Home ახალი ამბები მსოფლიო მექსიკელებმა გამოიგონეს ზარბაზანი, რომელიც აშშ-ისკენ ისვრის… მარიხუანას

მექსიკელებმა გამოიგონეს ზარბაზანი, რომელიც აშშ-ისკენ ისვრის… მარიხუანას

1349
მექსიკა

სპეცოპერაციის ჩატარების შედეგად, მექსიკის სონორას შტატში კონფისკებულია თვითნაკეთი ზარბაზანი, რომელიც მარიხუანით დატენილ ყუმბარებს ისვრის. _ წერს lenta.ru.

ამ “საშუალებას” იყენებდნენ ადგილობრივი ნარკოდილერები ამერიკელი “კოლეგებისთვის” ნარკოტიკების მისაწოდებლად.

იუწყებიან, რომ აღნიშნული მოწყობილობის სიგრძე 3,5 მეტრია, “კალიბრი” _ 30 სანტიმეტრამდე, აღჭურვილია კომპრესორით, დამონტაჟებული იყო ავტოფურგონის სახურავზე.

სპეცსამსახურმა რეიდი ჩაატარა ქალაქ აგუა-პრიეტაში, რომელიც არიზონაში,  ქალაქ დუგლასის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ამას გარდა, მექსიკის სამართალდამცველებმა ამოიღეს 800 კილოგრამზე მეტი მარიხუანა, რომლის ერთი ნაწილით უკვე დატენილი იყო “ზარბაზნის” ყუმბარები. პოლიციელებმა დიდი რაოდენობით ტყვია-წამალიც ამოიღეს. დაკავებულების შესახებ ცნობები არ გაუვრცელებიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here