენმა წყარომ გვითხრა, ოხანაშვილ-შავიშვილის მიერ საპატრიარქოში დამონტაჟებულ მისაყურადებელ აპარატურას დღემდე პოულობენ და პატრიარქს უმალავენო.

ამ ყველაფერში თითქოს არ იკვეთება პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის დანაშაული, პირიქით, იგი ხელისუფლებას მსხვერპლად გამოჰყავს, მაგრამ პატრიარქის გარშემო შეკრებილ მეუფეთა მცირე ჯგუფი სულ უფრო ხშირად აპელირებს იმაზე, რომ თეთრუაშვილს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. საქმე ის არის, რომ ამ ქალბატონს ხელთ უპყრია საპატრიარქოს ბეჭედი და პატრიარქის ფაქსიმილე, ანუ ნებისმიერ მომენტში შეუძლია, საპატრიარქოს ბლანკზე პატრიარქის ხელმოწერით ნებისმიერი წერილი დაბეჭდოს, საპატრიარქოს ბეჭედი დაარტყას და გაგზავნოს… ვიღაც იტყვის, ამას როგორ იკადრებსო, მაგრამ უკვე იკადრა, ბატონებო! საქართველოს მაოხრებელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ახალი წელი პატრიარქის სახელით მიულოცა და, როგორც გაირკვა, ტელეფონითაც ესაუბრა. რატომ მისტირის თეთრუაშვილი პრეზიდენტყოფილს, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ პატრიარქს რამდენიმე მეუფემ სთხოვა, ეგებ ქადაგებაში თქვა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და არ იდევნებოდეს ზვიად გამსახურდიასავითო. საქართველოს პირველ პრეზიდენტზე აქცენტი შეგნებულად გაკეთდა, რადგან სურთ, სააკაშვლი გამსახურდიას შეადარონ და მერე მიშას “ბრალი” ეროვნულობაში დასდონ, თორემ აღმაშენებელს უკვე შეადარა მიტროპოლიტმა კალისტრატემ. იმ კალისტრატემ, რომელიც, შესაძლოა, ცოტა ხნით, მაგრამ პატრიარქად მაინც მოგვევლინოს. პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!), პატრიარქის ანდერძს ხსნის სინოდის ქიროტონიით (ხელდახმით) უპირატესი ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში მეუფე კალისტრატე. თუ პატრიარქის ანდერძში მემკვიდრეზე მინიშნება არ არის, წმიდა სინოდის მოწვევისა და ახალი პატრიარქის არჩევის მომენტამდე პატრიარქის მოვალეობას სწორედ ეს ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში კალისტრატე, ასრულებს. სხვათა შორის, მეუფე კალისტრატეს ნაციონალები მომავალ პატრიარქად განიხილავდნენ, ამაზე დაუფარავად საუბრობდნენ და, როგორ გგონიათ, ყველაზე მეტად ვის ეწყინებოდა ხელისუფლების ცვლილება “გადამწყვეტ მომენტამდე” ცოტა ხნით ადრე?!

მთავარი, რაც არ გვითქვამს: ანდერძზე ხელი მიუწვდება სწორედ ქალბატონ შორენას, ანუ მას თავისუფლად შეუძლია, საცავიდან პატრიარქის ანდერძი გამოიღოს, გადაწეროს, ბეჭედი დაარტყას, ფაქსიმილეთი ხელიც მოაწეროს და არკვიე მერე ტყუილმართალიმე თქვენ გეტყვით და, “პერეგონშიკგრიგოლს შეაწუხებს სინდისი, არასრულწლოვნებზე მოძალადე სპირიდონი გაწითლდება თუ მეუფე პეტრე იტყვის რამეს?! ან მეუფე დიმიტრი, რომლისკენაც მიდის ყველა ის გზა, რომელიც პატრიარქის მოკვდინებას უკავშირდება, ხმალს ამოიღებს დამარჯვნივ და მარცხნივ აკაფავს მტერს?!” არა, ბატონებო, ყველა თავის გადარჩენისთვის დაიწყებს ბრძოლას, ყველას მოუნდება ტახტზე დაჯდომა და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების მხარდაჭერას მიიღებს ის, ვინც ყველაზე ლიბერალად წარმოაჩენს თავს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: დღეს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონებას, დანარჩენები დანებდნენ თავიანთ ხელისუფლებას. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინათ სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეები სექტად გამოაცხადა და მათი მოღვაწეობა აკრძალა. ამ ამბავში ჩვენთვის სასიხარულო არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის მცირე ნაწილზე, თუნდაც ოკუპირებულზე, სექტა აიკრძალა. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ კი უკვე მართლა აღარ იცის, რომელი პოზა მიიღოს, ამერიკელ და ევროპელ პატრონებს რომ ასიამოვნოს…

როცა “დონ კიხოტს” იღებდნენ, მთავარი როლის შესასრულებლად, გენიალურმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ 45 კილოგრამი დაიკლო. ერთ-ერთ ეპიზოდში კახიზე მიუშვეს დამშეული ღორები, რომლებთანაც უნდა ეომა, მაგრამ ისე იყო დასუსტებული, მიხვდა, რომ ღორები შეჭამდნენ და გაქცევა დააპირა. რეჟისორი უყვიროდა, _ ჩაუწექი კახი, ჩაუწექიო, _ აქაოდა, კადრი არ გამიფუჭოო. და ბოლო ხმაზე იღრიალა თურმე მსახიობმა, _ რომ ჩავუწვე, შემჭამენო. ჰოდა, ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლოგიკურიც არის ხმამაღლა ვიყვიროთ: არ ჩაუწვე, შეგჭამენ! ისედაც ხომ ხედავთ, ბატონებო, რომ ეპარქიების ნაწილი მკვლელებს, მოძალადეებს, ქურდებსა და ავანტიურისტებს აბარიათ

ბესო ბარბაქაძე

12 COMMENTS

  1. ღმერთო ჩემო ეს რა ხდება საქართველოში .შემეშინდა მე კიდევ მღვდელმთავრები ფრთიანი ანგელოზები მეგონა

  2. სოსო ოხანშვილის ნაირი ნეტავ ბევრი იყოს საქართველოში დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით. ბავშობიან ვიცნობ სოსოს და იმიტომ ვლაპარაკობ დარწმუნებით..

  3. ასეთი საშიში პერიოდი მგონი საქართველოს არ ჰქონია.იყო ომები.ეხლა უომრად გვკლავენ.

  4. 4ასეთმა მეუფეებმა ანგელოზებად რომ მოაქვთ თავები მრევლს უნდა რამე მიუთითონ და მრწვლი უნდა გალანძღონ დაუმსახურებლად ან გადაეკიდონ მთელი ცხოვრება მრევლს.იმიტომ არის რომ მრევლი გარბის ეკლესიიდან ტაძრები ცარიელდება.თვითონ ტყუიან ყველაფერში.ეპარქიებშიც და საპატრიარქოშიც.მაგათ ვისრა უნდა ასწავლონ.უწმინდესი მეცოდება მაგათ ხელში.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: დავით მხეიძე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here