Home რუბრიკები პოლიტიკა ორი ზაზა: ერთი _ ქუჩაში მხარდაჭერის გარეშე, მეორე _ ლონდონში ნაცების მხარდაჭერით

ორი ზაზა: ერთი _ ქუჩაში მხარდაჭერის გარეშე, მეორე _ ლონდონში ნაცების მხარდაჭერით

4569
ნიკა გვარამია-ეკა კვესიტაძე-ზაზა ოქუაშვილი

საქართველოში 30 სექტემბრამდე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სულ სხვა თემაზე მინდოდა სტატიის დაწერა, მაგრამ , რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე რამდენიმეკაციანი აქციისა და კომპანიაომეგა ჯგუფისპრეზიდენტის ბლუკუნის სმენაცქერის შემხედვარემ, გადავწყვიტე, ორი ზაზასთვის შექმნილ (თუ მათ მიერ შექმნილ) პრობლემებზე დამეწერა. ერთი არის გიგა ბოკერიას ევრონაცებთან (გიგნაცებთან) პოლიტიკურ ალიანსში შესული შვილმოკლული ზაზა სარალიძე, ხოლო მეორე _ “პატრიოტთა ალიანსიდანგრიგოლ ვაშაძესთან, ანუ მიშნაცებთან ალიანსში შესული ზაზა ოქუაშვილი _ კომპანიაომეგა ჯგუფისშეფი.

ზაზა სარალიძეზე, აბა, რა გითხრათ?! დიდი ხანია, რაც გაიშიფრა, რომ ფარული ნაცი იყო და შვილმოკლული მამა შვილის მკვლელს გიგნაცების მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით ეძებდა. სწორედ ამიტომ, ერთ დროს მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, დღეს ზაზა სარალიძეს 15-20 კაციღა თუ უდგას გვერდით რუსთაველზე უკვე კარიკატურულ აქციაზე…

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილს, მიშნაცი ოქუაშვილი ახალი მოყიყინე ბაყაყია ქართულ პოლიტიკურ ჭაობში, მაგრამ ყიყინიც არის და ყიყინიც _ როგორ თუ ვალის გადახდა მომთხოვეთო და ჯერ წინდახედულად ლონდონში “მოხია” და შემდეგ ტემზის ნაპირებიდან ვრცელი ინტერვიუ მისცა სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიას _ “რუსთავი2”-ს.

ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

ინტერვიუდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ერთ მარტივ ჭეშმარიტებაში _ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. ოქუაშვილის შემთხვევაში _ ინტელექტს! შეიძლება 7 უნივერსიტეტის დიპლომი გედოს ჯიბეში და დისერტაციებიც დაიცვა, მაგრამ ინტელექტის გარეშე დიდიდიდინასტავლიკაცის სახელი დაიგდო ქვეყანაზე, მაგრამ ინტელექტი ან გაქვს ღვთისგან ბოძებული, ან არადა, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ზაზა მიშნაცი მაინცდამაინც ვერცნასტავლობითდაიტრაბახებს, ადვილი წარმოსადგენია, რა საცოდაობა იყოომეგასპრეზიდენტის ბლუკუნის სმენაცქერა! რას ბოდავდა, რას მიედმოედებოდა, თავადაც არ უწყოდა და, რომ არა ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძისნიჭიერი თარგმანი”, რომლებიც .. ჩაკითხვებით ცდილობდნენ ზაზა ოქუაშვილის ნალუღლუღევიდან აზრის გამოტანას, საზოგადოებას დღესაც არაფერი გვეცოდინებოდა და, ფრუნზიკ მკრტიჩიანის გმირ რუბიკასავით, მხრებს Кто он такой этот потерпевший? Куда он пошёл?  ზაზა ოქუაშვილის ნაცოდვილარის დეტალური განხილვა ზედმეტად მიგვაჩნია, რადგანაც მისი ინტერვიუს მიღმა გაცილებით მძიმე სურათი იმალება, რომელსაც ქვემოთ დავინახავთ. მანამდე კი ერთი რამის თქმა შეიძლება: გადაცემის წამყვანები სიამოვნებას ვერ მალავდნენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ოქუაშვილის მიერ გაკეთებული მამხილებელი და ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ხოლო, როდესაც “წამოაცდენინეს” რესპონდენტს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსება ბიძინამ დამავალაო, სიხარულისგან, უკაცრავად პასუხია და, ლამის ტანსაცმლიდან ამოხტნენ: ხომ ვამბობდით, პატრიოტები ბიძინას სატელიტები არიან, ახლა რაღას იტყვის ირმა ინაშვილიო გადაცემის ბოლოს კვესიტაძეგვარამიამ დემონსტრაციულად განაცხადეს: ხვალ ახალ რეალობაში გავიღვიძებთ, რადგანაც ხვალიდან იწყება ბიძინას დასასრულიო (ზუსტ ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსობრივად ეს ბრძანეს)…

გათენდა, მაგრამ მავანთა სასურველი არმაგედონი არ შედგა _ ქუჩებში არ გაცვივდნენ ქართველები: არიქა, ზაზა ოქუაშვილი დაგვიჩაგრესო. სამაგიეროდ, ქუჩაში თუ არა, მიკროფონებთან გავარდნენ ..არასამთავრობო ორგანიზაციები (ასოები), ხელმოცარული ერთკაციანი პარტიების ლიდერები, გიგნაცები და მიშნაცები, სახალხო დამცველი და პრეზიდენტი მარგველაშვილიც კი, რომლებიც ყველანი ერთად და თითოეული ცალცალკე მოითხოვდნენ ზაზა ოქუაშვილის ნაბოდვრის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

13-მა ასომ, ახალგაზრდა იურისტებისა და კაპიტან ეკა გიგაურის “თამადობით”, გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი იმპერატიული ტონით მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, გონს მოდითო. გარდა იმისა, რომ მსგავსი ლექსიკით არ უნდა საუბრობდნენ ასოები, ამის მორალური უფლებაც არ ჰქონდათ, რადგან ეს ის ასოებია, რომლებსაც კრინტი არ დაუძრავთ 7 ნოემბერის, 26 მაისის სისხლიან დარბევებზე, 9 წლის განმავლობაში ციხეებში ნაწამებ-გაუპატიურებული, ქუჩაში დახვრეტილი საქართველოს მოქალაქეების გამო.

ზაზა ოქუაშვილი

ელიტური კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, სასამართლოზე ზეწოლა და ა.შ. _ ყველა ის “სიკეთე”, რომლებიც ყვაოდა მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი ფაშისტური რეჟიმის პერიოდში, ახლა “ქართულ ოცნებას” და პირადად ბიძინა ივანიშვილს ბრალდება და იქნებ არც მთლად უსაფუძვლოდ, მაგრამ ისიც ცხადზე ცხადია, რომ ყოველივე ზემოთ თქმული ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლია და, თუ ბიძინას არაფორმალურ მმართველობაზე ვსაუბრობთ, ზაზა სარალიძით დაწყებული, ზაზა ოქუაშვილით გაგრძელებული და ასოებით დამთავრებული, მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ქვეყნის გარედან დირიჟორობაზეც უნდა ვთქვათ. ეს არის უმთავრესი, თორემ ვიმეორებ: რა თქმა უნდა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და, რბილად რომ ვთქვათ, “ქართული ოცნების” მიმართ წაყენებული ბრალდებები არცთუ უსაფუძვლოა, მაგრამ ქოცების მხილება, საბედნიეროდ, არ ნიშნავს ევრო თუ “პროსტო” ნაცების ქებას, რადგან ქოც-ნაცებს შორის ერთი “უმნიშვნელო” სხვაობაა: ორივენი გაუმაძღარი მტაცებლებივით კი იქცევიან, მაგრამ ქოცები ციხეებში ხალხს არ აწამებენ, არ აუპატიურებენ; ქუჩებში ახალგაზრდებს არ ხვრეტენ, პატიმართა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით ორნახევარჯერ შემცირდა და ა.შ., რაც სულაც არ არის ცოტა, მაგრამ ის, რომ ცოტა არ არის, ბევრს აღარ ახსოვს. ამიტომ, აქედან გამომდინარე, ხმამაღლა ვაცხადებ _ ფეხებითაც რომ ჩამომკიდონ და ქვემოდან ცეცხლი შემინთონ, მაინც ვერავინ და ვერაფერი მათქმევინებს, რომ ბნედიანი მიშას ხელისუფლება ჯობდა დღევანდელ, თუნდაც უუნარო, ფარჩაკ, გაღორებულ ხელისუფლებას. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, ის კი არ არის მთავარი, რომ ვინმე პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს (ამის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს), არამედ ის, რომ ქართველი საზოგადოება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “პატრიოტთა ალიანსისგან” ადეკვატურ ნაბიჯებს ელის. ვითარება კი ასეთია: ზაზა ოქუაშვილიპატრიოტთა ალიანსისწყალობით აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატია, ხოლო მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე _ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. ერთისა და მეორის საქციელი, უმადურობასთან ერთად, ელემენტალური ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმაა. სხვა რა უნდა უწოდო თუნდაც მხოლოდ იმას, რომ პარტიიდან გადიხარ, მაგრამ ერთადერთ ნამდვილ ოპოზიციად მიშნაცებს მიიჩნევ და მტერთან თანამშრომლობ?!

ამ საქციელზე ადეკვატური ქმედება მხოლოდ უბრალო განცხადება ვერ იქნება. ჩემი აზრით, “პატრიოტთა ალიანსმა” კინწისკვრით უნდა გააგდოს ფრაქციიდან ქალბატონი ნატო ჩხეიძე, მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტებს საპარლამენტო ფრაქცია დაეშლებათ, რადგან მხოლოდ დროის ამბავია ის, რომ ნატო ჩხეიძე თვითონ დატოვებს ფრაქციას, ისევე, როგორც უკვე დატოვა პარტიის რიგები… თუ გავითვალისწინებთ მოცემულ დროსა და სივრცეში მიმდინარე პროცესების მთავარი აქტორების წარმომავლობას, რაოდენობას, “ბეგრაუნდს”, და რადგან იციან, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლი აქვთ, ყოველივე ზემოთქმული არეულობების პროვოცირების გზით ნაცების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა.

აქედან გამომდინარე, ქოცების ხელისუფლებას მოვუწოდებ, ახლა მაინც გამოიჩინონ სიმტკიცე, პრინციპულობა და, მიუხედავად ჩვენი დასავლელი “მეგობრების” ზეწოლისა, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან _ დასაჭერი დაიჭირონ, გადასახდელი 50 მილიონი ზაზა ოქუაშვილს გადაახდევინონ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ ამ ეტაპზე ხალხის ისეთი მხარდაჭერა, რომ ნაცების ოკეანის გაღმა-გამოღმელი პატრონები ვერაფერს გახდებიან.

დიახ, ამ ეტაპზე, რადგან, როგორც ყოველთვის, ცუდსა და ძალიან ცუდს შორის გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი. ახლა მთავარია, მიშა სააკაშვილი თეთრ ცხენზე ამხედრებული არ დაბრუნდეს საქართველოში, თორემ ის სისხლიანი 9 წელიწადი მონაგონი იქნება… და, თუ საქართველოს გადარჩენა უწერია, უფლის ნებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება ჯერჯერობით უცნობი ეროვნული ძალა, რომელიც ქოცებსაც და ნაცებსაც _ ორივეს ერთად გაუშვებს პოლიტიკურ მოუსავლეთში…

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here