Home ახალი ამბები მსოფლიო მფრინავი ავტომობილის პირველი საქალაქთაშორისო ფრენა წარმატებით დასრულდა

მფრინავი ავტომობილის პირველი საქალაქთაშორისო ფრენა წარმატებით დასრულდა

158

სლოვაკეთში მფრინავი ავტომობილის (Aircarის) პირველი საცდელი ფრენა წარმატებით დასრულდა. საფრენი აპარატი, რომელიცბეემვეს” 160-ცხენისძალიანი ძრავით არის აღჭურვილი და საწვავზე მუშაობს, ქალაქ ნიტრადან ბრატისლავაში ჩაფრინდა.

Aircar ჰიბრიდული ავტომობილია და, ფრენის გარდა, ხმელეთზე ჩვეულებრივი მანქანის მსგავსად გადაადგილდება. საფრენ აპარატად გარდასაქმნელად მანქანას 2 წუთი და 15 წამი სჭირდება. ავტომობილში მყოფ ადამიანთა ჯამური მასა 200 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ავტომობილის შემქმნელი, პროფესორი სტეფან კლაინი შედეგით კმაყოფილია და ამბობს, რომ მფრინავი ავტომობილის სრულყოფაზე მუშაობას განაგრძობს. Aircar-ის ამჟამინდელ მოდელს 2 500 მეტრის სიმაღლეზე ასვლა და 1 000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

bpn.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here