Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: ფაქტია, რომ მოსმენების მასალებით აჟიტირებულია ნაციონალების არხები

ნანა კაკაბაძე: ფაქტია, რომ მოსმენების მასალებით აჟიტირებულია ნაციონალების არხები

“ნაცები ცდილობენ, ეკლესიას, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს, დაარტყან. ბინძური პოლიტიკოსები ამას ისე აკეთებენ, თითქოს ამ საშინელებისგან ჩვენ გვიცავენ”

134

საქართველო პატარა ქვეყანაა, ისეთი პატარა, რომ ყველამ ერთმანეთის შესახებ თითქმის ყველაფერი იცის… “კედლებსაც ყურები აქვს” _ ეს ფრაზა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, დღემდე აქტუალურია და ეს აქტუალობა რამდენიმე დღის წინათ კიდევ ერთხელ დადასტურდა _ ჩვენ გვისმენენ. რატომ გვისმენენ, ვის აინტერესებს ჩვენი საუბრები, ვინ სარგებლობს ამით და ვინ უნდა დაიკისროს პასუხისმგებლობა უკანონო და უზნეო მოსმენებზე _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება.

_ ადამიანების პირადი საუბრების მიყურადება ვისაც სურს, გასაგებია _ ეს სურთ ნაციონალებს, მთავარია, ვინ იხეირა ამ მოსმენებით და ვინ იხეირებს.

ფაქტია, რომ მოსმენების მასალებით აჟიტირებულია ნაციონალების არხები. ისინი ეწევიან ე.წ. სუს-ის კრებსების ტირაჟირებას. ამ ყველაფრით სარგებლობს ოპოზიცია. ახლა გასარკვევია, ვინ გაავრცელა ეს “კრებსები”, რადგან ძალიან უშინაარსოა. დაკითხვაზე ვიყავი პროკურატურაში, იქ ყველაფერი მოვისმინე და გეტყვით, რომ არანაირი შინაარსის მქონე ეს “კრებსები” არ არის.

ნაციონალებს სურთ, საზოგადოებაში შექმნან პანიკა, რომ გვისმენენ. მათ ამ .. ჩანაწერების შინაარსზე არ უფიქრიათ, ღირებული ინფორმაცია არ აქვთ. მაგალითად, ჩემზე არის ინფორმაცია, რომ ნაკურთხი წყალი წავიღე

ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ოპოზიციის ქმედებები და დავინახავთ, რა სურთ. ნაციონალური მოძრაობისწევრებმა კარგად იციან, რის გამო მოუწიათ ხელისუფლებიდან წასვლა. ეს იყო ციხის კადრები, მიტინგების სისხლიანი დარბევები, თვალთვალი და მიყურადება. ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა საკუთარ თავზე გადაიტანა. შესაბამისად, ამის გამო ნაცების წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანი ქუჩაშიც გამოდიოდა, მაგრამ დღეს არ არის ასეთი სისასტიკე და მიტინგებიც აღარ იმართება. და, რადგან მიტინგები არ იმართება, ძნელია ხელისუფლებიდანოცნებისგაშვება. სწორედ ამისთვის სჭირდებანაციონალურ მოძრაობასმოსმენები, მიტინგების დარბევის იმიტაცია. მოკლედ, სურთ, მოგვაჩვენონ, რომ დღეს ყველაფერი ისე ხდება, როგორც თვითონ აკეთებდნენ. სწორედ ამის გამო გაჰყვირიან, დღეს სისხლიანი რეჟიმიაო, გვისმენენო… ე.წ. გავრილოვის ღამეც სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა. უკვე დასრულებული მიტინგის შემდეგ ისროლეს რეზინის ტყვიები და თვალები დათხარეს ადამიანებს. ასევე, ძალიან ცუდი საყურებელი იყო პოლიციელების ცემის ფაქტი. ოპოზიციამ და მასთან ასოცირებულმა პარტიებმა თუ პირებმა გარკვეულწილად შეძლეს საზოგადოებაში აღშფოთების გამოწვევა. ეს ძალიან ცუდია, ცუდია ისიც, რომ თვალი დაკარგა ადამიანმა, მაგრამ მაინც არ შეიძლება ამ ყველაფრის გათანაბრება იმასთან, რასაც ნაციონალები სჩადიოდნენ.

ნაცებს ასეთი საქციელით ყველასთვის კარგად ცნობილი “მოდელირებული ქრონიკის” შექმნა სურთ, ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ “ოცნება” მათაგნ არაფრით განსხვავდება.

ე.წ. კრებსებში ძალიან სულელური დიალოგებია, ორღობის ჭორები და ძალიან გამიკვირდა, როდესაც მოვისმინე.

ყველაზე საშინელია ის, რომ ეს ბინძური კამპანია შეეხო ეკლესიასაც. ნაცები ცდილობენ, საზოგადოებას ისეთი სურათი დაუხატონ, თითქოს ეკლესიაში პედოფილიაა; ცდილობენ, ეკლესიას, ჩვენი იდენტობის ერთერთ ძირითად ქვაკუთხედს, დაარტყან. ბინძური პოლიტიკოსები ამას ისე აკეთებენ, თითქოს ამ საშინელებისგან ჩვენ გვიცავენ და ფარდას ხდიან ხელისუფლებას, რომელიც მალავს ეკლესიაში არსებულ სიბინძურეს, ასევე ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ ხალხსაც გვიცავენ ფარული მიყურადებისგან.

რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთ მოძღვართან მივიდა რომელიღაც პარტიული არხის ჟურნალისტი და უთხრა: თქვენზე ამბობენ, პედოფილიაო. მოძღვარი დაინტერესდა, ვისგან ჰქონდა ინფორმაცია. როდესაც ჟურნალისტმა დაუსახელა ინფორმაციის წყარო, მოძღვარმა იქვე აიღო ტელეფონი და დარეკა იმ ადამიანის ოჯახში, რომლის სახელი და გვარი უხსენა ჟურნალისტმა. აღმოჩნდა, რომ მთელი ოჯახი ამ მოძღვრის მრევლი იყო და გადაირივნენ საშინელი ინფორმაციის მოსმენით. წამში გამოაშკარავდა ამ ტელევიზიის სიბინძურე, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს საშუალება, დაამტკიცოს პირდაპირ ეთერში თავისი სიმართლე?! ამიტომ ძალიან კარგია, რომ გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” სწორედ ასეთ თემებზე ასე ოპერატიულად და აქტუალურად მუშაობს. თქვენი გაზეთი სიმართლეს წერს, თანაც დროულად.

_ “საქართველო და მსოფლიოსჟურნალისტებს გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და გვსურს, ობიექტურად გავაშუქოთ მიმდინარე პროცესები

_ დიახ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობენ უზნეო ჟურნალისტებიც. ძალიან ცუდია, რომ ვიღაც გისმენს და გითვალთვალებს, მაგრამ უფრო დიდი სიბინძურეა, როდესაც ჟურნალისტი აქვეყნებს ამას, ტირაჟირებას უკეთებს პირადი ცხოვრების ამსახველ ამბებს, თანაც აბსოლუტურად უკანონოდ, ეს საქციელი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ყველგან ისჯება, ჟურნალისტს არ აქვს ამის უფლება.

არის კიდევ ერთი უბედურება _ სახალხო დამცველი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება. ის არ რეაგირებს კანონის დაღვევაზე. ჩემი და მღვდლების ჩანაწერები არის კანონის დაღვევა და პირადი ცხოვრების საჯაროდ გამომზეურება, თუნდაც უმნიშვნელო და არაფრისმთქმელი ფაქტების, მოქალაქის უფლების დარღვევა არ არის? დღემდე არ მომისმენია ამ საკითხზე ომბუდსმენის განცხადება. რამდენიმე დღის წინათ თქვა _ ვაი, რა საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა ცუდია მოსმენაო. ერთხელ არ უხსენებია, რომ დავზარალდით ადამიანები, რომ ჩემ მიერ ეკლესიიდან ნაკურთხი წყლის წაღებაზე ტელეეთერში საუბრობენ და პროკურატურაში მიბარებენ.

სახალხო დამცველმა არ იკითხა _ ვინ გაბედა ამის გაკეთება, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება? ჩაერთვნენ თუ არა, როგორც ხელისუფლება უწოდებს, ავტორიტეტული არასამთავრობოები გამოძიების პროცესში?

_ ომბუდსმენიც ხელისუფლების დანიშნულია, მაგრამ საინტერესოა თქვენი აზრი _ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც დღეს ვისმენთ და ვუყურებთ? ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ვუსმენ, მგონია, რომ ისინი აზრზე არ არიან, ქვეყნის მართვა რომ აბარიათ. ყველაფერს აბრალებენ ნაციონალებს და ახლა უკვე ყოფილ პრემიერ გახარიას. მართებულია, ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლისთავზე ისაუბრო წინა ხელისუფლების წევრების დანაშაულებზე?

_ ერთი პრობლემაა, რატომ არიან “ჩარჩენილები” ცხრა წლის თავზე ნაცები ძალოვან სტრუქტურებში და მეორე _ რატომ სხედან ისინი პარლამენტში, რატომ არ შეფასდა მათი ძალადობრივ-სადისტური ქმედებები. თუ არ აღადგენ სამართლიანობას, მაშინ აღარც უნდა იწუწუნო, დღეს საშინელება დამემართაო. ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, რომ, თუ ნაცებს არ დასჯიდა, საზოგადოებასთან პრობლემები შეექმნებოდა.

საქართველო არ არის გერმანიაზე დემოკრატიული ქვეყანა. გერმანელები დღემდე ასამართლებენ ყველას, ასაკის განურჩევლად, ვისაც შეხება ჰქონდა ფაშიზმთან. დასჯა იმისთვის არის საჭირო, რომ სხვამ აღარ გაიმეოროს მსგავსი საქციელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის დანაშაულებრივი ქმედება და რა კანონიერი. დღეს ჩვენი საზოგადოება აღრეულია, ადამიანებმა არ იციან, რა არის დასაშვები და რა არა. საზოგადოებამ იცის, რომ აზრი არ აქვს კანონის არსებობას, რადგან ის არ სრულდება.

როდესაც ტერიტორიების დაკარგვაგასხვისებისთვის არ გაასამართლებ ადამიანს, არ გაასამართლებ მთელი ქვეყნის და მოსახლეობის ღირსების შელახვის სისტემის შექმნისათვის და ამის ნაცვლად პიჯაკის ყიდვას წაუყენებ ბრალად, ბუნებრივია, მიიღებ აჯანყებულ საზოგადოებას, უნდობლობას და იმას, რასაც დღეს ნაცები აკეთებენ.

სამართალი უნდა აღსრულდეს იმ შემთხვევაშიც, თუნდაც რომ “დაიქცეს” ქვეყნიერება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ იცავს ხელისუფლება კანონის უზენაესობას. თუკი ასე არ მოხდება, მაშინ ყოველთვის გვექნება ისეთი მოცემულობა, როგორიც დღეს გვაქვს. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უნდა დასაჯონ ამ მოსმენებისთვის, რადგან დარჩა ნაციონალებისდროინდელიკასრები”, ჩვენ ეს ვიხილეთ და ისიც ვიცით, რომ არავინ არ დასჯილა. უფრო მეტიც, დამნაშვეები პარლამენტში სხედან. აქედან გამომდინარე, რაღაც სულელური ინფორმაცია რომ მოისმინა, ის როგორ უნდა დასაჯონ?!

ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა, როცა ნაცები არ გაასამართლა. დღეს ყველა ჯალათი და მწამებელი ხელისუფლებაშია, ყველა თანამდებობაზეა.

ხელისუფლება დასავლეთის ზეგავლენის ქვეშაა და ჩვენი პრობლემაც ეს არის. თუკი ღირსეული ქვეყნის ღირსეული ხელისუფლება ხარ, კეთილი ინებე და ნუ შეასრულებ ისეთ განკარგულებას, რომელიც შენს კონსტიტუციასა და კანონს ეწინააღმდეგება. ვერ უნდა გაგიბედოს დასავლეთმა შენი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა. ანტიკონსტიტუციურ დოკუმენტს ხელს აწერ და თავი მოგწონს?! მიშელია თუ გრიშელი, იმის ნაწერს ხელს აწერ, შიგნით რა წერია, არ კითხულობ?! ხუთი პუნქტიდან სამი რომ არაკონსტიტუციურია, ვერ ხვდები?! ამის შემდეგ მე, ნანა კაკაბაძეს, ან ვინმეს ამ ქვეყანაში კანონის დაცვა როგორ უნდა მოსთხოვონ?!

ხელისუფლებამ კონსტიტუცია თავზე დაგვამხო. რატომ გააბედვინეს დასავლეთს კოაბიტაციის თავსმოხვევა?! კოაბიტაცია ნიშნავს თანაარსებობას განსხვავებული თვალსაზრისის მქონესთან, მაგრამ არ კრიმინალთან…

საქმე ის არის, რომ ხელისუფლება არ დგას თავის სიმაღლეზე, რადგან ჩვენი ქვეყნის თავისუფლება მათ არ მოუპოვებიათ, მაგრამ კეთილი ინებონ და, რაც მემკვიდრეობით ერგოთ, ის გადასცენ მომავალ თაობებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here