მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 1 აპრილს რუსეთის ელჩ ოლეგ ვასნეცოვს, რუსეთის სავაჭრო–საფინანსო კავშირის გენერალურ დირექტორ სტანისლავ პუგინსკისა და მოლდოვაში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელ ვლადისლავ დარვაევს შეხვდა.
რუსეთსა და მოლდოვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურების საკითხების განხილვის გარდა, მაია სანდუმ რუსეთის ფედერაციას დახმარება სთხოვა მოლდოვის მოსახლეობის ვაქცინაციაში.
რუსეთის ელჩთან მოლდოვის პრეზიდენტის შეხვედრას გამოეხმაურნენ რუმინელი პოლიტიკოსები და მისი ეს ნაბიჯი შეაფასეს, როგორც “ყველაფერ ევროპულზე უარის თქმა”.
“ეს ტრაგიკული მომენტია და დიდი მნიშვნელობა აქვს. რესპუბლიკა მოლდოვა სიგნალს იძლევა, რომ ის ევროპული სივრცის ფარგლებს გარეთ არის, როცა ვაქცინას სხვას სთხოვს. სამწუხაროდ, ეს არის გზავნილი ბრიუსელისთვის”, _ განაცხადა რუმინელმა სოციოლოგმა დან დუნგაჩიუმ.
Ru-an.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ