Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: დღეს საქართველო არის რეგიონის ყველაზე ღირსებაშელახული, წარუმატებელი და უპერსპექტივო ქვეყანა

ნანა კაკაბაძე: დღეს საქართველო არის რეგიონის ყველაზე ღირსებაშელახული, წარუმატებელი და უპერსპექტივო ქვეყანა

“31 ოქტომბერს იქნება სპექტაკლი, რომლითაც გაფორმდება უკვე შეთანხმებული პოლიტიკური კონფიგურაცია”

1065
ნანა კაკაბაძე

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა დაქართული ოცნებისთავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 10 სექტემბერს პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას ხელისუფლების მიერ 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ხალხის წინაშე აღებული ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა. მისი თქმით, შექმნილი ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე ადამიანებზე ზრუნვაქართული ოცნებისხელწერად იქცა: “ადამიანებზე ზრუნვა და ამ ურთულეს კრიზისში მათი სოციალური მხარდაჭერაქართული ოცნებისხელწერად იქცა. თამამად ვიტყვი, რომ ჩვენ პირნათელნი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რომლის საშუალებასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა, თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველი შედეგისგან…”

იმავე გამოსვლაში ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ მიღწევებზე, რომლებიც, თურმე, აღიარებული და მოწონებულია საერთაშორისო დონეზე. მისი განმარტებით, სწორი, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყანაში დღითიდღე უმჯობესდება საინვესტიციო გარემო და სოციალური ფონი.

ცნობისთვის: იმ დღეს, როცა ივანიშვილმა ქვეყნის “სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე”, მიღწევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, ლარმა გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, ჩვენმა “საერთაშორისო პარტნიორმა” ბლუმბერგმა ლარი დოლართან მიმართებაში 3,12-მდე გააუფასურა…

არის თუ არა ვითარების შესაბამისი ყოფილი პრემიერის განცხადება მმართველი გუნდის ეფექტიანობაზე, როგორია მის მიერ წარდგენილი საარჩევნო სიის ოცეული არსებული პოლიტიკური გამოწვევების ფონზე და რა ელის ქვეყანას ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, “ქართული ოცნებისსაარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას მსოფლიო აღიარებს. მისი თქმით, ეს არის მიღწევა, რომელიც ქვეყნის იმიჯზე აისახება, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც ქართველი ხალხის აღიარებაა, რომელც მოახლოებულ არჩევნებში გამარჯვების იმედს აძლევს. სამწუხაროდ, იმ დღეს, როცა ეს განცხადება მოვისმინეთ, ლარმა გაუფასურების ისტორიული რეკორდი მოხსნა; თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს ეროვნული ვალუტის კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი კი არ ადგენს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები. არის კი საქართველო ეკონომიკურად წარმატებული და დამოუკიდებელი ქვეყანა და რა აზრის ხართოცნებისსაარჩევნო სიის პირველ ოცეულზე, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ასე ამაყად დაგვისახელა?

_ დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქართველოს წინაშე დგას ორი მთავარი პრობლემა: პირველი _ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც უპირველესი და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხია; და მეორე _ ეს არის ეკონომიკური სიდუხჭირე. ეს პრობლემები “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე ნახსენები არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში არ ჩანდა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიების 22% დაკარგული აქვს და ამ ყველაფრის ფონზე იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. ამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს წარდგენილი კანდიდატების განათლებას; იქ ვიღაცამ ჰარვარდის კოლეჯში ისწავლა, ვიღაცამ სორბონაში მოისმინა ლექციები, ვიღაც გერმანიის რომელიღაც უმაღლესი სასწავლებლის დოქტორია… ჯერ თავისთავად ეს რამხელა შეურაცხყოფაა ქვეყნის, რომ საზღვარგარეთ ნასწავლ ადამიანებს ეძებ ხელისუფლებაში მოსაყვანად და საკუთარ ქვეყანაში განათლებამიღებულ ხალხს არაფრად აგდებ, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. რა არის მთავარი: ვინ სად დაესწრო ლექციებს და რა სერტიფიკატით დაბრუნდა სამშობლოში თუ რა გამოცდილება აქვს, რა უნარები, რა ხედვა და ა.შ.? წარმოდგენილი ოცეულიდან რომელიმე მათგანმა ილაპარაკა, რას გააკეთებს, მაგალითად, კონფლიქტების დასარეგულირებლად, როგორ გამოიყვანს ქვეყანას თუნდაც რუსეთთან არსებული ამ უმძიმესი და ჩვენთვის დამანგრეველი დაძაბულობიდან? ვინმემ ილაპარაკა, კონკრეტულად როგორ წარმოუდგენია ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, სოფლის მეურნეობის აღორძინება, ხალხის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა?.. საზოგადოდ, ყველა ლაპარაკობს, რომ წარმოება უნდა განვავითაროთ, დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, სამართლიანობა და ა.შ., მაგრამ კონკრეტულად როგორ აპირებენ ამის გაკეთებას, რა სტრატეგია აქვთ?

სხვათა შორის, ჩემთვის არა მხოლოდ ის ოცეული, არამედ მიწვეული სტუმრებიც იყვნენ ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახვა, რომ “ქართული ოცნების” დამოკიდებულება, როგორც ხალხის, ისე ქვეყნისადმი, არის ძალიან ცინიკური…

_ რას გულისხმობთ?

_ გაიხსენეთ, ვინ იჯდა კანდიდატების წარდგენაზე. სტუმრებს შორის არ იყვნენ ის დამსახურებული ადამიანები, რომლებიც მოყოლებული საბჭოთა პერიოდიდან, გაგრძელებული სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის უმძიმესი წლებით, თავდაუზოგავად იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისთვის. იქ არ იჯდა არც ერთი მართლა დამსახურებული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში… სამაგიეროდ, ისხდნენ ისეთები, რომელთა სახელებიც და გვარებიც, ალბათ, არავის ეცოდინებოდა, რომ არა ისევ სახელისუფლო მედია; ისხდნენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი სპორტსმენები, “ხელოვანები” და იჯდა ვიღაც წვერიანი ბიჭი, რომელიც საზოგადოებას დაამახსოვრდა ერთი უცნაური ფრაზით: “ჩემმა მზემ”. სხვათა შორის, რისი გამომხატველი იყო ამ უკანასკნელის მიწვევა იქ, ვერ გავიგე. აი, ეს არის მათი სახელმწიფოებრივი აზროვნების დონე _ “ჩემმა მზემ” უნდა იყოს საზოგადოების მეტრი და ორიენტირი.

რაც შეეხება ფაქტს, რომ ზუსტად იმ დღეს, როცა ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ილაპარაკა ხელისუფლების “ზეწარმატებულ” ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ლარმა კი გაუფასურების რეკორდი მოხსნა, მე, ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი, თუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ამ ხელისუფლებამ, ისევე, როგორც წინამ, ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანას საბოლოოდ დაეკარგა ეკონომიკური ბერკეტები. ის მინიმალური ეკონომიკური დამოუკიდებლობაც, რომელიც მეტნაკლებად განაპირობებდა ლარის სიმყარეს. ამის შედეგია ის, რომ ლარს უკვე მხოლოდ ფორმალურად ჰქვია ეროვნული ვალუტა და სინამდვილეში კი დოლარის დანამატია, რომლის მსყიდველობითი უნარის განსაზღვრას ახდენს არა საქართველოს ხელისუფლება, როგორც უნდა იყოს სუვერენულ სახელმწიფოში, არამედ მსოფლიოს ფინანსური მაფია

_ ხელისუფლებას რას აძლევს ის, რომ, პოლიტიკურთან ერთად, არ აქვს მინიმალური ეკონომიკური დამოუკიდებლობაც?

_ საერთოდ, ამგვარ ხელისუფლებებს არ სჭირდებათ არც პოლიტიკური დამოუკიდებლობა და არც ეკონომიკური, რადგან ეს ყველაფერი პასუხისმგებლობას მოითხოვს, მათ სჭირდებათ მხოლოდ ძალაუფლების გარანტია. ამ გარანტიებს იღებენ და სანაცვლოდ ჩამორთმეული აქვთ ყველანაირი დამოუკიდებლობა. ეს ერთგვარი შეთანხმებაა. რაც შეეხება საარჩევნო სიის პირველ ოცეულს, ჩემთვის ეს იყო პირდაპირი გზავნილი ხალხისადმი, რომ ქვეყანაში კონსტიტუციით განსაზღვრული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოცემულობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების ძალაუფლების წყარო არის ხალხი, უგულებელყოფილია. ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ ეს კონსტიტუციური დათქმა არის ბლეფი და მმართველი გუნდის ძალაუფლების წყარო რეალურად გარე ძალაა, რომელიც გვკარნახობს, როგორი განათლების, გამოცდილების, როგორი აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ხალხი უნდა გვყავდეს ხელისუფლების სათავეში. აი, ამაზე იყო გათვლილი ის ოცეული და ამიტომ აცხადებდნენ იმ წარდგენაზე ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზგასმით, რომ კანდიდატებს აქ კი არ აქვთ განათლება მიღებული, არამედ სადღაც დასავლეთში. ჩემი აზრით, ეს იყო სამარცხვინოზე სამარცხვინო წარდგენა და ყველაფერთან ერთად შეურაცხმყოფელიც…

_ როგორ ფიქრობთ, ამ პოლიტიკური კურსით ხელისუფლებასა და სახელმწიფოს რა პერსპექტივა აქვს, რას მივიღებთ მომავალში?

_ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ხელისუფლება, რომელიც ისეთ მონურ მდგომარეობაშია თავის დასავლელ პოლიტიკურ გარანტორებთან, რომ კრიმინალები პოლიტპატიმრებად გამოაშვებინეს, ვერც ეკონომიკას ააღორძინებს, ვერცპარტნიორებთანდაამყარებს ნორმალურ, მართლა პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას და, რაც მთავარია, ამ კონკრეტულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვერც რუსეთთან შეძლებს კონფლიქტის დარეგულირებას. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს უკვე თავისთავად ნიშნავს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების პერსტექტივის არარსებობას. რაც შეეხება ისევ ეკონომიკასა და ლარის გაუფასურებას, ეს ოლიგარქებისთვის შეიძლება არაფერს ნიშნავს, მაგრამ რიგით მოქალაქეებს ნამდვილად გაგვწყვეტს წელში. ქვეყანაში, სადაც წელიწადში სამჯერ მოდის მოსავალი, აქვს უდიდესი აგრარული პოტენციალი და რესურსი, ასეთი ეკონომიკური სიდუხჭირის გამოწვევას, უბრალოდ, მოხერხება უნდა, საამისოდ სერიოზული ძალისხმევა უნდა მოიღო. “ქართულმა ოცნებამ” ეს წარმატებით შეძლო და შედეგიც აშკარაა _ დღეს საქართველო რეგიონის ყველაზე ღატაკი, ღირსებაშელახული, წარუმატებელი და უპერსპექტივო ქვეყანაა, რომელსაც არა მხოლოდ უცოდინრობით, არამედ მიზანმიმართული პოლიტიკით დიდი უფსკრულისკენ მიაქანებენ…

_ არჩევნებამდე თვენახევარი რჩება. რას შეცვლის ეს არჩევნები?

_ ამ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და ცვლილებებზე ფიქრიც კი ზედმეტია ერთი მარტივი მიზეზის გამო: ყველაფერი შეთანხმებულია, ყველაფერი გადანაწილებულია და ეს იცის ყველამ. მათ შორის იმ ადამიანებმაც იციან, რომლებიც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ: ოღონდ ხალხი მოვიდეს არჩევნებზე და ცვლილებები გარდაუვალიაო. ხალხი, რა თქმა უნდა, უნდა წავიდეს არჩევნებზე, მაგრამ ცვლილებების იმედი ნამდვილად არ მაქვს. 31 ოქტომბერს იქნება სპექტაკლი, რომლითაც გაფორმდება უკვე შეთანხმებული პოლიტიკური კონფიგურაცია. პერსპეტივას რაც შეეხება, სამწუხაროდ, მაქვს მოლოდინი, რომ გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებებით კრიზისი გაღრმავდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ესენი ფორმალურადაც კი აღარ არიან ქვეყნისა და ხალხის რეალურ პრობლემებზე ორიენტირებულნი. ესენი ორიენტირებულნი არიან მარტო ძარცვა-გლეჯასა და ქვეყნის გაკოტრებაზე… აი, ეს აჩვენა კიდევ ერთხელ “ქართულმა ოცნებამ” თავისი ოცეულით და ეს იყო ნამდვილი კოშმარი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here