Home რუბრიკები საზოგადოება მოქალაქეების აზრით, საქართველომ ალექსანდრე ჭაჭიას ინტელექტუალური შესაძლებლობები, გამოცდილება და გავლენები უნდა გამოიყენოს

მოქალაქეების აზრით, საქართველომ ალექსანდრე ჭაჭიას ინტელექტუალური შესაძლებლობები, გამოცდილება და გავლენები უნდა გამოიყენოს

353

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაზეთსაქართველო და მსოფლიოსრედაქციაში რამდენიმე ადამიანმა დარეკა _ მოქალაქეები მოითხოვდნენ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას. ადამიანები დაგვიკავშირდნენ სხვადასხვა რაიონიდან: აბაშიდან, მარტვილიდან, ზესტაფონიდან, საგარეჯოდანსაგარეჯოელმა შოთა მაისურაძემ გვითხრა: “არჩევნებზე ხალხი არ დადის, ხელისუფლება ქუჩაში გდია და მისი აღება არავის არ უნდა”…

რისი შიში აქვს ქართველ ამომრჩეველს _ ნაცების დაბრუნების; რატომ და რისთვის ჩათვალეს ადამიანებმა, რომ ქვეყანას ალექსანდრე ჭაჭია სჭირდება და არის თუ არა ქართველი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ალექსანდრე ჭაჭიას მისაღებად, რადგან მისი ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა აუცილებლად გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებებს _ ამ და ალექსანდრე ჭაჭიასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებიან ცნობილი პოლიტიკოსის თანამოაზრეები: სახალხო მოძრაობასამეგრელოსრეგიონული ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია; ეროვნული მთავრობის წევრი, მფრინავი აურ ბედია და პოეტი გიორგი სიჭინავა.

ნებისმიერი ჭკუათმყოფელისთვის ცხადია, რომ მეზობელ ზესახელმწიფოსთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე დაკარგული ტერიტორიების რეინტეგრაციაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება

ზურაბ კვარაცხელია, სახალხო მოძრაობასამეგრელოსრეგიონული ხელმძღვანელი:

_ “ქართული ოცნების” ბოსები დღენიადაგ ტრაბახობენ რაღაც მიღწევებით, მაგრამ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის იმედი რომ ვერ გაამართლა, ნამდვილად არ არის საკამათო. საქართველო როგორი კვაზიქვეყანაც იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის წლებში, ისეთივე კვაზიქვეყნად რჩება “ქოცთა” მმართველობის პერიოდშიც. საქართველო დღესაც ტიპური კოლონიური ქვეყანაა და არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში თავს გაითავისუფლებს ევროამერიკული იმპერიალიზმის კლანჭებისგან. უფრო მეტიც, აშკარაა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის სურვილით შეპყრობილი .. პოლიტიკური ელიტა მზადაა გარედან მიღებული მითითებების უსიტყვოდ შესასრულებლად. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები თანახმანი არიან, ქვეყანაში დააკანონონ ჩვენი ეროვნულ-ტრადიციული და მართლმადიდებლური მრწამსისთვის მიუღებელი ისეთი რამ, როგორიცაა, მაგალითად, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება. ეჭვი არ მეპარება, რომ მარიონეტი პოლიტიკანები ამისთვის მზად არიან, მაგრამ ჯერჯერობით აბრკოლებთ ამ საკითხისადმი საპატრიარქოს დამოკიდებულება და ის, რომ ასეთი რამ ერის უმრავლესობისთვის მიუღებელია.

შემთხვევითი არ არის, რომ ნეოლიბერალური მეხუთე კოლონა ტოტალურად უტევს საპატრიარქოს და გაშმაგებული ლამობს მის დისკრედიტაციას. ხელისუფალთა მარიონეტული ბუნებიდან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია ისიც, რომ ჩვენს მოსახლეობას უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში უხდება არსებობა, უმძიმესი და სავალალო მდგომარეობაა ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროშიც. ქვეყნის გამთლიანებას რაც შეეხება, ამაზე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნისონში სპეკულირებენ, რადგან ნებისმიერი ჭკუათმყოფელისთვის ცხადია, რომ მეზობელ რუსეთის ზესახელმწიფოსთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე დაკარგული ტერიტორიების რეინტეგრაციაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. დიახ, ილუზიაა, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებაზე ბოდვებით აფხაზეთისა და შიდა ქართლის დაბრუნება. გეოპოლიტიკისა და გეოსტრატეგიის საკითხებში ოდნავ მაინც გათვითცნობიერებულმა ადამიანებმა იციან, რომ საქართველოს მხრიდან საგარეო პოლიტიკური ვექტორის კარდინალურად შეცვლის გარეშე წინ უფრო სავალალო პერსპექტივა, ანუ, დიდი ალბათობით, სრული სახელმწიფოებრივი დეზინტეგრაცია გველოდება.

რაც შეეხება საუბარს, რომ თითქოს ხალხი მზად არის “ნაცმოძრაობის”‘ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, მართალია, ხალხი გაბრაზებულია ოცნების ხელისუფლებაზე, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ის თითქოს მზად არის ნაცცოცხისტების მმართველობაში კვლავ მოსაყვანად, არასწორად მიმაჩნია. ამ არჩევნებმაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი. ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობას არ სწამს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მოფუთფუთე . . პოლიტიკური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებისთვის გასარჯელად არიან მოწოდებულნი. მინდა, შევეხო სამეგრელოში ჩატარებულ არჩევნებს. ნაცხროვას სამეგრელოში არ ჰყავს იმდენი მომხრე, როგორც ამის წარმოჩენა სურს ზოგიერთ უპასუხისმგებლო პირსა და საინფორმაციო თუ სადეზინფორმაციო საშუალებას. სამეგრელოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი იმ შლეგი სააკაშვილისა და მისი ნაცბანდის მხარდამჭერი რომ აღმოჩნდა, ეს აშკარაა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ამას გარკვეული სპეციფიკური მიზეზი აქვს. მოკლედ ვიტყვი, რომ ამის მიზეზი იმ ავადსახსენებელი 1991-92 წლების დეკემბერიანვრის გადატრიალებაში უნდა ვეძებოთუნდა ვეძებოთ, აგრეთვე, ჩემი კუთხის ხუთგზის თუ ექვსგზის დალაშქვრააწიოკებაში, მეგრელთა ერთი ნაწილის მიერ იმკრიშაზეამძვრალის შევარდნაძეურჩხულის მძლეველ მზეჭაბუკად წარმოსახვაში, სამეგრელოს მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მიზანმიმართულად მოქცევაში, ასევე, “ქართული ოცნებისმიმართ ხალხის იმედების მწარედ გაცრუებაში.

ჩვენი სამშობლო, ფაქტობრივად, კოლონიაა და აქ პოლიტიკური პროცესები, ყბადაღებული კოაბიტაციის ჩათვლით, ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების მესვეურთა კარნახითა და ნება-სურვილით ვითარდება. სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა ეროვნულ სახელმწიფოებრივ პლატფორმაზე მდგომი მძლავრი და ავტორიტეტული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის ფორმირება.

ასე რომ, ნაცმოძრაობისადმიმეგრელთა მასობრივ და დიდ მხარდაჭერაზე მოარული ხმები ზღაპარია. არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირება, შესაძლოა, გარკვეულ ძალებს აძლევდეს ხელს. არ გამოვრიცხავ, რომ მეგრელთა ასოცირება .. მიშისტობასთან თავის დროზე შეთითხნილიმეგრელთა საქმისერთგვარი გაგრძელება თუ ვარიაცია იყოს, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ გინდათ სიმართლე, ჩემი კუთხის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს არც ერთ ქართულ პოლიტიკურ ძალას.

_ ბოლო არჩევნების შემდეგ, გაზეთსაქართველო და მსოფლიოსრედაქციაში ხშირად რეკავენ მკითხველები _ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას მოითხოვს. თქვენ მას კარგად იცნობთ, რა შეგიძლიათ თქვათ?

_ ბევრჯერ გამოვთქვი სურვილი ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ქართულ პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩართვის თაობაზე. ღია წერილითაც მივმართე მას. გულისტკივილს იწვევს ის, რომ ბატონ ალექსანდრეს არ მიეცა შესაძლებლობა, თავისი პოტენციალი სრულად გამოიყენოს საქართველოს საკეთილდღეოდ. უფრო ზუსტად კი, ქვეყანამ, ქართველმა ერმა სასიკეთოდ არ გამოიყენა მისი დიდი პოტენციალი, დიდი ინტელექტი, ღრმა განსწავლულობა. ეროვნულსახელმწიფოებრივი აღორძინებისთვის, ტერიტორიული გამთლიანებისათვის ესოდენ აუცილებელი მისეული ხედვა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით გამოუყენებელი რჩება და მიმაჩნია, რომ ეს ქვეყნისა და ერის წინაშე დანაშაულია.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სამშობლოს მომავალი გამთლიანების და წინსვლა-განვითარების გასაღები არც ბრიუსელშია და არც ვაშინგტონში. ბევრჯერ მითქვამს და კვლავაც ვიტყვი: მოსკოვთან ურთიერთკომპრომისების, ურთიერთინტერესების დაბალანსების, ურთიერთშეთანხმების გარეშე საქართველო გამთლიანდება კი არა, პირიქით, უდიდესი ალბათობით, მისი დეზინტეგრაციის პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

მრავალი წელია, რაც ბატონი ალექსანდრე ჭაჭია ამის შესახებ ქადაგებს, მაგრამ მისი ხმა რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”. სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად მის მოსასმენად და მისი შეგონებების შესასმენად. პრინციპში, გასაგებია, რატომ არ სურთ ხელისუფალთ და ე.წ. ქართული პოლიტიკური ბომონდის წარმომადგენლებს ალექსანდრე ჭაჭიას მსოფლმხედველობის გაზიარება _ ისინი ეროვნული სახელმწიფოებრიობის მტრები არიან!

ქართველი საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს ნამდვილად არ სურს, ქვეყნისა და ერის ტრაგედიას მშვიდად და პასიურად უყურებდეს. პატრიოტ ადამიანებს უნდათ, გადარჩენისათვის როგორმე მოხერხდეს კონსოლიდაცია და ჯერ კიდევ შემორჩენილი ეროვნული ენერგიის მობილიზებააკუმულაცია. სწორედ ამიტომ, შექმნილი კრიტიკული და საგანგაშო სიტუაციიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტუალური ხდება პოლიტიკურ სარბიელზე ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას მოღვაწეობის გააქტიურების საკითხი. მართალია, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, გაენეიტრალებინათ, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ბოლომდე ვერ მოახერხეს. აუცილებელია თვისობრივად ახალი, მხოლოდ ჩვენი სამშობლოს ეროვნულსახელმწიფოებრივსტრატეგიულ ინტერესებზე ორიენტირებული ისეთი საზოგადოებრივპოლიტიკური ძალის ფორმირება, რომელიც არ დაემორჩილება იანკებისა და ევროპელების დიქტატს და ყველაფერზე მაღლა ჩვენი სამშობლოს ეროვნულსახელმწიფოებრივ ინტერესებს დააყენებს. ჩემი აზრით, სწორედ ბატონმა ალექსანდრემ უნდა იტვირთოს ეს დიდი და მამულიშვილური მისია, ეს მას ხელეწიფება. ასე რომ, ქართველი საზოგადოების საღი და მნიშვნელოვანი ნაწილი მისგან უფრო მეტ ძალისხმევას მოელის. შეიძლება პათეტიკურად ისმის ჩემი ეს სიტყვები, მაგრამ მწამს, წინაპართა სულებიც სწორედ ამას მოითხოვენ მისგან და თითოეული მამულიშვილისგანაც.

ბრძოლა მამულის გადასარჩენად, მიუხედავად ყველაფრისა, გრძელდება და ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას ფაქტორი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ასე რომ, უკვე დროა, ბატონი ალექსანდრე პოლიტიკურ ასპარეზზე მთელი თავისი მონუმენტურობით წარმოჩნდეს. დროა, სამამულო პოლიტიკაში ისეთი რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს, რომლებიც ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესების თანხვედრილი იქნება. აი, ქართველი საზოგადოებრიობა რამდენად იქნება ამისთვის მზად, მომავალი გვიჩვენებს…

ალექსანდრე ჭაჭია ჩვენთვის, ხალხისთვის, იმედი და შვებაა, მაგრამ ქართველი პოლიტიკანებისთვის _ ბომბი

ზაურ ბედია, ეროვნული მთავრობის წევრი, მფრინავი:

_ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას 1994 წლიდან ვიცნობ. ვიცი მისი წარსულიც და აწმყოც… ადამიანი თავისი წარსულით უნდა ამოიცნო და მე ალექსანდრე ჭაჭია გავიცანი, როგორც უწესიერესი ადამიანი.

ბატონ ალექსანდრეს, ჩვენ კი არა, გაცილებით დიდ ქვეყანაში დიდი პოლიტიკოსები უსმენენ და აზრს ეკითხებიან. ალექსანდრე ჭაჭიას შეუძლია, რუსეთსაქართველოს შორის გადოს ისეთი მყარი და მეგობრული ხიდი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დანაწევრებული მიწაწყლისთვის.

სამწუხაროდ, ბედკრულ საქართველოს პატრონი არ ჰყავს და ამიტომაც არ უსმენენ ალექსანდრე ჭაჭიას, კაცს, რომელსაც ზუსტად იმის მიცემა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბატონი ალექსანდრე არის პატრიოტი, თავის მიწაწყალზე უზომოდ შეყვარებული კაცი და, რაც მთავარია, ჭკვიანი, ნიჭიერი, გონიერი პოლიტიკოსი, რომლის აზრის გაუთვალისწინებლობა სამშობლოს ღალატის ტოლფასია. ვიცი, როგორ განიცდის ბატონი ალექსანდრე საქართველოს დღევანდელ ყოფას, ის წვრილმანებამდე ფლობს ჩვენთან მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას, თვალყურს ადევნებს ყველაფერს…

რუსეთის დედაქალაქში არიან სხვა ქართველებიც, მართლა ღირსეული ქართველები, მაგრამ ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას დონის არც ერთი არ არის. ის სულ სხვა გაქანების ადამიანია. მას რუსეთში დიდი ავტორიტეტი აქვს და ეს გავლენა საქართველოს, ჩვენს პატარა ქვეყანას, სასიცოცხლოდ სჭირდება. ალექსანდრე ჭაჭია პატრიოტი კაცია და დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ჭაჭიასნაირი პოლიტიკოსი გვჭირდება ქვეყნის სათავეში.

ქართველები ცეცხლს ვეთამაშებით, მაგრამ უტვინო, კუჭზე გადაგებული, ახვარი (“ახვარი” არაბული სიტყვაა და პირუტყვს ნიშნავს) პოლიტიკოსები ვერ ხვდებიან იმას, რომ ცეცხლს ეთამაშებიან.

ამ მთავრობის ძალიან დიდი უტვინობაა, ალექსანდრე ჭაჭია საქართველოში რომ არ არის…

რამხელა და რა სულელური შოუს მომსწრენი ვართ, განსაკუთრებით ამ ბოლო არჩევნებში. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხი ვერ ხვდება, რასთან გვაქვს საქმე?! ერთი ხელისუფლება მეორეს აბარებს სადავეებს. ჩვენ კარგი მეხსიერება გვაქვს და გვახსოვს, როგორ ეხმარებოდა ივანიშვილი სააკაშვილს. ბინძური თამაშების მომსწრენი ვართ…

ალექსანდრე ჭაჭიას მტრები ჰყავს, მაგრამ ეს კარგიცაა. “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”, _ თქვა დიდმა პოეტმა და მართალიცაა. არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში ისეთი წესიერი კაცი, როგორიც ალექსანდრე ჭაჭიაა _ არ სჭირდება დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს, მაგრამ უსათუოდ სჭირდება ქართველ ხალხს.

_ მზად არის თუ არა ქართველი საზოგადოება ალექსანდრე ჭაჭიასნაირი პოლიტიკოსის მისაღებად? ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ხალხში დიდი პროტესტი არ არის და ამომრჩეველიოცნებასადანაცმოსშორის მშვიდად აკეთებს არჩევანს.

_ არჩევნები არ დასრულებულა, ვფიქრობ, ბევრი სასწაულის მომსწრენი გავხდებით. საზოგადოება მართლაც არ არის მზად რადიკალური ცვლილებებისთვის, მაგრამ შიმშილი, რომელიც ამ საწყალ ქვეყანას უახლოეს მომავალში ელოდება, მოამწიფებს საზოგადოებას ცვლილებებისთვის.

ადამიანებს ამ ქვეყანაში ცხოვრების ეშინიათ, ხმის ამოღება არ უნდათ, სწორედ ეს იქნება მიზეზი იმისა, რომ ალექსანდრე ჭაჭია არ და ვერ მიიღონ.

სიმართლე გითხართ, მეეჭვება, ალექსანდრე ჭაჭია აქ შემოუშვან. ბატონი ალექსანდრე ჩვენთვის, ხალხისთვის, იმედი და შვებაა, მაგრამ ქართველი პოლიტიკანებისთვის _ ბომბი. თუკი ის ჩამოვა, შესაძლოა, ზუსტად ისე განვითარდეს ყველაფერი, როგორც ეროვნული მოძრაობისას მოხდა _ ამომრჩევლის ათმა პროცენტმა ოთხმოცდაათი პროცენტი დაამარცხოს.

უნიჭიერესი და უდიდესი პატრიოტი კაცია ალექსანდრე ჭაჭია. სირცხვილია, ერს ჰყავდეს მისნაირი ადამიანი და ქვეყანაში ვიგინდარები ბოგინობდნენ

გიორგი სიჭინავა, პოეტი, მწერალი:

_ კარგად ვიცნობ ალექსანდრე ჭაჭიას. თითქმის ზეპირად ვიცი ყველა მისი ნაფიქრ-ნააზრევი; მისი ყველა გონივრული პროგნოზი აუხდა, სამწუხაროდ, საქართველოს, მაგრამ მაინც ვერ მოეგნენ გონს ქართველი ე.წ. პოლიტიკოსები და ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოუხმონ მას და აუცილებლად ჩართონ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში.

შევარდნაძე გვპირდებოდა, რომ საქართველომეორე შვეიცარიადიქცეოდა, სააკაშვილი _ “მეორე სინგაპურად”, ივანიშვილი კიმეორე დუბაიდგადაქცევას გვპირდება. მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ არც ერთი ამ ორიენტირთაგანი ჩვენთვის პრინციპულად ვერ იქნება რეალური მიზანი”, _ გვითხრა გაზეთის ფურცლებიდან ალექსანდრე ჭაჭიამ და გულწრფელად ვიტყვი, ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი სიმართლე ჯერ არ მომისმენია.

უნიჭიერესი და უდიდესი პატრიოტია ალექსანდრე ჭაჭია. სირცხვილია, ერს ჰყავდეს მისნაირი ადამიანი და ქვეყანაში ვიგინდარები ბოგინობდნენ.

გაინტერესებთ, არის თუ არა საზოგადოება მზად ალექსანდრე ჭაჭიას დონის პოლიტიკოსის მისაღებად? _ სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოება და პოტენციური ამომრჩეველი მზად არაფრისთვის არ არის. 30 წლის განმავლობაში რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, რა ძვრებიც იყო, ჩვენი საზოგადოება არაფრისთვის არ იყო მზად და სწორედ იმიტომ გვჭირს ის უბედურება, რასაც დღეს თვალნათლივ ვხედავთ. ჩვენ, ქართველები, არსებობისთვის ვიბრძვით.

ასეთ საქართველოში ალექსანდრე ჭაჭიას დონის პოლიტიკოსის მოღვაწეობა საცოდაობაა, მაგრამ, თუკი ჭაჭიასნაირები განზე გადგებიან, მაშინ ვინ უნდა თქვას სიმართლე და ვინ უნდა შეაგნებინოს ამ ადამიანებს, რაში ცდებიან, სად არის სიმართლე და სად ტყუილი?! ალექსანდრე ჭაჭია სჭირდება ჩვენს ქვეყანას და მისი ქართულ პოლიტიკაში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here