Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: რას ნიშნავს ზემოქმედება ამომრჩევლებზე

ნანა კაკაბაძე: რას ნიშნავს ზემოქმედება ამომრჩევლებზე

ხელისუფლების გუნდმა ,,ქართულმა ოცნებამწინასაარჩევნო კამპანია .. დასავლელი პარტნიორების არნახული წნეხის ქვეშ ჩაატარა. ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მეგობრები შფოთავდნენ და წუხდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია უკუსვლას განიცდის და საფრთხე ემუქრებამოკლედ, საქართველოს ხელისუფლებასაც და მოსახლეობასაც თვეების განმავლობაში ამუნათებდნენ

საქართველოს მიმართ დასავლეთიდან წამოსული მუქარების შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველმა ნანა კაკაბაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საინტერესო წერილი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

,,დღევანდელი ფსევდოლიბერალური გაგებით, პედაგოგებსაც კი ეკრძალებათ არასრულწლოვანთა სურვილების წინააღმდეგ წასვლა, რადგან ეს მათზე ზემოქმედებად ფასდება და ასეთმა პედაგოგმა „ბავშვზე ზეწოლის“ გამო შეიძლება თანამდებობაც დაკარგოს და თავისუფლებაც. უფრო მეტიც, თუ მშობელი მცირეწლოვან შვილს თავისივე სქესისადმი მიდრეკილებას არ განუვითარებს და მით უმეტეს, ასეთი მიდრეკილების ჩაშლას ეცდება, მას შეიძლება საერთოდ ჩამოართვან შვილი და აღსაზრდელად „თავისუფალ“ ადამიანებს გადასცენ.     

აი, ასეთია დემოკრატიის თანამედროვე გაგება „ლიბერალური ფაშიზმის“ მიმდევრებისთვის, მაგრამ, როდესაც საქმე ქვეყნის ზრდასრული მოქალაქეების პოზიციის გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ეს „ძაან დემოკრატები“ მაშინვე სახეს იცვლიან და ბოლშევიკურ და ფაშისტურ სტილში ყველანაირი მეთოდით ზემოქმედებენ მათთვის არასასურველი  პოზიციის გამომხატველ ხალხებსა და ხელისუფლებებზე.

დღევანდელი საქართველო ამის ნათელი მაგალითია.

საპარლამენტის არჩევნების წინ საქართველოს წინააღმდეგ მთელი ძალით ამოქმედდა ყველა ბინძური უცხოური ძალა, რომლებიც ჩვენი ბედოვლათი და ლუზერი ოპოზიციის გადარჩენისა და ხელისუფლებაში თავიანთი ნაცადი აგენტურის დასაბრუნებლად  თავგანწირვით იბრძვიან. ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ემუქრებიან, რომ, თუ კანონებს მათი კარნახით არ მიიღებს ხელისუფლება, რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს, არ დაუშვებს ლგბტ პროპაგანდის თავისუფლებასა და სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, საქართველოს გაუუქმებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, გაუუქმებენ უვიზო რეჟიმს და მოაქცევენ იზოლაციაში, შეუჩერებენ გრანტებს, იაფ კრედიტებს და . .

საქართველოს მოსახლეობისგან კი პირდაპირ მოითხოვენ: რადგან თქვენ ევროპა გინდათ, ხოლო ევროპაში „ქართული ოცნება“ ვერ შეგიყვანთ, შეცვალეთ ეს ხელისუფლება და, თუ ჩვენს  მითითებებს უსიტყვოდ არ შეასრულებთ, „ცულს მოვიტანთ ცუნცულასა“-ო… უფრო მეტიც, პოლიტიკური ნიშნით პიროვნებების (ბიძინა ივანიშვილისა და სხვების) დევნასაც არ  მოვერიდებითო. მათი გაგებით  ეს თურმე არც ხელისუფლებასა და ხალხზე ზემოქმედებაა და არც ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა.

ორიენტაცია და ქვეყნის კურსის არჩევა მაშინაა ღირებული, როცა ეს ხდება ხალხის ნებით და არა გარედან იძულებით. იძულების ფორმები კი სხვადასხვაგვარია _ სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ა. შ. დღეს ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე ქვეყანაზე ზემოქმედების ასეთ კომპლექსურ ფორმებსა და მეთოდებს „ჰიბრიდულს“ უწოდებენ და უფრო ხშირად მხოლოდ რუსეთს მიაწერენ.

ყველამ იცის, რომ რუსეთი არ არის ანგელოზი,  საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ისიც იყენებს „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, მაგრამ ჩვენს ვერშემდგარ  პოლიტიკოსებსა და უბრალო მოქალაქეებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ დასავლეთის ქვეყნებისთვის ქართველ ხალხზე ზრუნვა იყო პრიორიტეტი და საკუთარი ინტერესები მეორე ადგილზე ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ ბოლო წლებმა და განსაკუთრებით ბოლო თვეებმა ნათლად დაგვანახვეს, როგორი უხეში ფორმებით გამოაჩინეს ბრჭყალები ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“, როდესაც მათი ბრძანებები თუ მოთხოვნები არ შეასრულა პატარა ქვეყნის ხელისუფლებამ და პრიორიტეტად საკუთარი ინტერესები დააყენა.

ჩვენ კვლავ და კვლავ თვალთმაქცურად გვარწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ხდება. ქართველებო, თქვენ კარგები ხართ, მაგრამ, ვინაიდან თქვენმა არჩეულმა  მთავრობამ  ჩვენს უსიტყვო  მორჩილებაზე უარი თქვა, დაგვიმტკიცეთ თქვენი სიკარგე და გამოცვალეთ მთავრობა. ამაში კი ყველანაირად დაგეხმარებით _ ფინანსურად, მორალურად, პროპაგანდისტულად, შავი პიარის აგორებით, მსოფლიოს თვალში თქვენი ამბების თეთრის შავად და შავის თეთრად წარმოჩენით და ა. შ.

მერე რა, რომ სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მიერ ობიექტურად შესწავლის შედეგად მიღებული შეფასებებით დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო უსწრებს უკლებლივ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატ პრაქტიკულად ყველა ქვეყანას და ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგიერთ სახელმწოფოს, მათ შორის ისეთი ინდექსებით, როგორებიცაა:

სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, გამოხატვის თავისუფლება, ელექტორალური დემოკრატია, ლიბერალური დემოკრატია, ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, პოლიტიკური თანასწორობა, სამოქალაქო თავისუფლება, საზოგადოების თანასწორუფლებიანობის დაცულობა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, ეკონომიკის თავისუფლება, მთავრობის ეფექტიანობა და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობა.

ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ სწორედ ეს ინდექსები იყო მთავარი კრიტერიუმები ევროკავშირისთვის, დემოკრატიულად წოდებული საზოგადოებისთვის, მაგრამ დავინახეთ, რომ  დემოკრატიის სახელი დასავლეთში დღეს მიუტაცებიათ ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგებს, რომლებისთვისაც მთავარი საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურის მოყვანა ყოფილა, რათა ისინი საკუთარი ინტერესებისთვის უპრობლემოდ გამოიყენონ. ამ მიზნის მისაღწევად კი ეს ძალები კვლავაც განაგრძობენ ზემოქმედების, მუქარისა და შანტაჟის პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ, რომლის შეფუთვას ისევ და ისევ ქართველ ხალხზე ზრუნვით  ცდილობენ.

ქართველ ხალხს კი ამ ძალებისგან მომავალი შეტევის მოსაგერიებლად და მათზე გასამარჯვებლად  ერთიანობა და დიდი ძალისხმევა მართებს, რომლის შედეგი 26 ოქტომბერს უნდა დაიდოს”.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here