Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ყაველაშვილი – მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის...

მიხეილ ყაველაშვილი – მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ის შორის

ვიტოვებ იმედს, საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილშია აღნიშნული, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს.

ყაველაშვილის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა „დიფ სთეითთან“, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და ლგბტ პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს“.

მიხეილ ყაველაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

„პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა კი, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი ადმინისტრაციის სამართლიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების დამკვიდრებაა“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილში.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here