Home ახალი ამბები მსოფლიო ოლაფ შოლცი _ გერმანიის ახალი კანცლერი

ოლაფ შოლცი _ გერმანიის ახალი კანცლერი

125

გერმანიის სოციალდემოკრატიულმა პარტიამ (გსდპ) საბოლოოდ შეათანხმა კოალიციის შექმნის შესახებ ხელშეკრულება პარტიებთანკავშირი 90/მწვანეებიდა თავისუფალი დემოკრატიული პარტია, _ იუწყება გერმანული გამოცემა Die Welt. ამით გაირკვა ქვეყნის ახალი კანცლერის ვინაობა. ეს იქნება გსდპის ხელმძღვანელი ოლაფ შოლცი.

კანცლერად ოლაფ შოლცის არჩევის პროცედურა 8 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს.

კოალიციური ხელშეკრულების მიხედვით, გფრ-ის მთავრობამ უარი უნდა თქვას ახალი გადასახადების დაწესებაზე, 2030 წლიდან აღარ გამოიყენოს ქვანახშირი, განახორციელოს მრეწველობის მოდერნიზაცია და გადაჭრას საცხოვრებლისა და ბავშვთა სიღარიბის პრობლემები.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს ჩატარდა. გაიმარჯვა გსდპ-მ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 25,7 პროცენტი მოაგროვა.

lenta.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here