Home რუბრიკები სამართალი ნანა კაკაბაძე: 48 მილიონის გაფლანგვისთვის ნორმალურ ქვეყანაში სამ წელს გაკმარებენ?

ნანა კაკაბაძე: 48 მილიონის გაფლანგვისთვის ნორმალურ ქვეყანაში სამ წელს გაკმარებენ?

27360
ნანა კაკაბაძე

ნაციონალური მოძრაობარომ არ იყოს, არ იქნებოდაქართული ოცნებახელისუფლებაში და, “ქართული ოცნებარომ არ იყოს ხელისუფლებაში, “ნაციონალური მოძრაობისწევრები დიდი ხნის წასულები იქნებოდნენ ციხეში

10 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ თბილისის ყოფილი მერისა და პარტიაევროპული საქართველოსერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას, ციხეში შებრუნებამ, რომელსაც მართლმსაჯულება დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავება (საუბარია 48 მილიონ ლარზე), “დემოკრატიული დასავლეთიკიდევ ერთხელშეძრა და შეაშფოთა”. დაწყებული ევროპარლამენტარებით, დამთავრებული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებით _ ყველა მწვავე განცხადებებს განცხადებებზე აკეთებდა, ხოლო გაერთიანებულ ოპოზიციში ისტერიკა მძვინვარებდა.

ამ ალიაქოთის ფონზე, რაც, ბუნებრივია, “ოცნებისთვის” იოლად გადასატანი არ იყო, განსაკუთრებით ოკეანის გაღმიდან აქტიურობდნენ კონგრესმენები. მათი მოთხოვნები თუ მოწოდებები ისევ ერთი გზავნილის გარშემო ერთიანდებოდა _ შეწყდეს პოლიტიკური დევნა. მოკლედ, “დემოკრატიის ხელყოფითა და პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის” გამოტანით “შეძრულმა პარტნიორებმა” მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ მკაცრად გააფრთხილეს… კრიტიკისა და პოლიტიკური აგრესიის ფონზე “ოცნება” მაშინვე თავის მართლების რეჟიმში ჩადგა. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას დასამტკიცებელი შეექნა (და, ალბათ, კიდევ დიდხანს მოუწევს ნაცებისა თუ ევრონაცების ლობისტებისთვის ამის უშედეგოდ მტკიცება), რომ უგულავა არა პოლიტპატიმარი, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელმაც სახელმწიფოს 48 მილიონი მოჰპარა.

რატომ იყო დღევანდელ ვითარებაში უგულავას დაკავება დასავლეთისთვის ასეთი შემაშფოთებელი და რა პოლიტიკური გზავნილია ეს ქვეყნისთვის? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება დამფუძნებელი ორგანიზაციისაარა ნაციზმს”, ადვოკატი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, უგულავას დაკავებამდემოკრატიულ დასავლეთშიუკიდურესი შეშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია. განცხადებები განცხადებებზე კეთდება, წერილები წერილებზე მოდის. როგორ ფიქრობთ, რით არის ეს შეშფოთება გამოწვეული? რატომ არის დასავლეთი ასე შეძრული ამ ფაქტით?

_ ამ დღეებში ბევრი ითქვა და დაიწერა ამ შეშფოთებებზე. უამრავი განცხადება და შეფასება მოვისმინეთ. მათ შორის რამდენჯერმე ხაზგასმით აღინიშნა და ამ შეფასებებს ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებდნენ, რომ კონგრესმენებს, რომლებიც, ალბათ, ყველაზე მეტად აქტიურობდნენ, არ ჰქონდათ ობიექტური ინფორმაცია. რომ ისინი მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანეს და ამით იყო ეს ყველაფერი გამოწვეული. ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია და იყვნენ თუ არა შეცდომაში შეყვანილი, მაგრამ ფაქტებზე საუბარი ნამდვილად შეგვიძლია. ფაქტი არის ის, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა უმძიმესი დანაშაულები _ მკვლელობები, ქონების წართმევა, რეკეტი, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, გატაცებები, წამებები, გაუპატიურებები ციხეებში, თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე, დარბევები მშვიდობიანი დემოსტრაციების, უკანონო დაპატიმრებები და .. შავი და თეთრი ყველასთვის იყო ძალიან მარტივი გასარჩევი და ის, რომ ეს დანაშაულები არა ერთეული შემთხვევა, არამედ სისტემური პოლიტიკა იყო, ყველა თანხმდებოდა. რა ხდება დღეს: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ქართულმა მართლმსაჯულებამ დაუმტკიცა უმძიმესი დანაშაულები,_ ისე, რა დასამტკიცებელი ეს იყო?! უგულავას შემთხვევაში, მაგალითად, ხელის გულზე იდო ყველაფერი, _ მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა დასავლეთისთვის გახდა შემაშფოთებელი. მიჩნდება შეკითხვა და ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა: მათ ქვეყნებში ვინმემ 48 ცენტი რომ მოიპაროს ბიუჯეტიდან, სამარეში ჩაჰყვებიან, კაცმა 48 მილიონი გაფლანგა, პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ?! ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდი იქნებაო, _ რომ გაჰყვიროდა მინისტრი, ეს მაინც არ არის დასამტკიცებელი, კადრები არსებობს, არ უნდა დაეკავებინათ? საერთოდ, ვფიქრობ, რომ მსგავსი დამნაშავეების დაკავების გამო ჩვენ არ უნდა ვიყოთ თავიდანვე თავის მართლების რეჟიმში; იმიტომ, რომ, თუ ხელისუფლება თვლის, მას თავი აქვს სამართლებელი და ვიღაცას რაღაც უნდა უმტკიცოს, მაშინ საერთაშორისო დონეზეც გაჩნდება შეკითხვები და ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივიცაა, თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიღაცებმა არ იციან, აქ რა ხდება და შეცდომაში შეიყვანეს.

_ რას გულისხმობთ?

_ როგორც ჩანს, დღეს დასავლეთის უმაღლეს პოლიტიკურ სისტემაში, სამწუხაროდ, არსებობს საკმაოდ გავლენიანი ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც თავისი ვიწრო მერკანტილური ინტერესები აქვს. თუმცა იმ მწვავე შეფასებებში, რომლებიც, ეს დღეებია კეთდება, თუნდაც იგივე უგულავას დაკავების გამო, ხელისუფლების ბრალსაც ვხედავ.

_ კონკრეტულად?

_ არასწორია მიდგომა სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი. რას ვგულისხმობ: მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად: მოდიხარ პოლიტიკაში იმ დაპირებით და გზავნილით საზოგადოებისადმი, რომ აღადგენ სამართლიანობას; ხალხს არწმუნებ, რომ ყველა დანაშაულს გამოიძიებ და დამნაშავეებს პასუხს აგებინებ. იღებ ძალაუფლებას და აკეთებ აბსოლუტურად საპირისპიროს _ სამართლიანობას კი არ აღადგენ, აცხადებ კოაბიტაციას და ეკვრები დამნაშავეებს, რომლებსაც მერე მთავარ ოპოზიციადაც აცხადებ. აი, ამის შემდეგ გადის რვა წელიწადი და წინა ხელისუფლების ერთ-ერთ ლიდერს იჭერ უმძიმესი დანაშაულისთვის. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: ჯერ ერთი _ თუ დამნაშავე იყო, რვა წელი სად იყავი? და მეორე _ კაცმა 48 მილიონი მოიპარა და სამ წელს აძლევ?!

_ გინდათ, თქვათ, რომ სამი წლით პატიმრობა ზემოხსენებული დანაშაულისთვის შეუსაბამო სასჯელია?

_ რა თქმა უნდა. 48 მილიონის გაფლანგვისთვის ნორმალურ ქვეყანაში სამ წელს გაკმარებენ? თუმცა, ეს 48 მილიონი არის ის, რაც დამტკიცებულია, თორემ სულ რამდენი მოიპარეს და გაფლანგეს, კაცმა არ იცის. აი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აჩენს შეკითხვებს და ამაში ლოგიკა არის. კიდევ ვიმეორებ, კაცმა 48 მილიონი გაფლანგა და აძლევ სამ წელს, რა გამოდის, ამ ქვეყანაში კორუფცია მძიმე დანაშაულად არ ითვლება?! თანაც აქ ხომ საუბარი არ არის ვიღაც ბიზნესმენზე, რომელსაც თავისი ანგარიშები ჰქონდა და ფული მოიპარა, საუბარია სახელმწიფო მოხელეზე. მეორე _ თუ ამხელა დანაშაული ტრიალებდა ქვეყანაში და ყველამ ვიცით, რომ ასე იყო, მხოლოდ უგულავა აკეთებდა ამ ყველაფერს? სად არიან სხვა დამნაშავეები?! რა თქმა უნდა, ეს პროცესები შეკითხვებს აჩენს… ყოველ შემთხვევაში ეს ამბავი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე მოფიქრალი ადამიანების ნამოქმედარი რომ არ არის, ცხადია. მათ სამართლიანობა რომ ადარდებდეთ, ჯერ ერთი _ რვა წელი დამნაშავეს გარეთ არ აბოგინებდნენ, მეორე _ მხოლოდ უგულავა არ იქნებოდა ციხეში და მესამე _ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეს 48 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის სამ წელს არ მიუსჯიდნენ. ეს არის უმძიმესი დანაშაული და, ვინც რამდენიც უნდა შეშფოთებულიყო, ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ამისთვის, სულ ცოტა, 15-წლიან სასჯელს გამოუტანდნენ.

აქვე მინდა მოკლედ გამოვეხმაურო იმ ისტერიკას, რომელიც უგულავას დაპატიმრების შემდეგ ატყდა ამ ვითომ ოპოზიციურ სპექტრში ნაცებისა და მათი პოლიტიკური განაყოფების დირიჟორობით. ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, მართლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებას აღარ ახსოვს, რა ხდებოდა მათი მმართველობის პერიოდში. ფონდები რომ ჰქონდათ შექმნილი და ხალხს ფულს არიცხვინებდნენ, მათ შორის ბოკერია უგულავასთან ერთად, დაავიწყდათ?! ან იქნებ ჰგონიათ, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს… აქ უბედურება რა არის, იცით? ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ სჭირდება სამართლიანობისთვის. ხელისუფლებას ეს სჭირდება თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და, როცა ეს მიზანი ითხოვს, მაშინ ახსენდებათ სამართალი. აი, ეს არის სიმართლე; ჩვენი უბედურება კი არის ის, რომოცნებასადა ნაციონალებს ერთმანეთი სჭირდებათ _ “ნაციონალური მოძრაობარომ არ იყოს, არ იქნებოდაქართული ოცნებახელისუფლებაში დაქართული ოცნებარომ არ იყოს ხელისუფლებაში, “ნაციონალური მოძრაობისწევრები დიდი ხნის წასულები იქნებოდნენ ციხეში.

რაც შეეხება უგულავას და იმ სენტიმენტებს, რომელიც მისი დაპატიმრების დღეს პარტიის ოფისში მოაწყვეს, მოკლედ, დეტალურად გვიჩვენეს ყველაფერი, როგორ ეთხოვება ოჯახს, შვილს, მეგობრებს… რა, სერგო თეთრაძეს არ ჰყავდა შვილი? სულხან მოლაშვილს არ ჰყავდა თუ ბუტა რობაქიძე არ იყო შვილი?.. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. რამდენი გააუბედურეს და დაღუპეს? ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ეჭვებს. აბა, ვის გაუგია, ადამიანს ამხელა დანაშაულს ედავებოდე, უმტკიცებდე და ასეთი მცირე სასჯელით უშვებდე ციხეში…

_ როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ვითარებაში რა პერსპექტივა და შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ ეს რეალობა თუნდაც ნაწილობრივ შეიცვალოს?

_ იმისთვის, რომ ეს რეალობა არა თუ ნაწილობრივ, არსებითად შეიცვალოს, საჭიროა, ივანიშვილმა დაუშვას, რომ ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იქნება მართული რომელიმე სპეცსამსახურის მიერ.

_ დაუშვებს, როგორ ფიქრობთ?

_ რომ არ უშვებს და მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ გამუდმებით, იმიტომ ვართ ამ დღეში. კიდევ ვიმეორებ: დღეს პოლიტიკაში რომ ჩაერთო და რეალურ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდე, ზურგს უნდა გიმაგრებდეს რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური. ეს არის სახელმწიფოსთვის დამღუპველი მავნე პოლიტიკური პრაქტიკა, რომელიც, უკვე წლებია, გრძელდება, და, რომელიც უნდა დასრულდეს. აი, ამაში ვხედავ გამოსავალს, რაც პრაქტიკაში განსახორციელებლად ძალიან რთულია, თუმცა ერთი რამ ცხადია და ამაში, ალბათ, ყველა ვთანხმდებით: ეს თუ არ დასრულდა და ქვეყნის სათავეში არ მოვლენ ჯანსაღი ძალები, რომელთა მთავარი ორიენტირი ეროვნული, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება იქნება, ჩვენ მომავალი არ გვაქვს. მუდმივად ვიქნებით უკუსვლის რეჟიმში, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს კატასტროფამდე.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here